Home რუბრიკები საზოგადოება როდის შემუშავდება მევახშეთა მევახშეების საწინააღმდეგო ღონისძიებები?

როდის შემუშავდება მევახშეთა მევახშეების საწინააღმდეგო ღონისძიებები?

586

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 იანვარს შეაჯამეს შედეგები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების  პროექტისა – „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება.“

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სამომავლო გამოწვევებზე. მისი თქმით, სამომავლოდ, მოსალოდნელია ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ახალი საკანონმდებლო აქტებისმ იღება, რათა უფრო ეფექტიანი იყოს არა მხოლოდ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ მისი პრევენციაც.

“პროექტის მიზანი იყო ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციები.“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღსანიშნავია,რომ ბატონ მინისტრს არ უთქვამს (ეტყობა, დაავიწყდა), როდის შემუშავდება მევახშეთა მევახშეეების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის მიხედვითაცმ ას 7 ბინა, 2 სახლი და რამდენიმე ნაკვეთი აქვს. ამასთანავე, ფინანსთა მინისტრს, რომელიც ორი თვის წინათ ამბობდა, რომ “სიამოვნებისგან ტანში გააჟრჟოლა, როდესაც ქალმა ჯიბიდან ბღუჯა ლარი ამოიღო”, და ნაზოგების დიდი ნაწილი დოლარებში აქვს და შემოსავალსაც დოლარებში იღებს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესისგან”. ეს ორგანიზაცია, ცნობილია იმით, რომ სესხებს პროცენტით გასცემს.

“სკანდალი! საქართველოს ფინანსთა მინისტრი მევახშეების მევახშეა. ფულს აპროცენტებს და არ რცხვენია. რიკო კრედიტში ჰქონია ფული დაბანდებული (არაოფიციალური ინფორმაციით,რიკოს ერთ-ერთი მფლობელია), რაც რიკოში პროცენტები მაქვს გადახდილი, თურმე ამას თან მიდიოდა. ბღუჯა ეძახე და კია ქვს 7 სახლი, უამრავი მიწის ნაკვეთი და ა.შ. სარფიანი საქმეა მევახშეობა, თან ფინანსთა მინისტრირომ ხარ და წინასწარ იცი დოლარის კურსი, მილიონებს იშოვი სავალუტო მაქინაციებით. ბღუჯა-ბღუჯასია ეს ქვეყანა. რიკოში ვინც პროცენტებს იხდით იცოდეთ, რომ თქვენი ფული ბღუჯას კეთილდღეობას ხმარდება! ამისთანების ბედნიერებისთვის გვიბრძოლია.

P.S.მაჩვენეთ მსოფლიოში ქვეყანა (თუნდაც ბანანის რესპუბლიკა), რომელშიც ფინანსთა მინისტრი მოსახლეობაზე ფულს აპროცენტებს და ამას ხალხი დუმილით იტანს. 900 წერილი მომივიდა გვითხარი მთავრობაში ვინაა მევახშე და ჩვენ ვიცით რასაც ვუზამთო.აჰა ბატონებო დოკუმენტი, ახლა რას იზამთ შევხედავ.”- დაწერა „ეროვნულების“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძესოციალურ ქსელში.

 ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here