Home რუბრიკები პოლიტიკა სრულიად ოსმალეთის პრეზიდენტი

სრულიად ოსმალეთის პრეზიდენტი

498

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიილტვის აბსოლუტური  ძალაუფლება მოიპოვოს ქვეყანაში. ერდოღანის ქმედებებმა გასულ წელიწადს იგი კიდევ უფრო დაახლოვა მის ძლიერ სურვილთან იყოს თურქეთის აბსოლუტური და ერთპიროვნული მმართველი, ის უკვე ფაქტობრივად საფინიშო ხაზთან იმყოფება. ამის მისაღწევად კი მხოლოდ ისღა დარჩენია ერდორანს ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა გახადოს. იმის მიუხედავად, რომ მისი ასეთი ქმედებები მუდმივად იწვევს წინააღმდეგობრივი ტალღის შექმნას – როგორც ქვეყანაში ასევე კაკონმდებლებში, დიდი შანსია მან საწადელს მალე მიაღწიოს. საინფორმაციო პორტალი Лента.ру შეეცადა ანალიზი გაეკეთებინა იმ მოვლენებისათვის, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა თურქეთში და ამგვარად ლოგიკურ დასკვნამდე მიეყვანა მკითხველი. 

„კონსტიტუციაში შესწორების შეტანა გამოიწვევს რეჟიმის აბსოლუტურ შეცვლას. თურქეთში, სადაც ფაქტობრივად დამყარდება ავტორიტარული მმართველობა გახდება სასულთნო. ასეთი რამ არ ხდება არც ერთ დემოკრადიულ ქვეყანაში. ყველა ძალაუფლების მქონე ორგანოს განაგებდეს იქნება უშუალოდ პრეზიდენტი, მასზე ექნება სრული კონტროლი და ბალანსი სრულიად დაირღვევა. ბევრი თურქი შეშფოთებულია, მათ ეშინიათ, რომ ახალი კონსტიტუცია ერდორანს მისცემს უფლებას მართოს ქვეყანა სურვილისამებრ, დანიშნოს მნიშვნელოვან პოსტებზე საკუთარი ნათესავები, მაგალითად პრემიერმინისტრად და მინისტრებად“. – განაცხადა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა უკზელ სეზგინმა The Washington Post-თან ინტერვიუში.

ცოტა ხნით ადრე კი, თურქეთის პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ანიწებს თურქეთის პრეზიდენტს  სრულ ძალაუფლებას. ე.წ. დე-ფაქტო ერდოღანი ამჯამად ერტპიროვნულად მართავს თურქეთს. იმის მიუხედავად, რომ დე-იურე პრემიერმინისტრი ფლობს ასევე დიდ ძალაუფლებას. თუ ერდოღანის მიერ ინიცირებული ცვლილებები კონსტიტუციაში შეისხამს ხორცს ეს წინააღმდეგობაც არ იარსებებს, რადგან იდგება ყველაზე და ყველაფერზე მაღლა ქვეყანაში. ახლა ჯერი თურქეთის მოქალაქეებზეა: აპრილში რეფერენდუმზე მათ მოუწევთ გადაწყვიტონ დატოვონ ერდოღანი იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის დღეს იმყოფება თუ მიანიჭონ მას განუსაზღვრელი ძალაუფლება. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here