Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

522

როგორ აღნიშნეს ბრიტანელებმა ახალი წლის დადგომა

ინგლისი განთქმულია პაბებითა (ლუდხანებით) და ამ დაწესებულებების სტუმრებით, რომლებიც ყოველ პარასკევს, ტრადიციულად, ქუჩებს მხიარული შეძახილებით, ჩხუბითა და ნარწყევით ავსებენ. გასაკვირი არ არის, რომ ახალი წლის ღამეს ბრიტანელებმა კვლავ უჩვენეს მსოფლიოს, როგორ უნდა დასვენება და გართობა. Ruposter Lifeმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ასახულია, როგორ ატარებენ დროს ინგლისელი ჯენტლმენები და ქალბატონები.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/c207d8e170e8a5d79389f5ab3b2.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/658b1cb1794f44674a09e6af765.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/8db725d030639a29e949ccb01f9.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/de25ef9f0ec5879c11f83364868.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/39b6484fb394fe5a6b8bcc51eaa.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/a2bc77c5770c075827a98f17d6d.jpg

ქუჩებში იშვიათი არ იყო მთვრალი მამაკაცებისა და ქალების ჩხუბიც კი. პოლიციელები შესაძლებლობის მიხედვით ცდილობდნენ შფოთისთავების გაშველებას.

საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ ქალების სიმთვრალე, არამედ მათი გარეგნობაც (სამოსი).

შეზარხოშებული ქალბატონები იოლი ნადავლი ხდებოდნენ მათთვის, ვინც სარეცლის გამზიარებელს ეძებდა ახალი წლის ღამეს.

სხვა ბრიტანელები და ნისლიანი ალბიონის სტუმრები ისე დათვრნენ, რომ, არა მხოლოდ ორიენტაცია, სახეც კი დაკარგეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/3BDCF99700000578-4090346-50.jpg

ტაივანელმა მამის დაკრძალვაზე სტრიპტიზის 50 მოცეკვავე დაიქირავა

ტაივანელი მაღალჩინოსნის ვაჟმა დუნ გო ჩენმა სტრიპტიზის 50 მოცეკვავე დაიქირავა, რათა მამის დაკრძალვის პროცესიის მიმდინარეობისას ეცეკვათ, _ იუწყება Daily  Mail. მამაკაცის თქმით, მამამისს ძალიან უყვარდა ცხოვრება და ამ ჟესტს დააფასებდა.

გამოსათხოვებელ პროცესიაში მონაწილეობდა ნახევრად შიშველი მოცეკვავე ქალებით სავსე 50 ჯიპი, რომლებსაც მისდევდა კიდევ 150 ავტომობილი. ამ უჩვეულო კარნავალის გამო გზა, რომლის გავლასაც 10 წუთი სჭირდება, 2 საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი. 76 წლის კორეელი ტანგ სიანი, რომელსაც მიუძღვნეს ეს საზეიმო თუ სამგლოვიარო ცერემონია, 14 დეკემბერს გარდაიცვალა, მაგრამ 3 იანვარს დაკრძალეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here