Home რუბრიკები პოლიტიკა ანტისამთავრობო აქციები პოლონეთში

ანტისამთავრობო აქციები პოლონეთში

513

პოლონეთში დაწყებული ანტისამთავრობო აქციები კვლავ გრძელდება. პოლონეთის პრეზიდენტმა ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა და აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრა გამართა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. მარიუშ ბლაშაკის თქმით, ოპოზიციის ქმედებები ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებად უნდა შეფასდეს.

ვარშავაში 16 დეკემბრიდან ანტისამთავრობო აქციები იმართება. არეულობა პოლონეთის სეიმში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ საპარლამენტო ტრიბუნის ბლოკირება მოახდინა და მხარდამჭერებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა. დემონსტრანტთა წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ოპოზიციის მხარდამჭერები მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული რეფორმების წინააღმდეგ გამოდიან და მთავრობის გეგმებს აპროტესტებენ. დემონსტრანტების უკმაყოფილება საკანონმდებლო ორგანოში, მედიასა და განათლების სფეროში დაგეგმილმა რეფორმებმა გამოიწვია. განსაკუთრებული პროტესტი მოჰყვა საკანონმდებლო რეფორმას, რომლის მიხედვით მომავალი წლიდან პარლამენტის სხდომებზე მხოლოდ ხუთი პოლონური ტელეკომპანიის ჟურნალისტებს დაუშვებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here