მთავარი ბლოგი ლიბერალ-გლობალიზმის კრახის დასაწყისი

ლიბერალ-გლობალიზმის კრახის დასაწყისი

776
გააზიარეთ

ბარაქ ჰუსეინ ობამა (როგორც ორი მისი წინმორბედი, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი) ძალინ სუსტი პრეზიდენტი  იყო .  სუსტი იყო არა იმიტომ, რომ პრეზიდენტობის დროს მისგან ითხოვდნენ  გამორჩეულ   ადამიანურ  თვსებებს, რომელიც  მან  ვერ  გამოავლინა  და ვერ გაამართლა მასზე დადებული ფსონი. არამედ ყველაფერი   დიამეტრლურდ საწინააღმდეგოთაა. 

ობამამ პრეზიდენტად გახდომამდე რამდენიმე ხნით ადრე, „ხელი  მოაწერა თანმშრობლობის კონტრატს“ ლიბერალისტ-გლობალისტებთან. ხოლო ეს სისტემა ყოველთვის წინააღმდეგი იყო სახელმწიფოში ძლიერი მმართველობის , ძლიერი  პრეზიდენტის  და საერთოდ სახელმწიფოსი როგორც ასეთის,გამოკლებით  იმ შემთხვევებისა როცა ქვეყნის ხემძღვნელობა მთლიანად მათზე, ლიბერალ- გლობალისტებზე იყო  დამორჩილებული.    

ობამა, მთლიანი ასი პროცენტით აწყობდათ გლობალისტებს და პრინციპში ის იდელურდ მოერგო იმ „მოლაპარაკე თავის“ როლს რომელიც ლიბერალმა „ხაზეინებმა“დაავალეს პრეზიდენტად გახდომის სანაცვლოდ. ტრამპი -ობამასგან დიამეტრალურად განსხვავებულია. ჯერ კიდევ, სანამ  საპრეზოდენტო კანდიდატი გახდებოდა, მთელი მსოფლიო იცნობდა როგორც წარმატებულ  ბიზნესმენს და ტელეწამყვანს,  რომელიც ამერიკული უმაღლესი ელიტის შემადგენლობაში შედიოდა. ზოგი მისი მომხრე მას  რუზველდს ადრებს, რადგან მან თავის საინაგურაციო სიტყვაში რუზველდივით „ახალი კურსის“ დაწყებაზე ისაუბრა. რომლიც ამერიკაში წარმოების დაბრუნებას,რეინდესტრულიციას, უამრავი სამუშაო ადგილის შექმნას, ეკონომიკიში პროტექციონალიზმს, სხვა ქვეყნების საქმეებში არჩაურევლობას  ითვალისწინებს.  ხოლო ისეთ პარაზიტულ,  საერთაშორისო საფინანსო „საპნის ბუშტებს“, რომელზეც ხელს  ისეთი საერთაშორისო აფერისტები ითბობენ როგორიც  ჯ. სოროსი და ძმანი მისნი არიან, ან საერთოდ გააუქმებას ან მაქსიმლურდ  ფრთების დაჭრას შეპირდა.

მაგრამ იქნება კი ტრამპის პრეზიდენტობა წარმტებული?  რა პოზიციას დაიჭერს  ოთხი წლის განმავლობაში ამერიკის კონგრესი და სენატი? ხოლო ლიბერლების კონტროლის ქვეშ მყოფი საინფორმციო საშუალებები გააგრელებენ თუ არა ამერიკის მოსახლეობის მოშხამვას ტყუილებით, ტრამპის, მისი ოჯახის და გუნდის  წევრების  ვითომ საეჭვო კავშირების შესახებ რუსეთის სპეცსამსახურებთან? რის შემდეგაც ტრამპი ჩაეფლობა გაუთავებელ გარჩევებში თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან და წინასაარჩევნო დაპირებებს მეორე პლანზე გადაიტანს. აქ კი ოთხი წელიც უცბად გაირბენს……. 

შესაძლებელია თუ არა ტრამპის ლიკვიდაცია როგორც ეს კენედის შემთხვევაში იყო?

ტრამპი არის სისტემური პოლიტიკოსი, ის არ არის თვითნომინირებული პერსონა ,მის უკან დგანან საკმაოდ გავლენიანი ძალები. იმაზე უფრო გავლენიანი ვიდრე  გლობალისტ-ლიბერალები.  ისინი  დღეს  საკმაოდ კონსოლიდირებული არიან(რაც საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაგვანახა)  და არც ერთ შემთხვევში არ დაუშვებენ მათ მიერ არჩეული პრეზიდენტის მკვლელობას. კენედის მმართველობის დროს არ იყო ასეთი დაპირისპირება ელიტებს შორის როგორიც დღეს არის, არ იყო როგორც დღეს არის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, კენედის არ ყავდა აშკარა ღია მტრები როგორიც დღეს ყავს ტრამპს(თან პრესაში გაპირებული).  ამიტომაც ლიკვიდაციის შესაძლო შემთხვევაში მთელი ამერიკა ( ტრამპის მომხრეები მაინც) თითს გაიშვერს კონკრეტული პიროვნებების მიმართულებით და მოითხოვენ შურისძიებას. ასე რომ ამგვრი სცენარი ლიბერალ- გლობალისტებისთვის  ძალიან სახიფათოა. ტრამპის ლიკვიდაცია მხოლოდ გააღრმავებს მათ წინააღმდეგ რისკებს და არაფერს გადაუწყვეტთ….

რატომ დაიძაბა სიტუაცია და დაირღვა ხელისუფლების რბილი გადაცემის ტრადიცია ?

არჩევნებში დამარცხებული ფინანსურ-პოლიტიკური  ჯგუფი რომლის   საჯარო სახეს წრმოდგენენ ჯ. სოროსი  და ჰ. კლინტონი, წამავალი ობამას ადმინისტრაციის ხელით ცდილობდა ყოველნაირი წინააღმდეგობა შეექმნა მომავალი ადმინისტრსთვის რათა თავისთვის   დაეტოვა მოედანი მომავალი ვაჭრობისთვის, ვაჭრობისთვის ადგილის გამო ფინანსური  მზის ქვეშ. ვაჭრობისთვის იმათთან ვინც ტრამპის უკან დგას.

 ხოლო ტრამპის უკან დგას:

-ნაციონალური ბიზნესი (მაგალითად , სამშენებლო კომპანიები , რომლებიც ტრამპისგან ელოდებიან  6 ტრილიონი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს!)

 -ამერიკის ტრანსნაციონალური კომპანიები. რომლებს ქუსლებე აბიჯებენ ამერიკის ლიბერალ-გლობალისტების  მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში წარმოებული ლიბერალური „თავისუფალ კონკურენციის“პოლიტიკის შედეგად მომძლავრებული ევროპული თუ აზიური კომპნიები. 

-ამერიკის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც ტრადიციულად ვერ იტანს  დემოკრატ-გლობალისტებს რომლებიც ანაწილებდნენ სამხედრო ბიუჯეტს პენტაგონის სასარგებლოდ.  უაზრო , არაფრისმომცემი  ომები, ავღანეთსა და ერაყში რომელიც  უამრავ  ფულს ახარჯინებდა ბიუჯეტს, ფულს  რომელიც წესით ჯარის გადაიარაღებაზე უნდა დახარჯულიყო. ხოლო ასობით მოპნეული სამხედრო ბაზები მთელ მსოფლიოში, რომელიც საუკეთესო გაუკონტრლებელი სალაფავი იყო პენტაგონელი გენერლების ჯიბის გასასქელებლად …

 -ამერიკის ფედერალური ბიუჯეტი – ლიბერალების მთავარი შემოსავლის წყარო. ადრე ლიბერალ-გლობალისტები დოლარის ემისიის შედეგად მიღებულ შემოსავლებით  და ე.წ. კოლონიალურ მოსაკრებელით საზრდოობდნენ  . ამიტომ ამ სეგმენტში ბრძოლა განსაკუთრებით უშღავათო იქნება.

ყველაფერი აქედან გამომდინარე, მომავალი  100 დღის განმავლობაში გამოჩნდება კონტური იმისა, შეძლებს თუ არა ტრამპი და მისი მხარდამჭერი ძალები  მსოფლიოს დამანგრეველი ლიბერალ-გლობალისტური ძალების წელში გატეხვას. ტრამპს ხელში ყველა კოზირი აქვს, ამიტომ ჩემი აზრით ეს დღეც მალე დადგება.

                                                ვიქტორ ცაავა

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here