Home რუბრიკები პოლიტიკა Daily Mirror: საბჭოთა დისიდენტს უპოვეს საბავშვო პორნო, რომელიც ჰობად მონათლეს

Daily Mirror: საბჭოთა დისიდენტს უპოვეს საბავშვო პორნო, რომელიც ჰობად მონათლეს

865

ხუთდღიან სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ყოფილი დისიდენტი ბუკოვსკი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გატაცებული ყოფილა ბავშვების გარყვნილი ფოტოებით. 

მისი თქმით, ამ “საქმიანობით” იგი გაიტაცა დისკუსიებმა ინტერნეტში ცენზურის დაწესების შესახებ. დროთა განმავლობაში ცნობისმოყვარეობა ჰობად გადაექცა, ისეთივე გატაცებად, როგორიც, მაგალითად, საფოსტო მარკების კოლექციონერობაა. ამას ამტკიცებდა პროკურორი უილიამ კარტერი.

დისიდენტის კომპიუტერში (ბუკოვსკი საბჭოთა კავშირიდან 1976 წელს გააძევეს) აღმოაჩინეს ბავშვთა პორნოგრაფიის 20 ათასზე მეტი ნიმუში. ამ მოღვაწეობას იგი 15 წელიწადზე მეტ ხანს ეწეოდა და, ძირითადად, პატარა ბიჭების ფოტოებს აგროვებდა. პროკურორმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აცნობა, რომ ბრალდებულს კომპიუტერში მხოლოდ ბავშვთა პორნოგრაფია როდი ჰქონდა ჩაწერილი. იგი დამოუკიდებლად ეძებდა სხვადასხვა ხასიათის გამოსახულებებს, რომელთაგან ზოგიერთი სადომაზოხისტური ხასიათისაა, მაგრამ დისიდენტი თვლის, რომ ისინი დადგმულია, რადგან ბავშვები ამ ფოტოკადრებზე “იღიმებიან”.

დაკავების მომენტში (2014 წელს) ბუკოვსკი თავის კომპიუტერში იწერდა გამოსახულებების მორიგ ულუფას. პოლიციასთან პირველი შეხვედრისას თავს არ იმართლებდა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ თავის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

2016 წლის 20 აპრილს ბუკოვსკიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველები ემსახურებიან აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების ბიუროს ინტერესებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here