Home რუბრიკები პოლიტიკა გარდაუვალ ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოს ელის, ქართველი პოლიტოლოგი წლების წინათ ვარაუდობდა

გარდაუვალ ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოს ელის, ქართველი პოლიტოლოგი წლების წინათ ვარაუდობდა

1125

20 იანვარს გამართულ ინაუგურაციაზე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა. ტრამპს სურს, შექმნას კოალიცია სხვადასხვა ჯგუფის, კლასისა და თემისა, რომლებიც მდიდრების, გავლენიანი მაგნატებისა და ხელისუფლებაში მოკალათებული მაღალჩინოსნების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. როგორც ახალარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, მათ ბედის ანაბარა მიატოვეს სოციალურად სუსტი ფენა, შედეგად მოიმატა სიღარიბემ და დანაშაულმა, რომელიც ობამას ეპოქაში დამღად დაედო ამერიკის ბევრ რაიონსა და ქალაქს.

ტრამპი არა მხოლოდ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც ჰპირდებოდა ამერიკელებს, რომ რადიკალურად შეცვლიდა წესრიგს ხელისუფლებაში, შეცვლიდა მის ჩვევებს, პრიორიტეტებს, აგრეთვე, ვაშინგტონისა და ნიუ იორკის ელიტების მოქმედების მოდელს. დონალდ ტრამპი დაუპირისპირდა იმ პრინციპებსა და აზროვნებას, რომელიც განსაზღვრავდა მისი წინამორბედი პოლიტიკური ლიდერების ქცევას.

ცვლილებებია მოსალოდნელი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში: ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა და ახლა იქ მთავარი მოთამაშეები რუსეთი, ირანი და თურქეთი არიან, რომლებმაც აშშ მხოლოდ რამდენიმე დღის წინათ მიიწვიეს ასტანაში გასამართ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. ნიშანდობლივია, რომ მოწვევა გაუგზავნეს არა ბარაკ ობამას, არამედ დონალდ ტრამპს.

ტრამპის გაპრეზიდენტებამ, რასაც ყველა ხერხით უშლიდნენ ხელს არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს პოლიტიკისა და ეკონომიკის გავლენიანი ძალები, შოკი გამოიწვია იმ ადამიანებში, რომლებსაც სჯეროდათ, რომ გლობალიზაციის პროცესი შეუქცევადია, რომ გარდაუვალია ქრისტიანული ღირებულებების დევალვაცია, რომ ყველა ქვეყანაში უნდა დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება და, რაც მთავარია, მსოფლიოს ჰეგემონი უნდა იყოს “განსაკუთრებული სახელმწიფო” _ ამერიკის შეერთებული შტატები.

მაგრამ, თუ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს გულდასმით გავაანალიზებთ, აშკარად ჩანს, რომ ცვლილებები, რომლებიც ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ უნდა დაიწყოს, გარდაუვალი იყო. ამ ცვლილებების გარდაუვალობაზე კი არაერთხელ ულაპარაკია ცნობილ ქართველ პოლიტოლოგს _ ალექსანდრე ჭაჭიას. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ გავეცნობით ტრამპის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებსა და ინაუგურაციისას გამოთქმულ თეზისებს.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანთა მცირე ჯგუფი სარგებლობდა ხელისუფლების სიკეთეებით ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში და ამის საფასურს მოსახლეობა იხდიდა. ვაშინგტონი აყვავდა, მაგრამ ადამიანებმა ეს ვერ იგრძნეს თავიანთ ქონებაზე. პოლიტიკოსებიც გაიფურჩქნენ, მაგრამ ქარხნები დაიხურა და სამუშაო ადგილები გაქრა. ისტებლიშმენტი იცავდა საკუთარ თავს, მაგრამ არა _ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მათი გამარჯვება არ იყო თქვენი გამარჯვება, მათი ტრიუმფი არ იყო თქვენი ტრიუმფი და, როცა ისინი ზეიმობდნენ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, სულაც არ ეზეიმებოდათ ოჯახებს ჩვენს ქვეყანაში…

დედები და შვილები სიღარიბეში ცხოვრობენ ჩვენს ქალაქებში; დაჟანგული ქარხნები საფლავის ქვებივითაა მიმოფანტული ჩვენი ქვეყნის მიწაზე; ფულით სავსე განათლების სისტემა, რომელიც შესანიშნავ სტუდენტებს ცოდნის გარეშე ტოვებს; კრიმინალმა, განგსტერებმა და ნარკოტიკმა ძალიან ბევრი სიცოცხლე წაგვართვა და ჩვენი ქვეყანა გაძარცვა არარეალიზებული პოტენციალისგან. ჩვენ გვექნება ორი მთავარი წესი _ იყიდე ამერიკული და დაიქირავე ამერიკელი”.

ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვის ამ ამონარიდიდან ჩანს, რომ აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს სურს, ძირფესვიანად შეცვალოს საშინაო პოლიტიკა და ამერიკა, უწინარესად, ამერიკელი ხალხის ინტერესების გამტარებელ ქვეყნად გადააქციოს.

აი როგორ აფასებდა ალექსანდრე ჭაჭია აშშ-ის როლს მსოფლიოში თითქმის 16 წლის წინათ, 2001 წლის სექტემბერში “დილის გაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში:

ეს ის ქვეყანაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იქცა ერთადერთ ზესახელმწიფოდ. მის ისტებლიშმენტში გაიმარჯვა კონცეფციამ, რომლის თანახმადაც, აშშ უნდა იყოს მსოფლიოს ხელმძღვანელი, მსოფლიოს მმართველი… აშშ ქმნის ვითარებას, რომლის მსხვერპლიც თვითონ ხდება. მოვა დრო, როცა ამერიკას იმპერიალისტური პოლიტიკა უკან შეუბრუნდება და ტრაგიკულ შედეგამდე მივა…

ამერიკამ უნდა შეცვალოს საგარეო პოლიტიკა და შეეგუოს იმ ამბავს, რომ მსოფლიოში არსებობენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, თავისუფალი ერები, რომლებსაც აქვთ ეროვნული თვითმყოფადობა, განვითარების საკუთარი გზა და ტრაექტორია”.

ქვემოთ მოყვანილი ტექსტები კი ამონარიდებია გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” 2013 წელს მიცემული ინტერვიუდან:

“თუ იმასაც დავუმატებთ, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც ფულს ბეჭდავს და ამერიკას და მთელ მსოფლიოს დოლარებით ამარაგებს, კერძო საწარმოს წარმოადგენს, რომელიც 100 წლის წინათ იმავე როკფელერებმა და როტშილდებმა მორგანებთან, ლემანებთან, დიუპონებთან ერთად ჩამოაყალიბეს, მაშინ ნათელი გახდება, რომ შეერთებული შტატები, უბრალოდ, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების კერძო კორპორაციაა, ხოლო აშშ-ის მთელი პოლიტიკური კლასი ამ კერძო კორპორაციის თანამშრომლები არიან. და აქ არანაირი სახალხო დემოკრატიის სიოც კი არ ქრის (“საქართველო და მსოფლიო” #31(218), 2013წ).

მსოფლიოში ლიდერობის შესანარჩუნებლად, გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, ევროპელი მარიონეტების მორჩილებაში საყოლად, რუსეთისა და ჩინეთის დასასუსტებლად ამერიკას სჭირდება ომები, ქაოსი მსოფლიოში, მას სჭირდება “ყველას ყველასთან” დაპირისპირება. შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას, რომლებსაც აქვთ განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენების პრეტენზია” (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” 34 (221), 2013წ).

*აშშ-ის ახალ პრეზიდენტს განზრახული აქვს ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან, რომელსაც მისი წინამორბედი სანქციას სანქციაზე უწესებდა. ტრამპი, აგრეთვე, შეცვლის დამოკიდებულებას ევროკავშირსა და ნატოს მიმართ, რომლებსაც ბევრი ექსპერტი დაშლას უწინასწარმეტყველებს მემარჯვენე ნაციონალისტური განწყობების მატების გამო.

დეკადების განმავლობაში ჩვენ ვამდიდრებდით უცხოურ ინდუსტრიებს ამერიკული ინდუსტრიების ხარჯზე; ვაფინანსებდით სხვა ქვეყნის არმიებს მაშინ, როცა ჩვენს არმიას ვაძლევდით გამოფიტვის საშუალებას; ჩვენ ვიცავდით სხვა ქვეყნის საზღვრებს, როცა არ ვიცავდით საკუთარს; ოკეანის გადაღმა ვხარჯავდით ტრილიონობით დოლარს მაშინ, როცა ჩვენი ინფრასტრუქტურა მოშლილი და დასუსტებულია. ჩვენ ვამდიდრებდით სხვა ქვეყნებს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, სიძლიერე და თავდაჯერებულობა ჰორიზონტიდან გაქრა”, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აი ალექსანდრე ჭაჭიას თვალსაზრისი ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებისკენ საქართველოს სწრაფვაზე:

შევარდნაძემ და სააკაშვილმა ჩვენს საზოგადოებას თავს მოახვიეს ცრუ მიზნები _ ნატო და ევროკავშირი. ხალხმა არაფერი იცოდა არც ერთის და არც მეორის შესახებ, მაგრამ პროპაგანდის ზეგავლენით ეს ცრუ მიზნები ყველა უბედურების პანაცეად, სამოთხისკენ მიმავალ გზად აღიქვა. ნებისმიერ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს ხელისუფლება სწორედ ამ ცრუ მიზნების _ ნატოსა და ევროკავშირისკენ ხელის გაშვერით ამართლებდა _ აქაოდა, ნატოსა და ევროკავშირში შესასვლელად არისო საჭირო… ორივე რეჟიმი, შევარდნაძისა და სააკაშვილის, იყო მარიონეტული. მათ სჭირდებოდათ, როგორმე აეხსნათ ხალხისთვის, რატომ იქცეოდნენ არა საკუთარი სახელმწიფოს, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად. ახსნა კი იყო შემდეგი: “ასეა საჭირო ნატოში შესასვლელად”. ჩვენი მმართველების ზურგს უკან ნატოს რომ არ ეციმციმა, განა ქართველი ხალხი დაანებებდა მათ ომის დაწყებას აფხაზეთსა და ცხინვალში, რუსეთთან თვითმკვლელობის ტოლფას კონფრონტაციაზე წასვლას ან ავღანეთში უცხო ინტერესებისთვის სასაკლაოზე საკუთარი შვილების გაგზავნას? განა დაანებებდა ვინმე ხელისუფლებას ახალგაზრდობის გარყვნას, ეკლესიის დამცირებას, უცხოელებზე მიწის გაყიდვას? განა ქართველი ხალხი შეეგუებოდა იმას, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფალი, აგერ უკვე 20 წელია, არის აშშ-ის ელჩი? ამ ყველაფერს სჭირდებოდა გამართლება და ისიც მოიძებნა ნატოსა და ევროკავშირის სახით. ქვეყნის მმართველებმა კარგად იცოდნენ, რომ ატყუებენ ხალხს, მაგრამ, როგორც მარიონეტებს, საზოგადოებისთვის სხვა არაფრის შეთავაზება არ შეეძლოთ, მათთვის ნებადართული იყო მხოლოდ იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც კარნახობდნენ და რომლისთვისაც ისინი ხელისუფლებაში დასვეს (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” #20 (207), 2013 წ).

*ევროპა, რომელიც უამრავი პრობლემის წინაშე (მიგრაციული კრიზისი, ფინანსური თუ ეკონომიკური პრობლემები) დგას, შიშით შეჰყურებს მოვლენების განვითარებას აშშ-ის ხელისუფლების სათავეში ტრამპის მოსვლის შემდეგ, რადგან ამერიკაში დაწყებული ცვლილებების სიო აუცილებლად დაუბერავს ბებერ კონტინენტზეც, გამოიწვევს ნაციონალისტური განწყობილების კიდევ უფრო ზრდას და ნეოლიბერალი პოლიტიკოსების კარიერის დასასრულს.

ევროკავშირში საქართველოს შესვლის ოცნების უტოპიურობაზე, რაც ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმაც დაადასტურა (არა მხოლოდ მან), ალექანდრე ჭაჭია 4 წლის წინათ ლაპარაკობდა “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში:

ჯერ ერთი, ევროკავშირმა დაასრულა გაფართოების პროცესი და ახალ წევრებს აღარ მიიღებს; მეორე _ წამყვანი ევროპული ქვეყნები არ მიიჩნევენ საქართველოს ევროპის ნაწილად; მესამე _ ევროკავშირი რომც ფართოვდებოდეს, მასში სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს გაწევრიანება მხოლოდ თურქეთის გაწევრიანების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თურქეთი, მოგეხსენებათ, უკვე წლებია, დაჟინებით ითხოვს ევროკავშირში მიღებას და, რამდენიც უნდა მოითხოვოს, მას იქ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ; და მეოთხე _ ევროკავშირი თავად არის დაშლის ზღვარზე და უახლოესი 5-7 წლის განმავლობაში ჩვენ მისი დაშლის უშუალო მოწმეები გავხდებით”.

აი მისი კიდევ ერთი შეფასება:

მულტიკულტურიზმის პოლიტიკამ და მცდელობებმა, მომხდარიყო მილიონობით მიგრანტის ინტეგრაცია, კრახი განიცადა. კომფორტით განებივრებული ევროპელები, რომლებიც ორიენტირებულები არიან მოხმარებაზე, რომლებმაც დაივიწყეს ქრისტიანული პოსტულატები და მიეჩვივნენ “უმცირესობათა უფლებების” დაცვას, დაუცველები აღმოჩნდნენ ეროვნულად და რელიგიურად ერთსულოვანი მიგრანტების სათემოების უხეში ზეწოლის წინაშე, რომლებიც დაჟინებით და აგრესიულად ახვევენ თავს ევროპას საკუთარ ნორმებსა და ქცევის წესებს. ორ მილიონ მუსლიმანს შეშინებული ჰყავს მრავალმილიონიანი ინგლისი. საქმე აბსურდამდე მივიდა: ინგლისელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეკომენდებულია, არ იარონ ლონდონის ქუჩებში სამხედრო ფორმით, რათა არ მოახდინონ ძალადობის პროვოცირება მუსლიმანი ექსტრემისტების მხრიდან! წყნარ შვედეთში ყოველ ღამე იწვის ავტომანქანები, ორი წლის წინათ იგივე ხდებოდა პარიზში. ევროპელ ერებს, თუ მათ გადარჩენა სურთ, არ აქვთ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაუბრუნდნენ ეროვნულ სახელმწიფოებს და რადიკალურად შეცვალონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები. ეს პროცესი ძალიან მძიმე და, ალბათ, სისხლიანი იქნება, ფაშისტური უკიდურესობებითურთ, როგორც ეს ევროპას ისტორიულად სჩვევია, მაგრამ ის გარდაუვალია. ევროპის ერებს ჯერ კიდევ აქვთ პოტენციალი, რომელიც საკმარისია აღზევებისთვის. საქართველოს კი ასეთი პოტენციალი არ აქვს. თუ ჩვენ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ “ღირებულებებს”, დავიღუპებით” (“საქართველო და მსოფლიო” #10 (206), 2013 წელი).

*უპრეცედენტოდ დაძაბულ საარჩევნო რბოლაში დონალდ ტრამპის გამარჯვება განაპირობა ე. წ. საშუალო კლასის მხარდაჭერამ თეთრკანიანი ამერიკელებისა, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალური ქრისტიანების უფლებების შელახვა, დაცინვა და ე. წ. ელგბტ-პირების უფლებების გაფართოება, თანამშრომელი შავკანიანისა და ჰომოსექსუალის სამსახურიდან გაგდების შემთხვევაში რასიზმსა და ჰომოფობიაში დადანაშაულება და ა.შ. ჰილარი კლინტონის წარუმატებლობის მიზეზი კი აგრესიული ლიბერალიზმის ქადაგება იყო, რომლის სიმბოლოც თვითონ არის. ტრამპის არჩევამ დაადასტურა, რომ ჰომოსექსუალიზმი მიუღებელია ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების მქონე ამერიკელი ამომრჩევლისთვის.

ნიშანდობლივია, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე თეთრი სახლის ვებგვერდიდან გაქრა ყველა მასალა ლგბტ-თა უფლებების შესახებ. ყველასთვის ცნობილია, რომ პრესვიტერიანელი დონალდ ტრამპი, ბარაკ ობამასგან განსხვავებით, რომლის ადმინისტრაცია მსოფლიოს ემუქრებოდა ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებით, ჰომოსექსუალიზმის სასტიკი წინააღმდეგია.

აი როგორ შეაფასა ალექსანდრე ჭაჭიამ ჰომოსექსუალიზმის საშინელი საფრთხე, რომელიც კაცობრიობას განადგურებით ემუქრება:

ერები, რომლებიც ამ “დასავლური ღირებულებების” კულტივირებას მიჰყოფენ ხელს, დეგრადირდებიან და დაიღუპებიან. ამერიკასა და ევროპაში უკვე აღარ არის საყოველთაოდ აღიარებული ინსტიტუტები, რომელთაც ძალუძთ, წინააღმდეგობა გაუწიონ ამ დეგრადაციას. პროტესტანტიზმის თითქმის ყველა შტო მხარს უჭერს ამ “თავისუფლებებს” და ისინი სინამდვილეში გადაიქცნენ ფსევდორელიგიურ სექტებად. ისინი ჯვარს სწერენ ჰომოსექსუალებს, ანუ მათ ქორწინებას ღვთის სახელით აკურთხებენ! მათვე დაიწყეს ბიბლიის რედაქტირება _ იმ ადგილების ამოღება, რომლებიც ჰომოსექსუალების იდეოლოგიისთვის მიუღებელია. აშშ-ში უკვე შეიქმნა ასეთი ბიბლია. კათოლიკურმა ეკლესიამაც ვერ შეძლო სახელმწიფო პროპაგანდისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობისთვის წინააღმდეგობა გაეწია და იმის შიშით, რომ არ დაეკარგა მრევლი, ასევე მიდის გარკვეულ დათმობებზე. ევროპელი ერები, ფაქტობრივად, მთავარი ზნეობრივი ორიენტირის _ ქრისტიანული მორალის გარეშე დარჩნენ. სურთ რა, არ დაკარგონ ადამიანური სახე, არ გადაიქცნენ პირუტყვებად, ბევრი იღებს დღეს ისლამს. მასობრივად გადადიან ისლამზე ეთნიკური ინგლისელები, ფრანგები, ჰოლანდიელები, გერმანელები. მათ ამ რელიგიაში იზიდავს სექსუალური გარყვნილებების კატეგორიული უარყოფა, ოჯახის კულტი, ტრადიციების პატივისცემა, ბავშვების მაღალზნეობრივი აღზრდა. ნორმალური ხალხი ხვდება, რომ მხოლოდ ასეთ ღირებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი ადამიანის, ოჯახის, ერის შენარჩუნება” (“საქართველო და მსოფლიო” # 21 (208), 2013 წ.).

*ტრამპის გამარჯვებამ დაამწუხრა საქართველოში მოქმედი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რადგან აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი არ აპირებს “ფერადი” რევოლუციების დაფინანსებას, შესაბამისად, ამ “ფერადი” რევოლუციების ძირითად საყრდენს, ანტისახელმწიფოებრივად მოქმედ გრანტიჭამია არასამთავრობოებს, დიდი ალბათობით, დაფინანსება შეუწყდება:

პატარა, ღარიბ ქვეყანაში ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთა წარმომადგენლებიც არ ჩამოდიან ტელეეკრანებიდან და გამუდმებით გვასწავლიან სწორად ცხოვრებას. ისინი მოვლილი და მაძღრები ჩანან, ქირაობენ ოფისებს, მოძრაობენ მანქანებით. რა ფულით არსებობენ და შესაბამისად, როგორ “ფასეულობებს” უწევენ პროპაგანდას და როგორი “სწორი” ცხოვრების დანერგვა უნდათ მათ საქართველოში?… რაც შეეხება ევროპული სტრუქტურების ზეწოლას, ჩვენი საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს მათ წინაშე მონური თაყვანისცემისგან. სასაცილო და ამაზრზენი სანახავია, როგორ ჩამოდის თბილისში თაღლითების ჯგუფი ევროპარლამენტიდან და გვასწავლის მათი კანონებით ცხოვრებას. მცოდნე ხალხმა იცის, რომ ევროპარლამენტის ნახევარი მაინც დაკომპლექტებულია ავანტიურისტებით, მექრთამეებით, ჰომოსექსუალებით, ლესბოსელებით, რომლებმაც საკუთარ ეროვნულ სახელმწიფოებში პოზიტიური საქმიანობით თავი ვერ წარმოაჩინეს”, _ ამბობდა ალექსანდრე ჭაჭია 4 წლის წინათ (“საქართველო და მსოფლიო” # 21 (208), 2013 წ.).

*ცვლილებები, რომლებიც დაიწყება სრულიად მსოფლიოში, გამოწვეულია გლობალიზაციის კრახით, აგრეთვე, რუსეთის და რიგი სხვა სუვერენული ქვეყნების გავლენის გაძლიერებით. სწორედ ამიტომ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი, რაც გააკეთა საგარეო ურთიერთობების სფეროში, იყო ის, რომ 80 ქვეყანაში ბარაკ ობამას მიერ დანიშნული აშშ-ის ელჩები დაითხოვა და, როგორც ჩანს, წასვლა მოუწევს აშშ-ის ელჩს საქართველოში _ იან კელისაც, რომელსაც თვალებში შესციცინებდა საქართველოს წინა ხელისუფლება და მის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამასთანავე, ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

აი რას ამბობდა მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ძვრებისა და გლობალიზაციის პროექტის კრახის შედეგად შექმნილ ახალ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და როლზე, მის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ალექსანდრე ჭაჭია 2000 წელს გაზეთ “შანსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში:

გლობალიზაციის ახლანდელი პროექტის ჭეშმარიტ მიზანს წარმოადგენს მსოფლიოს ყველა რეგიონის ინტელექტუალურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე მკაცრი კონტროლის დაწესება, იმისათვის, რომ მსოფლიო რესურსების გადანაწილების ჩამოყალიბებული პროპორციები არ შეიცვალოს. მიზეზი მარტივია და გასაგები: იმისათვის, რომ განვითარებული ქვეყნების ჯგუფმა, ე.წ. ოქროს მილიარდმა ისევ მდიდრულად იცხოვროს, დანარჩენი მსოფლიო სიღატაკეში უნდა იმყოფებოდეს… მიმაჩნია, რომ გლობალიზაციის ამჟამინდელი პროექტი არა მხოლოდ გლობალური კონფრონტაციის გამომწვევია, არამედ შეუსრულებადიცაა. ის აუცილებლად კრახით დამთავრდება, ისევე, როგორც დამთავრდა კრახით გლობალიზაციის წინა პროექტები _ ადრინდელი ბოლშევიკური, მისი “მსოფლიო მთავრობით”, და ფაშისტური, მისი გერმანული ჰეგემონიით მსოფლიოში…

საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ორი აქსიომა უნდა გავითვალისწინოთ: პირველი _ მტკიცებები “თანასწორუფლებიან ურთიერთობებზე” საქართველოსა და ამერიკას, საქართველოსა და რუსეთს, საქართველოსა და თურქეთს შორის სისულელეა, რომლითაც ხალხის მოტყუებას ცდილობენ. შეუძლებელია, თანასწორუფლებიანი იყოს ურთიერთობები დიდს, ძლიერსა და პატარა, სუსტს შორის. ისევე, როგორც წინა საუკუნეების განმავლობაში, ძალა დღესაც რჩება მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად და მთავარ არგუმენტად. ძლიერი ყოველთვის მართალია, ხოლო უფრო ძლიერი _ უფრო მართალი. საქართველო ვერ გაუძლებს კონფრონტაციას ვერც რუსეთთან, ვერც თურქეთთან, მაგრამ საქართველოს შეუძლია თავისი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, თუ საგარეო პოლიტიკაში გაითვალისწინებს, რომ რუსეთი და თურქეთი, მის უკან მდგომ ნატოსთან ერთად, ცდილობენ, არ დაუშვან ერთმანეთის გაძლიერება კავკასიის რეგიონზე ერთპიროვნული კონტროლის ხარჯზე, მათ შორის საქართველოს ხარჯზეც. ორივე მხარის ეს ინტერესი უნდა გახდეს ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. მეორე აქსიომა: არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ გეოპოლიტიკურ პროექტებში, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მაშინაც კი, როდესაც დიდ სახელმწიფოთა შორის შეთანხმებაც არის მიღწეული (აფხაზეთის საკითხში დასავლეთსა და რუსეთს შორის კონსენსუსმა მშობლიური მიწა დაგვაკარგინა; მათ შორის არსებული შეთანხმება თურქ-მესხების საქართველოში შემოსახლებასთან დაკავშირებით, მოგვიტანს ახალ ომს და ისევ ტერიტორიის დაკარგვას; ორივე ამ პროექტში საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა)… ქვეყნის ახლანდელ პოლიტიკურ ელიტას (ზოგს _ ნებსით, ზოგს _ უნებლიეთ) საქართველო მიჰყავს საყოველთაო კატასტროფისკენ, რომლის შედეგად ქართველი ერი, როგორც კომპაქტურად მცხოვრები კულტურულ-ისტორიული ერთობა, შეწყვეტს თავის არსებობას (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვისა და მასობრივი ემიგრაციის შედეგად ნაწილობრივ ეს უკვე მოხდა)”, _ აი ამას ამბობდა ალექსანდრე ჭაჭია ჯერ კიდევ 16 წლის წინათ, ამას იმეორებდა ის შემდეგი წლების განმავლობაში მიცემულ უამრავ ინტერვიუშიც, მაგრამ საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას ამერიკელების შიშით ყური არ შეუბერტყავს _ ყველა ხელისუფლება მხოლოდ აშშ-ის ინტერესების გატარებაზე ფიქრობდა და დღესაც ასეა _ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არც კი იმჩნევს, რომ დგება პოლიტიკური ცვლილებების პერიოდი და, თუ დროზე არ გადავდგით სწორი ნაბიჯები და არ გავაუმჯობესეთ რუსეთთან ურთიერთობა, ვერასოდეს მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.

ახლა, მთავარია, არ დავკარგოთ შანსი, არ წავუყრუოთ ჩვენს გარშემო მიმდინარე გლობალურ მოვლენებს, რომელთა მნიშვნელობაზეც ალექსანდრე ჭაჭია ღიად მიანიშნებდა ხელისუფალთ:

დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ძალიან სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური, ცივილიზაციური, რელიგიურ-ეთნიკური პროცესები, რომლებიც, ალბათ, მსოფლიოს ახალი გადანაწილებით, გლობალური ძალების ახალი კონფიგურაციით დასრულდება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აიძულებს უარი თქვას ეროვნული სახელმწიფოების განადგურებასა და საკვანძო ადგილებში კონფლიქტების გაჩაღებაზე. ასეთ შემთხვევაში მისთვის საქართველო საჭირო აღარ იქნება და არ არის გამორიცხული, რაღაც პერიოდში საკუთარი თავი “ჩვენადვე გვეყუდნოდეს”. (“ასავალ-დასავალი”. ივნისი. 2016 წ.)

როგორც ვხედავთ, მსოფლიოში დიდი ცვლილებების ეპოქა დაიწყო. ისინი, ვისაც ამის აღიარება არ სურს, ებრძვის ცვლილებებს და, მოგვარების ნაცვლად, კვლავაც ცდილობს პრობლემების მიჩქმალვას, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებიან…

დროა, საქართველოს ხელისუფლებამ თავი დაანებოს ფუჭ ლაპარაკს ნატო-ევროკავშირში შესვლაზე და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, რომლის პირველმა პირებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა პუტინმაც, არაერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოსთან დიალოგის გამართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებაში არავინ ჩანს ისეთი კვალიფიკაციისა და სულისკვეთების, ვინც ჯეროვნად, უმაღლეს დონეზე წარმართავს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან, საქართველოს ჰყავს ადამიანები, რომლებსაც კავშირებიც აქვთ და უნარიც შესწევთ, ეს მოლაპარაკებები წარმატებით აწარმოონ.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. დღევანდელობის ჯანსაღი და ლაკონური შეფასება! იქნებ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო?!

  2. ვიკრობ რომ მონარკიის ინსტიტუტი უნდა განვავიტაროთ რათა საკართველოს გამოუგჰნდეს პატრონი.რუსეთთანაც დაალაგებს ურტიერტობას და უპატრონებს აკაურობას.უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო მასეთ დგესსსჰი ვართ.

  3. ეხ, აზრი მითხარით თქვენ – რა აზრი აქვს რომ ყრუს სახარება წაუკითხო გინდა ხმამაღლა და გინდა უსილიტელიანი დინამიკით – არსებული პოლიტიკური კლასიც მშვენივრად ხვდება ამ ყველაფერს მაგრამ არის მარიონეტი და სანამამერიკიდან ან სოროსის შტაბიდან არ ეტყვიან მითითებას მანამდე ამათგან ადეკვატურობას არ ექნება ადგილი

  4. droa axla dadga dro rom saqarTveloshi sheiqmnas jansagi erovnuli politikjuri Zala – aris aseTi partia unda sheiqmnas romelsac xalxi gayveba aucileblad torem cxra dazvevis jashushebisgan shedgari es parlamenti da mevaxsheebis tavroba arafers ar gvaxeirebs sanam turqqetis vilaetad ar gadaviqcevit

  5. თეორეტიკა მნიშვნელოვანია. თეორიულად შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ტრამპს მართლა უნდა და შეძლებს უკეთესობისკენ შეცვალოს მსოფლიო რომელიც დე ფაქტო უკვე გახდა მრავალპოლარული. ბატ. ჭაჭია როგორც თეორეტიკოსი ნამდვილად ძლიერია, მაგრამ ახლა უმთავრესი არის პრაქტიკა. როგოც მახსოვს მას და ბატ ჟუმბერ პატიაშვილს ქონდათ პარტია როდესაც შევარნაძის რეჟიმს ებრძოდნენ, მერე პოლიტიკური ასპარზს მოშორდნენ და ეს პროგნოზები ძალიან კარგი მაგრამ ხომ არ ჯობია პრაქტიკულად უშუალო პოლიტიკურპროცესებში ჩაერთონ, ასე ხომ უფრო მეტი შანსი იქნება მივაღწიჴთ რომ – საკუთარი თავი “ჩვენადვე გვეყუდნოდეს”

  6. საქართველო ოდითგან , მაშინ ძლიერდებოდა, როცა სხვა ძლიერ ქვეყნებს საქართველოსთვის აღარ ეცალათ, თავიანთი პრობლემებიდან გამომდინარე. ახლა სწორედ ის დროა , ჩვენმა მთავრობამ გამოიჩინოს დიდი პოლიტიკური უნარი და ეროვნული ვაჟკაცობა, რომ, სწორ გზას დაადგეს და ისტორიაში სამაგალითო ეპოქა შექმნას. ძალიან ბევრი საერთაშორისო რყევებია და ეს საჩვენოდ უნდა იქნას გამოყენებული….. ღმერთი იყოს საქართველოს შემწე!!!!!

  7. ამერიკა რომ ამერიკაა, ისიც კი არ არის დაზღვეული დიდი რყევებისაგან.

    ამიტომ ჭკუით ვიყოთ ქართველებო, გავუფრთხილდეთ ჩვენს პატარა და დიად ქვეყანას და როგორც დღემდე ღირსეულად გამოიარა, ასევე ღირსეულად გავატაროთ მსოფლიო ქარტეხილებში.

  8. ა ბიჯო კაცი და ლიდერი – ბიძო, გევასება შენ თბილისის მერად მეგრელები დააყენე ჭაჭიას კანდიდატურა – ტრადიციასაც გააგრძელებ მეგრელი მერების და უგულავას და ნარმანიას რო ეს კაცი აჯობებს ფაიძაღს გეუბნები 😉

  9. ნატოს, ევროკავშირს, ლიბერალიზაციას და სხვის წყლის ნაყვა ჯადოებს უნდა შევეშვათ და დავიბრუნოთ რუსული ბაზარი – გაიმართება ქართველი მინდმეწარმე, მუშა და გლეხი წელში, გაჩნდება საშუალობა ფენა და მერე იქნებ აფხაზეთის და ოსეთის საკითხსაც ეშველოს რამე

  10. ეს იგი ეს ჩვენი ლიბერასტები სანამ ტრამპი დედის რძეს არ მოუკითხავს მაინც არ იშლიან თავისა – კიდე ეტენებოან – ამბობს კაცი პედერასტების და სხვა იზვრაშენცების დანახვა არ მინდა და ესენი მაინც იბრიქებიან – სასწრაფოდ კანონი რომელიც ამ გარყვნილებს აკრძალავს

  11. მივესალმები ბატონ გიორგის მართლაც ჩემს გულში იჯდა მან სთკვა თავის სათკმელი დანარჩენი ხელისუფლებამ გადაცყვიტოს ტრამპი არ მოგვეფერება და ფულებს აღარ გამო უგზავნის ვისაც ხელი მიუცვდებოდა , დროა ჩვენს თავს მივხედოთ

  12. batoni aleqsandre rogorc yovelTvis formashia, aq rogorc ityvian komentari zedmetia, magram erti komentari, yfro ki SekiTxva mainc arsebobs – rodis iqneba SAQME LAPARAKIS NACVLAD?

  13. რა თქმა უნდა ყველაფერი რაც არ კეთდება ბევრი რამისთვის და ბევრი რამის გამო არ კეთდება. მათ შორის იმისთვისაც, რომ დაისადგუროს უიმედობამ და იმან რომ ეს ძალად ხელისუფლება ეს ყურმოჭრილი მონები სხვაირად ვერაფრიტ გაამართლებენ Tავის პარაზიტობას, . მაგრამ ხალხი უნდა მიხვდეს რომ მე-20 საუკუნეში ჩარჩენილმად არ დარჩეს და ამ ახლ რეალობას Sესაბამისი ნაბიჯები გადადგას

  14. ჭაჭია საქართველოს ჭირდება. იგი ქოცფანდურა მთავრობსაც ჭირდება, რომელიც მხოლოდ თავიანთი მოქალაქეების მოტყუება აფერისტობაზეა გადასული, მაგრამ ეშინიათ და ალბათ არც ეძახიან და არც მივა რო დაუძახონ

  15. დროა დრო გამოფხიზლების გვეყო ბურანში ყოფნა ეს საშინელი კოშამრი რომელის ქვეყანაში შხუილია სააკაშვილისგან ფლიდმა ჭორვილელმა გადაიბარა და მისმა გაიძვერმა, ვირეშმაკა გარემოცვამ დაამკვიდრა უნდა დამთავრდეს. უკვე ყველაფერი დღესავით ნათელია – ერთი მუჭა ნამუსგაყიდული მევახშეების ხახაში გვაგდებენ და თვითონ კი აქვსთ მილიანები ნაშოვი და ქვეყანა ან ხალხი რას ადარდებთ

  16. ნახევარი საქართველო საზღვარგარეთაა, მეც რუსეთშიც ვიყავი, ინგლისშიც და კანადაშიც ვცხოვრობდი. ნუ ახლა პროფესორი არ ვარ და დიდ კაბინეტებში არც რუსეთში მქონდა საქმე, და არც ინგლისში და არც კანადაში – ჩვეულებრვად, საშუალო ხალხთან, იქაც და იქც და იქაც, და ცოტა-ცოტა ჩინოვნიკებთან\’ ხან რაზე ხან რაზე. ინგლისელები და კანადაშიც ადამიანივით არ გიყურებენ, არაფრად არ მიაჩნიხართ, ფულიც აქვთ საშუალებაც, ყველაფერი აქვთ რომ არ იყონ ხარბები და სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიები, მაგრამ აი გიყურებს და ხომ არის დემოკრატი და ყველაზე ყველაზე ძალიან ცივილიზებური – გიყურებს და სახეზე აწერია რომ აი ძაღლი ხომ ყავს ან კატა – ის უფრო მეტად მიაჩნია ვიდრე შენ. აქცენტი რო გაქვს – ველური ხარ და არარაობა გონიხარ. და რუსეთში კიდო მე არსდროს არ მიგრძვნია თავი დაჩაგრულად. ის არასდროს არ დაგცინებენ აქცენტის გამო და ასევე არასწორი გამოთქმის გამო

  17. ჭაჭია ჭკვიანი პოლიტიკოსია, იგი სიმართლეს ლაპარაკობდა და ეხლა მითუმეტეს.

  18. კარგი იქნება თუ ამ ველური კაპიტალიზმს თავს დავაღწევთ და ვიფიქრებთ სოციალურ რელსებზე გადასვლაზე.. რადგან სსრკ-ს პერიოდში ამდენს ვერ ბედავდნენ, რამდენსაც ბედავენ სსრკ-ს დაცემის შემდეგ..

  19. ახლა როდესაც არც იანკებს სცალიათ ჩვენთვის და არც რუსებს გვჭირდება ლიდერი რომელიც გამოიყვანს სამზარეულოებიდან ფართო მასებს, გახდის მათ პროტესტს ორგანიზებულს და ხელი არ აუკანკალდება რომ სოროსის ნასყიდი აგენტებს სასტიკად და დაუნდობლად გაუსწორდეს – ქონების კონფისკაცია და ქვეყნიდან გაძევება ნაშიერ სიდედრ პუდელიანად! სანამ ასეთი ლიდერი არ გამოჩნდება ყველაფერი არის წყლის ნაყვა

  20. შევარდნაძის დედა ვატირე სუ მაგის ბრალია რაც გვჭირს მაგან შემოთესლა ამერიკელებიც და სოროსიც და მერე დადგა ვარდების რევოლუციის სპექტაკლი და ტეფტის დირიჟორობით ეს დორბლიანი გიჟი და მისი ლატენტური პიდორასების გუნდა დაგვასვა თავზე

  21. ეს პრასტიტუკა ქოცები ფულზე მოჟრიალე ქუმსიაშვილს და ქრომოსომანაკლულ კვირიკაშვილს რო ეძახიან წესიერი ხალხი რატომ არ მოყავთ?

  22. ბატონი ალექსანდერს არაერთი პროცესი განუსაზღვრია და გაუანალიზებაი წინასწარ და შესაბამისი მოქმედების გეგმაც ქონია როგორ წარმართულიყო ეს პროცესები ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის, მაგრამ შევარნაძის და სააკაშვილის დაქირავებულ რეჟიმებს ეს ფეხებზე ეკიდათ ბიძინას ჯიბის თავრობასაც რო ვუყირებ ქვეყნის ინტერესები ნაკლებად ადარდება და გამოოსავალი ისაა რო ბატონმა ალექსანდრემ ქსოვა ისტავლოს და იქნება ბიძინამ მაშიმაინც გაახილოს თვალი

  23. იმედი მაქვს რომ ჯოჯოხეთი არსებობს და ძაან მწარედ ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან ეს სოროსს მიყიდული მთავრობები

  24. ედო – შევარდნაძე რა შუაშია, შენ გამიშისტებული ზვიადისტი ხარ უეჭველი. შევარდნაძეს კი არა მიშას დედა და ოჯახი და მომყვან მყვარებელის დედას უნდა ტირობდე ორი უჯრედი ტვინი მაინც რო გეგდოს თავში

  25. ეს ღორი ნაცები და მათი გადამრჩენი არანაკლებ ღორი კოჰაბიტანტი ქოცები კიდევ ხმას როგორ იღებენ სულ დაკარგეს სინდის ნამუსი

  26. როგორ გვაჭამა და გაგვაბრიყვა ბიძინამ და რა უთავმოყვარეო ერი გავხდით – ედუარდი იყო და უვაზელინიდ ვუძვრებოდით, მიშა იყო და გატრუნული ვითმენდით ახლა ბიძოა და ოსანას ვუმღერით თავის დებილ ნარმანია მარგველაშვილ ზებრა პინგვინიანად ვითმენთ ამ იპოქონდრიკის პოქონდრიებს

  27. ევცროპაში რომ გინდათ როგორმე შეძვრეთ, და ისეთვე სამარცხვინობთ ზეიმობთ დიად ისტორიულ ვიზალიბერალიზაციის დეღეს როგორც მიშამ გაზეიმათ აგვისტოს ომის მოგება თქვე უბედურებო იმას მაინც თუ ფიქრობთ რომ როგორც ნაცხროვა გადაშენდა ისე მოუვა ადრე თუ გვიან ქოცხროვასაც და ყველა თუ ევროპაში გაიქცა კუანა ფრიდრიხის და ქვეშაჟვია ჰელენისთვის პამპერსების გამოსაცვლელად და სუდნოს სატარებლად – საქართველო ვის დარჩება თქვე ხალხის მტრებო?

  28. იზვრაშენეცი სააკაშვილი ტ-კლავდა, კაპიტალისტი ივანიშვილი ჯირყვნის – ჰოდა ერთი კარგი 200 000 იანი მიტიგი გვინდა რომ ორივეს ერთად მოეტ-კლას პატრონი- იან კელი

  29. undat es tu ar undat amerika izulebiulia shecvlos tavisi mtacebluri midgomebi – shecvalos ra uars ki ar ityvis mtaceblobaze – yvelgan ver imtaceblebs da ufro zomierad mocevs es realobaa da trampi rogorc pragmati biznesmeni amas xvdeba ganxvavebi liberasti globalistebisagan da am vitarebashi didi shansia rom saqartvelo rogorc kolonia man turqets ufeshqashos obamas dros ankarastan miqarulebis sakompensaciod da erdoganis gulis mosagebad ai es aris chventvis safrtxe nomeri 1 da es ar unda daushvas chvenma xelisuflebam

  30. ეს ხე;ლისუფლება არის აშშ საელჩოს რეზიდენტურის დანამატი ამიტომ ტყუილად გაქვთ იმედი რომ ის რამეს მოიმოქმედებს დამმოუკიდებლად. ეს გამორიცხულია ასე რომ განწირულები ვართ ვიყოთ ხურდა ფული დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში

  31. ადგილობრივი არჩევნები მოდის და კარგი შანსია რომ ეროვნული ძალები თუნდაც ხელისუფლების საშუალო რგოლში მოხვდნენ მაგრამ აბა სად არიან? პირიქით მოხდა თუკი აქამდე იყო ერთი უნიათო ოცნება ერთი პირსისხლიანი ნაცმოძრაობა ახლა გვაქვს ისევ ერთი უნიათო ოცნება და კოაბიტაციის შედეგად მიღებული 4 ნაცმოძრაობა ასე რომ ახლაც ისევ ესენი გაიდგამენ ფესვებს

  32. მოსწონს ეს აქ ზოგიერთს თუ არა რუსეთის როლი და გავლენა საერთაშორისო პროცესებში ძლიერდება და ადრე თუ გვიან ამის აღიარება მოუწევს ჩვენს ხელისუფლებასაც რაოდენ მოსყიდულიც არ უნდა იყოს იგი, ადრე თუ გვიან დადგება ჩაყოლის ან ჩათრევის არჩევანის წინაშე და იმედია ჩაყოლას ამჯობინებს და არა ჩათევას

  33. თურაშაულის პატრონი ტყეში რო პანტას დაეძებს ისეა ჩვენი საქმე – ბიძინავ ალექსანდრესნაირი კადრი გყავდეს და მარგველაშვილით და კვირიკაშვილით და გუგული მაღრაძით რო იკომპლექტებ გუნდს – არ გრცხვენია?

  34. mimdinare procesebis logika asetia, rom trampis da rusets shoris garkveuli starrategiul sakitxebze ro moxdeba shetanxmeba da midgomebis gamokveta, rogorc ki trampi da putini urtiertqmedebis formebsa da gasayofze shetanxmdebian, mere dadgeba taqtikuti sakitxebis dro, anu am strategiashi ra da rogor iqneba siriashi, ukrainashi saqartveloshi- manamde amat chventvis ar scaliat. da scored am droshi sanam ar scaliat unda iyos xelisufleba ara xeebis gadargvit da sxva sisulelit aramed – axali sagareo politikuri strategiis ganxorcielebistvis aucilebeli manevrebit dakavebuli, magram arc xelisufleba gvyavs da arc patroni…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here