Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერდოღანის უფლებამოსილების გაზრდას

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერდოღანის უფლებამოსილების გაზრდას

492

თურქეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა პირველი შვიდი ცვლილება კანონში, რომელიც უზრუნველყოფს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საიმფორმაციო პორტალი Reuters-სი.

მიღებული 7 კანონცვლილება გულისხმობს დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას 500-დან 600-მდე, ასაკობრივი ცენზის შემცირებას 25-დან 18-მდე, ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთობლივი გამართვას 5 წლის ვადით, ასევე პრეზიდენტისათვის უფლების მინიჭებას – იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.

18 კანონიდან თითოეულისთვის ხმის მიცემის შემდგომ, თურქეთში კანონმდებლები ჩაატარებენ საბოლოო ხმის მიცემის პროცედურას და შემდგომ დაამტკიცებენ მათ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დაამტკიცებს კანონს კონსტიტუციური შესწორებების შესახებ, კანონპროექტი იქნება წარდგენილი რეფერენდუმზე, დაგეგმილ საგაზაფხულო სესიაზე. შეგახსენებთ, რომ ცოტახნით ადრე თურქეთში ჩაახშეს აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ.

15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 43 ათასამდე ადამიანია დაპატიმრებული, 95 ათასი  კი სამსახურიდან დაითხოვეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში რეგიონალური ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ამ ადამიანებს დაზარალებულებად არ განვიხილავთ, რადგანაც ვთვლით, რომ მათი ადგილი სახელმწიფო სამსახურში არაა. წმენდა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ჩვენ მას მალე დავასრულებთ,“-აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here