Home რუბრიკები საზოგადოება გია კორკოტაშვილი: ჩვენი ქვეყნის ბედს ჩანერგილი აგენტები წყვეტენ

გია კორკოტაშვილი: ჩვენი ქვეყნის ბედს ჩანერგილი აგენტები წყვეტენ

933

გასული კვირის დასაწყისში საზოგადოების ყურადღება ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის (ენ-დი-აი-ს) კვლევის შედეგებმა მიიპყრო. აღმოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი მხოლოდ 10% ყოფილა. ამ ინფორმაციამ თავიდანვე გაჩენილი ეჭვი, რომ ხელისუფლებამ “ნაცმოძრაობა” გადაარჩინა, გაამძაფრა. 

მართალია, ეს თემა კვირის ბოლოს ამერიკის 45- პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამ გადაფარა, მაგრამ მაინც დარჩა კითხვა: აშშის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადრე რომ ჩატარებულიყო, ნეტავ, რა მოხდებოდა? დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პერიპეტიებს კი, რომლითაც დიდად არც დაინტერესებულან ქართული ტელეარხები (მათ მხოლოდ პრეზიდენტის მეუღლის ჩაცმულობაზე ისაუბრეს), მოჰყვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის _ დიმიტრი ქუმსიშვილის ქონებრივი დეკლარაციის მონაცემების გამომზეურება დაქართველი საზოგადოების გაოგნება. ზემოხსენებულ საკითხებზე კომენტარი ცნობილ მომღერალს _ გია კორკოტაშვილს ვთხოვეთ.

_ ბატონო გია, რა გვჭირს, რა ჰქვია ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას?

_ რა გვჭირს და რა ჰქვია ჩვენს მდგომარეობას? ამას ჩვენზე დიდი ადამიანები იკვლევდნენ და ვერაფერს გახდნენ, ამას დიდმა ილია ჭავჭავაძემ ვერ დაარქვა სახელი. მთელი ცხოვრება ველით სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანს, ველით თავგანწირვას, მაგრამ ასეთი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა. ქართველმა თავი ცუდისთვის გაწირა… ორი დიდი სახელმწიფო _ ამერიკა და რუსეთი _ იკვლევს ქართველთა ფენომენს და ჯერაც ვერ გაუგიათ, რა ხალხი ვართ _ სიკეთისკენ ვართ მიმართული თუ ფლიდობისკენ, თუმცა ფლიდობაში მართლა ნიჭიერები აღმოვჩნდით.       

ქართველები ყოველთვის ელოდებიან თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდს, რომელიც გადაგვარჩენს და ჩვენ მაგივრად გააკეთებს საქმეს.

ქართველმა ერმა 9-წლიანი ტანჯვა-წამება გამოიარა ნაცების ხელში, მას შემდეგ ბიძინა მართლაც თეთრ ცხენზე ამხედრებულ გადამრჩენელ რაინდად ჩავთვალეთ, მოგვევლინა კიდეც ასეთად. ქართველმა კაცმა ივანიშვილს იმედის ბოლო რესურსი მისცა, მან კი ამით ძალიან ცუდად ისარგებლა.

არადა, ჰქონდა რესურსი, ამ ქვეყანაში დიდძალი ფული ჩაედოთ უმდიდრეს ადამიანებს

_ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, რომელმაც წიგნი გამოსცა თავისი ქველმოქმედების შესახებ

_ სიმართლე გითხრათ, ამ წიგნის შესახებ არ ვიცოდი. თუ ეს მართალია, დიდ უბედურებაში ვყოფილვართ, თუ ვინმემ წააქეზა და ეს გააკეთებინა, მაშინ იმ ვიღაცამ ფული იშოვა და ეს კიდევ უფრო დიდი უბედურებაა…

ბიძინა წავიდა კიდეც პოლიტიკიდან, მაგრამ დარჩა რუხ კარდინალად, მის გარეშე ფოთოლიც არ შრიალებს. ოღონდ ის უფალი არ არის და მკრეხელობაც ცუდი საქმეა.

ბიძინა ცდება, მაგრამ შეცდომებზე მითითებას არ იღებს. ხშირად მეუბნებიან, ბიძინამ არ იცის, თორემ ამას როგორ დაუშვებდაო… ეს, იცით, როგორი “რიჟა” ბაზარია? რას ჰქვია, ბიძინამ არ იცის?! ივანიშვილმა ყველაფერი იცის, თანაც წვრილმანებამდე.

სიმართლე გითხრათ, როდესაც დამპალი თესლიდან აღმოცენებული ავადმყოფი ნაციონალი ბიძინას აგინებს, ვგიჟდები… მინდა, ბიძინა იყოს მაგარი, მაგრამ არ გამოდის.

_ რა არის მიზეზი? ვერ აღმოჩნდა სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანი? არადა, გვეუბნებოდა, _ ჩემი ოჯახი სასწორზე დავდე, როდესაც პოლიტიკაში წავედიო

_ სამშობლოსთვის თავს წირავს ადამიანი, რომლისთვისაც პატრიოტიზმია პრიორიტეტი. კერძო, ვიწრო თვალსაზრისის მქონე კაცი ამ საქმისთვის არ გამოდგება. პატრიოტად უნდა დაიბადო.

_ ჩვენ ბიძინასგან ასეთ პატრიოტიზმს ველოდით

_ უფრო მეტიც, ქართველებმა ბიძინას სული ვანდეთ, მან კი სულში ჩაგვაფურთხა, ხოლო სულში ჩაფურთხებულ ადამიანს ვერანაირი ძალა ვეღარ აჩერებს. ქართველი შიმშილის გამო ქუჩაში არ გამოვა, მაგრამ რაღაც მომენტში მიხვდება, შიმშილობის მიზეზი სულში ჩაფურთხება რომ არის და მერე ვეღარაფერი გააჩერებს. ახლა ხალხს ნაპერწკალი არ აქვს, მაგრამ ეს ნაპერკალი გაჩნდება, კუჭი იქნება ეს თუ რაც იქნება, აუცილებლად გაჩნდება საჭირო ნაპერწკალი.

ბოლო არჩევნებს გადახედეთ და მიხვდებით, ვართ თუ არა ჩვენ სულში ჩაფურთხებულები. მე ეს ჩემს თავზე ვიწვნიე. ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ არჩევნები წამეგო, 1200 ხმა ავიღე. ქოც-ნაცები ერთობლივად მუშაობდნენ იმაზე, რომ არჩევნებში დავმარცხებულიყავი. ასე მოხდა ბევრგან.

ამჟამინდელ მთავრობას ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელსაც ღირსება, თავმოყვარეობა არ აქვს. მათ სჭირდებათ უღირსი, ვაზელინწასმული, უთავმოყვარეო ადამიანები, რომლებსაც ადვილად მართვენ და ასეთები ჰყავთ კიდეც. პარლამენტარებს პირდაპირ ვეტყვი თქვენი გაზეთის მეშვეობით: თქვენ კაცის კაცები ხართ!

ვწუხვარ, რომ საზოგადოებას ხმის ამოღება არ სურს. რატომ ხდება ეს, არ ვიცი _ ნიჰილიზმის გამო თუ, უბრალოდ, ვის დაუჭირონ მხარი, არ იციან. ასეთებად ჩამოგვაყალიბეს. ნიჰილიზმამდე მიგვიყვანეს და ვგიჟდები, რომ ჩვენ ვიქეცით ასეთებად.

_ ბატონო გია, რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაის) კვლევა, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთ თვეში ჩატარდა და ნათლად ჩანს, რომ ნაციონალებს სულ რაღაც, 10% ჰქონიათ რეიტინგი, არადა, პარლამენტში ელექტორატის ხმების 27 პროცენტით შევიდნენ. როგორ ფიქრობთ, “ნაცმოძრაობახელისუფლების სატელიტია და მათ დანარჩენი 17% ივანიშვილმა აჩუქა?

_ კი არ ვფიქრობ, ზუსტად ვიცი, რომ ივანიშვილმა “ნაცმოძრაობას” 27% დაუწერა. მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თუ გახსოვთ, ამერიკელი სენატორების ერთი ჯგუფი ივანიშვილს დაემუქრა, რომ მის აქტივებს გაყინავდნენ, თუ მათ დაკვეთას არ შეასრულებდა. ბიძინას აქვს უზარმაზარი კაპიტალი და ამის დათმობა ძნელია. შესაძლოა, მან არც კი იცოდა, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა, როდესაც ხელისუფლებას იღებდა ხელში, არ ეგონა, რომ დიდძალი ფულის დათმობა-არ დათმობაზე მიდგებოდა საქმე.

სამწუხაროა, რომ, ქართველი გლეხის ნაცვლად, ჩვენი ქვეყნის ბედს ჩანერგილი აგენტები წყვეტენ. ივანიშვილი ჩვენს დამცველად ვერ გამოდგა.

ბიძინას ფული სასწორზე დადეს. მე ვიცი გიორგი სააკაძე, რომელმაც შვილი შესწირა ქვეყანას, სტალინიც ვიცი, მაგრამ ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. ივანიშვილმა სამშობლოსთვის უარი ვერ თქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე.

ამერიკელებს სურთ, საქართველოში ორი პარტია არსებობდეს, ადვილად სამართავი, ეს გააკეთებინეს კიდეც ივანიშვილს. ბიძინას მართავენ და, თუ ეს არ იცის, მაშინ პრიმიტიული პიროვნებაა ან, უბრალოდ, ჩვეულებრივი ვაზელინისტი. ვაზელინისტობა ახალი მიმდევრობაა საქართველოში. წინათ ვაზელინს ჯერ ხელზე ისვამდნენ, შემდეგ _ თავზე, ახლა, როგორც კი სასურველ კანდიდატს დაინახავენ, ვაზელინი თავზე თავისით ესმევათ, ბუნებრივად გამოყოფენ და ეგრევე მიექანებიან, “საქმეზემიდიან.

_ იქნებოდა თუ არა სხვა რეალობა, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რომ ყოფილიყო?

_ გვიან ახლაც არ არის. ხელახალი არჩევნების ხელახლა ჩატარება ახლაც შეიძლება.

პლანეტას ორი ზესახელმწიფო მართავს _ რუსეთი და ამერიკა, რომლებმა ერთმანეთთან ლაპარაკი დაიწყეს, ინაწილებენ ყველაფერს და ქართველი პოლიტიკოსები უკანალებს უფრთხილდებიან, სკამებს ებღაუჭებიან. სასაცილოები არიან. ტრამპი ამბობს, ნატო გაუქმდებაო, ქართველები კი ისევ ნატოში მიდიან. მაინტერესებს _ სად პაპაჩემის პაპასთან მიდიან? ! ისე, პაპაჩემის პაპა, ვიცი, სადაც არის, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები სად მიდიან, ნამდვილად არ ვიცი.

ქართველებს ვურჩევ: ცოტა ხანს, სანამ ვითარება გაირკვევა, პაუზა აიღონ. პირი არ გააღონ, ნუ აჟრიალებთ, რაა… ქართველები აქამდე დიდი მეფეების პოლიტიკური ლავირების უნარმა და ელასტიკურობამ მოგვიყვანა. ჩვენი პოლიტიკოსები ან შეეწირონ, ან გაჩუმდნენ.

წლებია, ველი, რომ ჩემი სახელმწიფოს სათავეში ვიხილო ადამიანი, რომელსაც სამშობლოს ხსენებაზე თვალზე ცრემლი მოადგება, მაგრამ ამაოდ… ასეთი ადამიანი თუ გამოჩნდება, ძაღლივით ერთგულად ვემსახურები.

_ თქვენჟრიალიახსენეთ. რას იტყვით, ფინანსთა მინისტრის აქტივებსა და ქონებაზე? რამდენიმე დღეა, მისი ქონებრივი დეკლარაცია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა

_ “ბღუჯაზე” მეკითხებით? რა უნდა ვთქვა… გამოქვეყნდა ფინანსთა მინისტრის დეკლარაცია, რომელშიც აღწერილია მისი ქონება. ღმერთმა შეარგოს, ხელფასიც, ბინაც, ურთიერთობებიც, მაგრამ ფასიანი ქაღალდები, სახელწოდებით _ თამასუქი, უკვე ძალიან ცუდია. ფინანსთა მინისტრი თამასუქის მფლობელი რომ ხარ, ინფორმაციას ინფლაციაზე ხუთი-ათი წუთით ადრე მაინც ხომ აკონტროლებ? საშიშია ასეთი კაცი, ცუდი კაცია, თანაც, ბრიყვი. ან რა სინდისია ფინანსთა მინისტრის თამასუქებზე საუბარი… ამის შეგუებას გვაიძულებენ?

_ ერთმა რესპონდენტმა მითხრა, შევყურებთ, როგორ იღუპება ჩვენი ქვეყანა, მაგრამ, სამწუხაროდ, უძლურნი ვართოთვლით, რომ ვიღუპებით?

_ ვიბრძვი, ყოველთვის ვიბრძოდი, ოჯახი საფრთხის ქვეშ მყავდა… სამწუხაროდ, ქართველმა კაცმა, რაც ყველაზე კარგად ისწავლა, სიტუაციიდან გამოძრომაა. რომ ჰკითხავ, სად იყავიო, გიპასუხებს, _ შვილი მყავდა ავადო. ამ პასუხზე პასუხს ვეღარ მოსთხოვ. კაცი მაშინ ხარ, სამშობლოს რომ უჭირს და ოჯახს დატოვებ. რამდენჯერ გული დამწყვეტია, რამდენჯერ მომისმენია, _ კორკოტას შევაკვდე? მაგას მოსკოვი ფულს აძლევს და რა უჭირსო…

სანამ სამშობლოს სიყვარულს არ შევიგრძნობთ, სანამ სოლიდარული, ერთგული და მოსიყვარულე არ გავხდებით, არაფერი გვეშველება.

ყველანი დავდგეთ იქ, სადაც სიმართლეა!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. vin dadgeba gia vin ras daamgvana abelma da mamazaglma tabagarma xalxic da qvekanac xom vxedavt martali xart dachoqebuli kavt xalxi qumsishvilebi da magetebi ar ilevian saqartvelo da qartvelebi kidev ilevian veravis endoba kaci ase daangries ertmanetis ndoba gatana qveknis da xalxis moketes klaven icileben dro modis moqmedebis kvela partia unda aikrzalos eseni agenturaa umetesoba ukve vaselinic agar chirdebat iseve etenebian virtxaa egeti tu cxviri gako gasulia xoda ager axali jishic gibridebi arian

  2. გეყოთ ქართულ განათლებას მოკლებულებს ინგლისურად ჯღაბნა, თბილისელებს და მოქალაქეებს ვთხოვ, არ წაიკითხონ ლათინურენოვანი ტექსტი. გთხოვთ შემომიერთდეთ!

  3. ბატონო გია, ჯერეჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს ქართველი, რომელიც ამირანის ჯაჭვს გაწყვეტს. თავი რომ გაწირო შენს სამშობლოში სხვა ქვეყნის ჯაშუშები უნდა ამოძირკვო, როგორ მოვახერხოთ ეს? ამ ხალხს ხომ არ დახოცავ? ადამიანები არიან მაინც, მხოლოდ სული მიყიდეს ეშმაკებს. გამოსავალს ვერ ვხედავ, შეიძლება იმ გზას ვერ ვხედავ, რომელსაც ტაძრამდე მიყვანა შეუძლია. ამიტომ გვინდა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ გზის დანახვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here