Home რუბრიკები პოლიტიკა სერბეთი მზადაა აუცილებლობის შემთხვევაში ეთნიკური სერბების დასაცავად კოსოვოში ჯარები გაგზავნოს

სერბეთი მზადაა აუცილებლობის შემთხვევაში ეთნიკური სერბების დასაცავად კოსოვოში ჯარები გაგზავნოს

475

„სერბეთი გაგზავნის თავის ჯარს კოსოვოში, თუ შერბ მოსახლეობას საფრთხე დაემუქრება“ – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ტამისლავ ნიკოლიჩმა გამოცემა „Blic“-თან ინტერვიუში, სადაც საუბარი მან განმარტა მთავრობის გადაწყვეტილება არ შემოეშვათ ქვეყანაში მატარებელი სახელწოდებით „კოსოვო სერბეთია“.

„თუ სერბებს მოკლავენ, მაშინ დიახ. და არამარტო ჯარებს, ჩვენ ყველანი წავალთ. მე პირველი წამალ მათ შორის“. – განაცხადა პრეზიდენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების თათბირის შემდგომ. ასევე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა ამგვარი სიტუაცია თავიდან აირიდონ, თუმცა იგი  არ მოერიდება აიღოს სრული პასუხისმგებლობა, რაც მოყვება მის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას. განცხადებმდე ადრე გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ არც კოსოვომ არ დაუშვა  სერბული მატარებელის შეშვების ფაქტი თავის ტერიტორიაზე.

 

 

წყარო:  gazeta.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here