Home რუბრიკები საზოგადოება მოქალაქის ცემაში ბრალდებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არასოდეს ყოფილა

მოქალაქის ცემაში ბრალდებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არასოდეს ყოფილა

549

მიმდინარე წლის 18 იანვარს გაზეთსაქართველო და მსოფლიოშიდაიბეჭდა სტატია, სახელწოდებითპოლიციელის მიერ სასტიკად ნაცემი მოქალაქე გამოძიებას საქმის ჩაფარცხვაში ადანაშაულებს“. 

სტატიის დაბეჭდვამდე ერთი დღით ადრე, ამავე წლის 17 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდაავტორი, სადაც მისთვის საინტერესო თემაზე მას ოფიციალური კომენტარი მიაწოდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული კომენტარი სტატიაში საერთოდ არ მოხვდა. იმისთვის, რომ არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სტატიაში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავთ: შსსამინისტროს თბილისის პილიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას საქმე სსკ-ს 117-ე მუხლით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) გადაკვალიფიცირდა. მოქალაქე ა.მ.-ს ბრალიწარედგინა. ამჟამად საქმე არსებითი განხილვისთვის გადაგზავნილია სასამართლოში. კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარვყოფთ გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდებული პირი არის პოლიციელი. სტატიაში დასახელებული მოქალაქე -ა.მ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არასოდეს ყოფილა და არც დღეს არის. მივმართავთ ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გამოქვეყნებისგან, რათა არ მოხდეს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა.

შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here