ამერიკის არჩეული პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის კომპანია “ტრამპ ორგანიზეიშენი” აზერბაიჯანსა და საქართველოში ბიზნესს აჩერებს. ამის შესახებ მასმედიას ტრამპის ადვოკატმა ალან გარტენმა განუცხადა.
გარტენის თქმით, კომპანიამ აზერბაიჯანში ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობის ლიცენზია უკან გაიწვია. ანალოგიურ გადაწყვეტილებას კომპანია საქართველოში დაგეგმილ დეველოპერულ პროექტზეც მიიღებს.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აზერბაიჯანმა და საქართველომ სალიცენზიო შეთანხმების პირობები ვერ დააკმაყოფილეს.