Home რუბრიკები პოლიტიკა Forbes: ზედიზედ მეოთხე წელიწადია, ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მოღვაწეთა სიაში პირველ...

Forbes: ზედიზედ მეოთხე წელიწადია, ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მოღვაწეთა სიაში პირველ ადგილს იკავებს

470

მსოფლიოში 7,4 მილიარდი მცხოვრებია, მაგრამ “ფორბსის” სიაში შეტანილი მხოლოდ 74 ადამიანი განაგებს მსოფლიოს ბედ-იღბალს.

მეოთხე წელიწადია, “ფორბსის” ამ სარეიტინგო სიაში პირველი ადგილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკავია. თავის სამშობლოშიც, სირიაშიც და აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებშიც რუსეთის ხელმძღვანელი უწინდებურად აღწევს ყველა დასახულ მიზანს.

მეორე ადგილზეა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის კონგრესის ორივე პალატა. ტრამპი მრავალმილიარდიანი ქონების პატრონია.

მესამე ადგილზე დარჩა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც, ამავესთანავე, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალბატონია. იგი ევროკავშირის მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება.

მეოთხე-მეხუთე ადგილები გაინაწილეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა და რომის პაპმა ფრანცისკემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ჰუსეინ ობამამ 48-ე ადგილი დაიკავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here