Home რუბრიკები საზოგადოება ტერაქტი გერმანიაში

ტერაქტი გერმანიაში

904

გერმანიაში ტერორისტული აქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 48 დაშავებული კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ტერორისტული აქტი ბერლინის ცენტრში მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე ადგილობრივი დროით 20:14 საათზე მოხდა _ საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და 50-80 მეტრი გაიარა.

მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ დააკავა. ის 23 წლის პაკისტანელი ბ. ნავედია. საქმე ტერორისტული აქტის ბრალდებით უკვე აღიძრა. სატვირთოში ასევე იჯდა მეორე მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს.

მთელი ღამის განმავლობაში საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა. გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა მომხდარი შეაფასა, როგორც ბერლინისა და მთელი გერმანიისთვის საშინელი საღამო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here