Home რუბრიკები პოლიტიკა სუბარი გამოფხიზლდა

სუბარი გამოფხიზლდა

564

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი ჯოზეფ დოული აქტიურ კონსულტაციებს გადის საქართველოს მთავრობასთან, რათა პრემიერმინისტრის მეშვეობით მოხდინოს უზენაეს სასამართლოზე  ზემოქმედება და განთავისუფლებულ იქნას ენმ-ის წევრი, ე.წ. პოლიტპატიმრებად მონათლული პოლიტიკოსები. დოულმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს პრემიერმინისტრს დაუყონებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. 

უმრავლესობა ოპოზიციისგან განსხვავებით იზიარებს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას, იმის შესახებ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. დოულის საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს ზეგავლენა მოახდინოს უზენაესი სასამართლოს განაჩენზე და მით უფრო ვერ ჩაერევა სასამართლოს მიერ პასუხისგებაში მიცემული პირების სასჯელისგან გათავისუფლების პროცესში მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო.

საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, იპპ-ის ლიდერების და ცალკეული პირების მსგავს განცხადებებს ფასი არ აქვს. „რაც შეეხება იპპ-ის ლიდერებს და მათ ცალკეულ წევრებს, კარგი იქნებოდა ისინი მაშინ ჩამოსულიყვნენ საქართველოში და მაშინ გაეკეთებინათ განცხადებები, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ადამიანის დაპატიმრება, ქუჩაში დახვრეტები, ქონების წართმევა. დღეს ამაზე ლაპარაკი არის უბრალოდ კოჭის გაგორება კონკრეტული ადამიანებისათვის მეტი არაფერი“. –  განაცხადა სუბარმა.

დოულის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკმა. „მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ არაადეკვატურია მთავრობის თავჯდომარისგან მოთხოვნა გარკვეული პირების ციხიდან განთავისუფლების თაობაზე. გადაწყვეტილება აქვს მიღებული სასამართლოს და ეს გადაწყვეტილება არის საფუძვლიანი“.- განაცხადა ვოლსკმა პრესასთან ინტერვიუში. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here