Home რუბრიკები პოლიტიკა კელის მიზანია ქვეყანა რუსეთთან ბრძოლის პოლიგონად აქციოს და არ დაუშვას ურთიერთობების...

კელის მიზანია ქვეყანა რუსეთთან ბრძოლის პოლიგონად აქციოს და არ დაუშვას ურთიერთობების დალაგება

557

პარტია “ცენტრისტების” ლიდერი და გახმაურებული ციხის კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე „სამძიმრის წერილს“ აქვეყნებს სოციალურ ქსელში. იგი მიმართვაში ხაზს უსვამს, რომ თავად იან კელიმაც იცოდა, რომ საქართველოში  მოღვაწეობით, მისი კარიერაც დასრულდებოდა. „რა უთხრას, რით ანუგეშოს საქართველოს მთავრობა, როცა სანუგეშო კელი დღეს თავადაა…“ – წერს ბედუკაძე. 

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ…

ამერიკის ელჩი საქართველოში, წმინდა ოლაფის კოლეჯის კურსდამთავრებული, რუსული ენის სპეციალისტი და სლავისტიკის დოქტორი იან კრავფორდ კელი, მძიმე სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება. დაბნეულია და გაოგნებული მთელი მისი გარემოცვა.

დააკვირდით აშშ-ს საელჩოს თუნდაც ვებგვერდს, სადაც არანაირი ინფორმაცია, განცხადება, მინიშნებაც კი არ მოიპოვება აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ. დაბნეულობის მიზეზს, გარდა ტრამპის გაცხადებული საგარეო კურსის, რომელიც მან თავის წინასაარჩევნო დაპირებებსა თუ საინაგურაციო სიტყვაში წარმოთქვა,( რომ ,ისინი თავს არ მოახვევენ არავის თავის ცხოვრების წესს და ფინანსურად აღარ დაუჭერენ მხარს უცხო ქვეყნების მარიონეტულ ხელისუფლებებს ) იძლევა აგრეთვე ტრამპის დაპირება , რომ მისი გაპრეზიდენტებიდან უმოკლეს ვადაში გაიწვევს ობამას მიერ პოლიტიკური მოტივით დანიშნულ ელჩებს.

აშშ-ს ელჩი საქართველოში დოქტორი კელი, სწორედაც რომ პოლიტკური ნიშნით დანიშვნის თავლსაჩინო ნიმუშია, რომლის მიზანი იყო ნებისმიერ ფასად არ დაეშვა ქართულ- რუსული ურთიერთობების, პირდაპირი დიალოგის ალბათობაც კი და საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიგონად ექცია. დღეს ყველაფერი ეს იშლება, წარსულს ბარდება.

კარგად იცის კელიმ, რომ საქართველოში მისი მოღვაწეობით, მისი კარიერაც დასრულდა. კელის სანუგეშო არც საქართველოს მთავრობასთან აქვს, რომელიც მის ნებისმიერ სიტყვას, ფარაზას უფლის ნებად, ხმად მიიჩნევდა და თვალებში შესციცინებდა…

რა უთხრას, რით ანუგეშოს საქართველოს მთავრობა, როცა სანუგეშო კელი დღეს თავადაა…“ – წერს ბედუკაძე სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here