Home რუბრიკები პოლიტიკა ერდოღანი: თურქეთი გადადის თავდაცვიდან თავდასხმაზე

ერდოღანი: თურქეთი გადადის თავდაცვიდან თავდასხმაზე

530

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ყველა მტერი ქვეყნის საზღვრებს მიღმა ეგულება და ამიტომ „ანკარა გადადის თავდაცვიდან მოქმედებაზე – ზედ დააბიჯოს ყველა თავის მტერს“. ამის შესახებ იუწყება haqqin.az-ის საინფორმაციო პორტალი. 

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ გარეგნულმა მხარეებმა ზეწოლის შედეგად დაასუსტონ თურქეთის ეკონომიკა, ტერორისტული თავდასხმებითა და მოღალატეების ჩანერგვით სისტემაში. ჩვენ მზად ვართ გავანადგუროთ ყოველგვარი საფრთხე მათი გაჩენისთანავე“. – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.

პრეზიდენტის თქმით,  მტრები ვერ შეძლებენ თურქეთის გატეხვას ვერც ეკონომიკური და ვერც რელიგიური ნიშნით. „მათ ვერ შეძლეს ჩვენი ქვეყნისათვის ზიანის მიყენება ტერორისტული ორგანიზაციებისათვის ამის დაკვეთით, ვერ მოახდინეს ეკონომიკაზე ზეწოლა. მათ აღარ შერჩათ არანაირი ბერკეტი ამის განსახორციელებლად. თურქეთი გადადის თავდაცვიდან თავდასხმაზე“. – განაცხადა ერდოღანმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here