Home რუბრიკები პოლიტიკა ფიიონმა უკრაინისა და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსები მინიმუმამდე დაიყვანა

ფიიონმა უკრაინისა და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსები მინიმუმამდე დაიყვანა

474

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა ფრანგულ Le Monde-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე პოლიტიკოსების მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდებოდა.

“დასავლეთი ყოველთვის იმსახურებდა ნდობას? არასდროს შეგვიყვანია შეცდომაში რუსეთი ლიბიის, კოსოვოს, ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის საკითხებზე? რუსეთს პასუხისმგებლობები აკისრია, თუმცა არა მხოლოდ მას. შეგახსენებთ, მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებსაც საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება სურდათ“ – განცხადა ფიიონმა.

მისი თქმით, „უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა და საქართველო არ განეკუთვნებიან ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებელ ქვეყნებს.”ფიონის თქმით, რუსეთთან მიმართებით ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. ფიონი გამოთქვამს მზაობას და იმედებს, რომ ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები უფრო მეტად მეგობრული გახდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნები გაზაფხულზე ორ ეტაპად 23 აპრილსა და 7 მაისს ჩატარდება. აქამდე გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მეორე ტურში გავლენ “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი.

1 COMMENT

  1. ამას ვინ ეკითხება, ჩვენ ეს კონსტიტუციაში გვიწერია! და მაინც შევალთ, მათი ნებით თუ არა – ტანკებით)))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here