Home რუბრიკები პოლიტიკა მალხაზ თოფურია: ერთი კვირის თავზე ეფრემას დაფლეთილ-დასახიჩრებული გვამი უკან ჩამოასვენეს სოხუმიდან

მალხაზ თოფურია: ერთი კვირის თავზე ეფრემას დაფლეთილ-დასახიჩრებული გვამი უკან ჩამოასვენეს სოხუმიდან

584

აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუს, სადაც იგი ყვება ისტორიას, რომელიც სახეზე სევდანარევ ღიმილს მოგგვრით.

„მართლა ესე იყო,

92 წლის ზამთარია ლაგოდეხის რაიონის ერთ სოფელში, ახალგაზრდები შეკრებილან და ლამფის შუქზე ქეიფობენ სამშობლოს სადღეგრძელოს მიირთმევენ და უცებ , დენი მოვიდა, არიქა ტელევიზორი ჩავრთოთ რა ხდება ქვეყანაზეო…..აფხაზეთზეა გადაცემა ბრძოლის კადრები, დაღუპულები…..წავიდა ისევ დენი, რაზე გავჩერდითო? თამადამ, სამშობლოსას ვსვავდითო ბიჭებმა!

ჰოდა ამხელა ხალხი ვართ სამშობლოს უჭირს აფხაზეთში და ხვალე წავიდეთო, დილით ავტობუსი გადის თელავისკენ და იმას გავყვეთო, აბა რაო! დაეთანხმნენ შეზარხოშებული სუფრის წევრები…..დილით გაჩერებაზე აღნიშნული სუფრიდან მხოლოდ ერთი ბიჭი,სახელად ეფრემა იდგა. სად მიდიხარო? მოხუცი თანასოფლელი ჩაკითხვია აფხაზეთში სამშობლოს დასაცავადო, ამაყად უპასუხია ეფრემას, სახლში დაეტიო არ ჯობიაო თან შენაო ..ნახევრად დაცინვით უთქვია მოხუცს, არა არ ჯობია ამხელა სოფელი ვართ და ერთი კაცი არ წასულა ჩვენგან და რას იტყვიან მერე ჩვენზე ომი რომ მორჩებაო, ამაყად უპასუხია ეფრემას….. ერთი კვირის თავზე ეფრემას დაფლეთილ დასახიჩრებული გვამი უკან ჩამოასვენეს სოხუმიდან (((

ძაან ბანალური ისტორიაა თითქოს არაფრის მთქმელი გარდა ერთი პატარა ნიუანსისა, ეფრემა გვარად პოღოსოვი იყო“. – წერს თოფურია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here