Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი: ტერორისტების დაკითხვისას წამების მეთოდიკის გამოყენებას მივესალმები

ტრამპი: ტერორისტების დაკითხვისას წამების მეთოდიკის გამოყენებას მივესალმები

619

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილების დაკითხვისას წამების გამოყენება ეფექტურია, თუმცა ამის გამოყენების მიზანშეწონილობის განსაზღვრისას ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრების მოსაზრებას დაეყრდნობა.აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეარხ ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

წამების გამოყენებაზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა ის საფრთხე, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ წარმოადგენს. „ამ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ისეთ რამეებს აკეთებენ, რაზეც არავის არაფერი სმენია შუა საუკუნეების შემდეგ“, – აღნიშნა ტრამპმა. ტრამპის თქმით, მან ტერორისტების დაკითხვისას წამების გამოყენების ეფექტურობის საკითხი აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების მაღალჩინოსნებთან განიხილა და მათ მას დადებითი პასუხი მისცეს.

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ის თავისი ადმინისტრაციის წევრების მოსაზრებას დაეყრდნობა, მათ შორის თავდაცვის მდივანის ჯეიმს მეტისის და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მაიკლ პომპეოს მოსაზრებებს. „თუ მათ არ სურთ ამის გამოყენება, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ, ვთვლი თუ არა მე, რომ ეს მეთოდი მუშაობს? დიახ, ვთვლი, რომ აბსოლუტურად ეფექტურია“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here