Home რუბრიკები პოლიტიკა გლობალური ცვლილებები იწყება, საქართველოს ხელისუფლებას კი სირაქლემასავით თავი ქვიშაში აქვს ჩარგული

გლობალური ცვლილებები იწყება, საქართველოს ხელისუფლებას კი სირაქლემასავით თავი ქვიშაში აქვს ჩარგული

576

აშშში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მსოფლიოში დიდი ცვლილებები იწყება. ევროპის რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, მათ შორის, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და იტალიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს (იტალიაში _ რიგგარეშე) და ევროგაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლითა და მწვავე მიგრაციული კრიზისით შეწუხებული ევროკავშირი შეიძლება კრახის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ზემოაღნიშნულ ქვეყნებში, დიდი ალბათობით, ულტრამემარჯვენე ძალები გაიმარჯვებენ. ეს ძალები კი ნაციონალისტურ იდეებს ქადაგებენ და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურ განწყობას არ მალავენ

ამ პოლიტიკურ ფონზე განსაცვიფრებელია პოზიცია საქართველოს ხელისუფლებისა, რომელსაც სირაქლემასავით თავი ქვიშაში აქვს ჩარგული და იმის ნაცვლად, რომ ანექსირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და ქვეყნის ეკონომიკის გასაუჯობესებლად რუსეთთან დიალოგის დაწყებაზე იფიქროს, ნატოში საქართველოს შესვლაზე, ე.წ. ვიზების ლიბერალიზაციასა და ევროსტრუქტურებში გაერთიანებაზე ლაპარაკობს. არადა, თვითონ ნატოსა და ევროკავშირის არსებობა, როგორც ჩანს, დასასრულს მიუახლოვდა. ამას მოწმობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკვალტერ შტაინმაიერის წერილი, რომელიც მან პოპულარულ გერმანულ გამოცემა “ბილდში” გამოაქვეყნა.

“აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის არჩევით XX საუკუნის ძველი წესრიგი, როგორც იქნა, დასრულდა. მსოფლიო უნდა მოემზადოს მშფოთვარე დროებისთვის. მთავარი არის ის, როგორი ფასეულობები იქნება უმნიშვნელოვანესი XXI საუკუნეში, როგორი იქნება ხვალინდელი მსოფლიო. ყოველთვის, როდესაც იცვლება ხელისუფლება, ჩნდება გაურკვევლობა, ეჭვები, კითხვები ახალი ხელისუფლების მიმართ. მაგრამ ახალი გლობალური წესრიგის პირობებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღეს ძალიან ბევრი რამ დევს ფსონზე. ჩვენ შევეცდებით დიალოგს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რათა მივიტანოთ მათთან ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი ფასეულობები და ინტერესები. ვაჭრობის თავისუფლება, გაცვლა, გახსნილი მსოფლიო, ერთობლივი დაპირისპირება ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ, მჭიდრო ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, დაფუძნებული საერთო ფასეულობებზე _ აი ეს არის ჩვენი დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტები”. _ დაწერა ფრანკ _ ვალტერ შტაინმაიერმა “ბილდში” გამოქვეყნებულ წერილში.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here