Home რუბრიკები ისტორია რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

1134

1933 წელს დიდი კულტურის მქონე გერმანელმა ერმა დემოკრატიული პრინციპების დაცვით ფიურერად აირჩია ადოლფ ჰიტლერი, რომელსაც უკვე დაწერილი და გამოქვეყნებული ჰქონდა თავისი და ქვეყნის სამოქმედო პროგრამა წიგნშიჩემი ბრძოლა”. გერმანელმა ხალხმა ადოლფ ჰიტლერი ბელადად სწორედ გამბედაობის, გაბედული განცხადებების გამო აირჩია.

ჰიტლერი საქვეყნოდ გაჰკიოდა, გერმანელი ხალხი კატასტროფულად განიცდის ტერიტორიების დეფიციტს და ევროპის ყველაზე ცივილიზებულ ერს ამ პირობებში არ შეუძლია არსებობა, გერმანიამ უნდა დაიბრუნოს დაკარგული მიწებიო. რატომ უნდა ფლობდნენ ფრანგები და ინგლისელები გერმანელების ყოფილ მიწებს, რატომ უნდა ჰქონდეთ მათ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში კოლონიები და იქ მცხოვრებ ხალხებს მონურად აცხოვრებდნენ, როდესაც ჩვენ, გერმანელებს, უკეთ შეგვიძლია ჩვენს ყოფილ მიწებზე მცხოვრები ხალხების დასაქმებაც და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაცო.

როდესაც ახალი მიწების შემოერთებასა და ჩვენი არსებობის უზრუნველყოფაზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, ვვარაუდობ, პირველ რიგში, დავიპყროთ რუსების მიერ ჩვენი მიტაცებული მიწები და მასთან ერთად რუსეთის მიერ დამონებული სხვა ქვეყნები, რომლებიც რუსების უღელქვეშ გმინავენ”, _ ამბობდა ადოლფ ჰიტლერი.

ფიურერის მიზნები და ამოცანები აღაფრთოვანებდა არა მხოლოდ გერმანელებს, არამედ ის მსოფლიოს მოევლინ ახალი ქვეყნისა და ცხოვრების შემქმნელ მესიად.

საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად მიმართა გერმანიის მთავრობას ჰიტლერის მიზნებისა და ამოცანების შესახებ და ზოგიერთ საკითხზე განმარტება მოსთხოვა, მაგრამ ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოელთა მოთხოვნები არად ჩააგდო. ფიურერის მუქარაზე, გერმანულ მიწებს გერმანული ხმალი დაიბრუნებსო, სტალინმა თავის ახლო გარემოცვასთან საუბრისას მკაფიოდ და დამაჯერებლად ჩამოაყალიბა თვალსაზრისი, გერმანული ხმლის საწინააღმდეგოდ სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ მტკიცე ფოლადისგან საბჭოთა ხმლის გამოჭედვასო.

როდესაც ჰიტლერი მიწების დაბრუნებაზე გაჰკიოდა, გულისხმობდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებსა და ყირიმის ნახევარკუნძულს, რომლიდანაც უნდა გაესახლებინათ იქ მცხოვრები ხალხი და ჩაესახლებინათ, მათი აზრით, უმაღლესი რასის წარმომადგენლები _ გერმანელები. ეს საქვეყნო განცხადებები მხოლოდ ჰიტლერის შიზოფრენიკული აზროვნების ნაყოფი არ იყო, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მეორე ლაშქრობის მოსამზადებლად ჰიტლერს ზურგს უმაგრებდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის წამყვანი სახელმწიფოები.

ჰიტლერმა დიდი სამუშაოები ჩაატარა პოლონეთში, ავსტრიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში. ამ სახელმწიფოებში მან თითქმის შეუფერხებლად შექმნა დიდი “მეხუთე კოლონები”, რომელთა აქტიური მოქმედების შედეგად ეს ქვეყნები გერმანულმა ჯარებმა მარშით შემოიარეს, ზოგიერთი კი თოფის გაუსროლელად ჩაბარდა ფაშისტებს. ჰიტლერი ტრაბახით იკლებდა მსოფლიოს, გერმანიამ შექმნა არმია, რომელსაც ყველა ქვეყნის არმიები, რომც გაერთიანდნენ, ვერაფერს დააკლებსო.

სტალინი დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს ჰიტლერის ვერაგულ სვლებს და სრულიად ადვილად უვნებელყოფდა მის მიერ დაგებულ ფარულ ხაფანგებს.

საბჭოთა კავშირში მეხუთე კოლონის შექმნის საქმეში გერმანიასთან ერთად ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და სხვა დიდი სახელმწიფოები. საბჭოთა კავშირში მეხუთე კოლონის ძირითად ძალას შეადგენდა თეთრგვარდიელთა დიდი ნაწილი, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ განიარაღებულნი და უშუალოდ ლევ ტროცკის განკარგულებაში იმყოფებოდნენ. ტროცკი მარქსიზმის იდეებით აბრუებდა კულაკების ნარჩენებსა და ბურჟუაზიის ნაწილს, რომლებიც დღედღეზე ელოდებოდნენთიხის ფეხებზეშემდგარი საბჭოთა კოლოსის მიწაზე დანარცხებას. ამას ემატებოდა ის შეთქმული სამხედროები, რომლებიც მეფის რუსეთის არმიაში მსახურობდნენ დიდ თანამდებობებზე და იმხანად უმუშევრები იყვნენ, მაგრამ უარს ამბობდნენ წითელ არმიაში სამსახურზე. მარქსიზმის ლოზუნგი, რომ ერთ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვება შეუძლებელია, რომ სოციალიზმი ვერ შეინარჩუნებდა ხელისუფლებას და მალე დაინგრეოდა, ნოყიერ ნიადაგს პოულობდა განაწყენებულ პარტიელებში, რომლებიც რევოლუციის შემდგომ პერიოდში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ, მაგრამ, რადგან საქმეს თავი ვერ გაართვეს, გაათავისუფლეს მაღალი თანამდებობებიდან. ასე რომ, მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების დახვეწა იყო საჭირო, რუსეთში მძლავრი მეხუთე კოლონის ჩამოსაყალიბებლად.

ტროცკის თავაშვებული აგიტაცია-პროპაგანდა უკვე აუტანელი იყო როგორც სტალინისთვის, ისე ყველა ნამდვილი კომუნისტისთვის.

საბჭოთა კავშირში ჩატარდა გამოკითხვა _ ტროცკი თუ სტალინი? სულ გამოიკითხა 730 000 კომუნისტი, გამოკითხვაში მონაწილეობდნენ სტალინის მომხრე კომუნისტებიც და ტროცკის მომხრეებიც, რომლებიც კონტროლს აწესებდნენ გამოკითხვაზე. შედეგები კი ასეთი იყო: 730 000 კომუნისტიდან სტალინს მხარი დაუჭირა 724 000-მა, ხოლო ტროცკის _ მხოლოდ 4000-მა, 2600-მა თავი შეიკავა. ტროცკის გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარმა პროცენტმა დაუჭირა მხარი. გამოკითხულთა მხარდაჭერამ პოლიტბიუროს მისცა შესაძლებლობა, ქვეყნიდან ტროცკის გაძევების გადაწყვეტილება მიეღო.

აღსანიშნავია, რომ სტალინის დიდი გავლენისა და საბჭოთა კავშირის დიდი აღმავლობის ფონზე ტროცკის ევროპის არც ერთმა ქვეყანამ არ მისცა თავშესაფარი და იგი იძულებული შეიქნა, შორეულ მექსიკაში დაედო ბინა. იმპერიალისტებისა და მსოფლიოსფარული ხელისგანგულუხვად დაფინანსებული ტროცკი შხამის ნთხევასა და უკადრისის კადრებას არც მექსიკაში ანებებდა თავს, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ რამონ მერკადერმა (1913 _1978) თავი ძალაყინით გაუჩეხა და სიცოცხლეს გამოასალმა.

ქვეყანა თითქოს დაწყნარდა და საფრთხეც ნაწილობრივ განეიტრალდა, მაგრამ სიფხიზლე არ უნდა მოდუნებულიყო. ღიად ჩატარებულმა გამოკითხვამ სტალინს უკარნახა, შეეცვალა არჩევნების სისტემა. თუ 1936 წლამდე არჩევნები ღიად ტარდებოდა და მასში ყველა არც მონაწილეობდა, ახალი კონსტიტუციით, რომელიც სტალინურ კონსტიტუციად არის ცნობილი, სტალინის ინიციატივით ჩაიწერა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საყოველთაო და ფარული, ამასთანავე, არა ერთმანდატიანი, არამედ _ მრავალმანდატიანი. პოლიტბიუროზე ამ საკითხის განხილვამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ყველა თავისი სავარძლის სიმყარეს გაუფრთხილდა და ნაადრევად მიიჩნია ფარული არჩევნები, რადგან შეიძლებოდა მთავრობაში ბევრი მიუღებელი კანდიდატურა შემოპარულიყო. საკითხი ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე გაიტანეს განსახილველად და მან წარმოუდგენელი შეხლა-შემოხლა გამოიწვია. სწორედ მაშინ გაისმა პირველად ეპითეტი “ხალხის მტრები”. აღმოსავლეთი ციმბირის სამხარეო კომიტეტის პირველმა მდივანმა რობერტ ეიხემ პირველმა წამოჭრა საკითხი, რატომ ასახლებენ ციმბირში ხალხის მტრებს და რატომ ადგილზე არ ხდება მათი ლიკვიდაციაო. მან დაასახელა ის მავნებლური ჯგუფები და საბოტაჟის მომწყობები, რომლებსაც დიდი ზიანი მოჰქონდათ სახელმწიფოსთვის. ეიხემ განაცხადა, რომ საჭიროა, აღმოსავლეთი ციმბირისთვის გამოიყოს კონტინგენტი, რათა დაიწყოს მხარეში დისციპლინის დამყარება. მას მხარი თითქმის მთელმა პარტიულმა აქტივმა დაუჭირა. განსაკუთრებით აქტიურობდა მოსკოვის პარტიული ორგანიზაციის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელმაც 41 ათასი კაცის დაპატიმრების უფლება მოითხოვა.

სტალინი არჩევანის წინაშე დადგა _ დაეთმო პარტიული აქტივისათვის თუ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინა. როგორც აღვნიშნეთ, “ძველი გვარდია” თავისი პრინციპების დაცვის საკითხში სრულიადაც არ ჰგავდა შემდეგდროინდელ კომუნისტებს, მათ შეეძლოთ სტალინის პარტიიდან გარიცხვაც კი და ქვეყანაში სისხლის კალოს დატრიალება. მსგავს შემთხვევებზე სტალინს არაერთი ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ არ სურდა ფართომასშტაბიანი რეპრესიების დაწყება.

მოსახდენი მაინც მოხდა.

პირველივე პროცესმა უამრავი შემზარავი ფაქტი გამოავლინა. სტალინი მიხვდა, რომ საქმე უფრო რთულად იყო, ვიდრე ეგონა. როდესაც სხვადასხვა არხიდან მიღებულ ინფორმაციას შეადარა საგამომძიებლო ორგანოებიდან მიღებული ცნობები. ისინი იდენტური აღმოჩნდა. ამის გამო სტალინმა მოითხოვა მეხუთე კოლონის ძირფესვიანად გამომზეურება. ათასობით ნამდვილ დამნაშავეს გარკვეული რაოდენობის უდანაშაულო ადამიანებიც მიჰყვებოდნენ.

სამხედრო მაღალჩინოსანთა მოღალატეობრივმა საქმიანობამ სტალინს მოთმინების ფიალა აუვსო. დაპატიმრების სანქციები გასცა მხედართმთავრებზე, რომლებზეც იდგა წითელი არმია, მათ შორის იყო მარშალი მიხეილ ტუხაჩევსკი.

ბოროტების გორგალი დიდი და გრძელი აღმოჩნდა. ერთმა მეორე “ჩაუშვა”, მეორემ _ მესამე… და ასე ჩამოყალიბდა ეს საშინელი 1937 წელი.

გადაწყდა, პირველ საქმეზე სასამართლო პროცესი მსოფლიოს მედიის წარმომადგენლების, მწერლების, პოლიტიკური მიმომხილველებისა და გამოჩენილი ადამიანების თანდასწრებით ჩატარებულიყო. მოსკოვში ჩავიდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოსკოვში ჩავიდა ასეულობით ადამიანი, რომლებზეც შეუფერხებლად გაიცა აკრედიტაციები.

ასევე ჩატარდა მეორე პროცესი, რომელსაც პირველად ესწრებოდა ცნობილი გერმანელი მწერალი ლიონ ფოიხტვანგერი. მან შემდგომ დაწერა წიგნი “მოსკოვი, 1937 წელი”.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here