Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი კედლის აშენებას იწყებს

ტრამპი კედლის აშენებას იწყებს

510

ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეუმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე რიგ ნაბიჯებს გადადგამს, მათ შორის აშენდება კედელი აშშ-მექსიკის საზღვარზე. 

„ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი დღე იქნება. ყველაფერთან ერთად ჩვენ კედელს ავაშენებთ“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.  შეგახსენებთ, რომ ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტი აღნიშნული კედლის აშენების თაობაზე ჯერ ჯიდევ წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე კვირაში იგი ასევე გასცემს განკარგულებას სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერებაზე. როგორც ცნობილია, აკრძალვა მანამდე იმოქმედებს, სანამ აშშ-ის ხელისუფლება დევნილების შემოწმების უფრო ეფექტიან მექანიზმს არ შეიმუშავებს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here