მთავარი ბლოგი სარა ვაგენკნეხტი: ნატო უნდა დაიშალოს, საჭიროა შევქმნათ ერთობლივი კავშირი რუსეთთან

სარა ვაგენკნეხტი: ნატო უნდა დაიშალოს, საჭიროა შევქმნათ ერთობლივი კავშირი რუსეთთან

1033
გააზიარეთ

გერმანიის მემარცხენე პარტიის ლიდერი სარა ვაგენკნეჰტი იზიარებს   აშშ ახლადარჩეულ პრეზინდე, დონალდ ტრამპის, მოსაზრებას  იმის შესახებ, რომ ნატო ფუნქციადაკარგული და მოძველებული ორგანიზაციაა. მას მიაჩნია, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემა რუსეთსაც უნდა მოიცავდეს.

Funke Media Group-თვის მიცემულ ინტერვიუში გერმანელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა გერმანიის ხელისუფლების შეცდომები უმოწყალოდ გააშიშვლა.  ნატო უნდა დაიშალოს და საჭიროა შევქმნათ ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების თავდაცვითი სისტემა, რომელშიც  რუსეთიც იქნება გაწევრიანებული,-  განაცხადა პოლიტიკოსმა.

მანამდე, გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში, ტრამპმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა გერმანიის კანცლერის მიგრაციული პოლიტიკა და ნატოს მნიშვნელოვანი, მაგრამ მოძველებული ორგანიზაცია უწოდა, აგრეთვე რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პერსპექტივებზეც ისაუბრა.

გაზეთმა „Die Zeit“ საკუთარ ფურცლებზე  სარა ვაგენკნეხტის ინტერვიუ განათავსა, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე საათში ასობით კომენტარი მიიღო. კომენტარების ძირითადი პათოსი შემდეგში მდგომარეობს: „ სარა- ყველაზე ჭკვიანი და მამაცი პოლიტიკოსია გერმანიაში. მე მას ხმას მივცემდი.“

შეგახსენებთ, რომ მემარცხენეთა პარტიის თავმჯდომარის მოადგილე სარა ვაგენკნეხტი ევროპელი პოლიტიკოსისთვის “არაპოპულარული” სიტყვით ხშირად გამოსულა. ერთ-ერთი იყო მისი გამოსვლა გერმანიის ბუნდესტაგში, სადაც მან ევროკავშირს ხალხების ციხე უწოდა.

„ ევროკავშირი ოდესღაც სახელმწიფოების კავშირს წარმოადგენდა, ახლა კი ის ხალხების ციხედ გადააქციეს. ციხედ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც საიმედოდ აკავებენ ვალების სადავეებით, და მათ არა აქვთ არანაირი საშუალება განთავისუფლდნენ იმ ბორკილებისგან, რომლებიც მათ მსოფლიო კაპიტალისტებმა დაადეს.

დააკვირდით საბერძნეთისთვის თავსმოხვეულ ხელშეკრულებებს, ესაა იმ ბოლო 5 წლის საშინელი პოლიტიკის გაგრძელება, რომელმაც საბერძნეთის ეკონომიკის მეოთხედი გაანადგურა, შეიყვანა რა ის რეკორდულ უმუშევრობაში, უბედურება დაატრიალა ქვეყანაში, და ეს უბედურება ახლაც გრძელდება, რადგან საბერძნეთის ვალი ყოველდღე იზრდება….და ქალბატონო მერკელ, თქვენ სწორედ ამ პოლიტიკას აგრძელებთ!!!საბერძნეთი 2010 წლიდან მოყოლებული ვალებში იხრჩობა, და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვისაც ვალები ახრჩობს, არ შველის დამატებით კიდევ ახალი ვალების აღება, არამედ მას მხოლოდ ვალების ჩამოწერა თუ გადაარჩენს!“- აცხადებდა ვაგენკნეხტი ბუნდესტაგის ტრიბუნიდან.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ეს კარგად წაიკითხონ ჩვენი მთავრობის წევრებმა და ნუ ცდილობენ თვალები აგვიხვიონ და ყურები დაგვიფსონ, მაშინ როდესაც ნახევარი საქართველო ევროპაშია გასული და მაგათზე უკეთ ხედავენ და ესმით სად რა ხდება, ევროკავშირის და ნატოს სულ მალე დაიშლება, ვეღარ ასრულებენ თავის ფუნქციებს და თქვენ სად ეტენებით ვერ ხვდებით სასაცილო სიტუაციაში რომ იგდებთ თავს? სირცხვილია ბოლო ბოლო აზროვნება აღარ შეგიძლიათ?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here