Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ალტერნატივა არ აქვს!

თამარ კიკნაძე: რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ალტერნატივა არ აქვს!

1871

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კვლავ მოსაგვარებელი და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების გათვალისწინებით, სასიცოცხლოდ აუცილებელია. 2012 წელს ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნებამოვიდა, რომლის ერთერთი დაპირება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იყო, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ვერ მოახერხა

განვლილ წლებში დაშვებულმა უამრავმა შეცდომამ ორ ქვეყანას შორის ბარიერი გააჩინა, რომლის  დაძლევის ინტერესს ამჟამინდელი ხელისუფლება არ ამჟღავნებს. ეს, როგორც ჩანს, მისი ნებით არ ხდება და დასავლეთის, კერძოდ, აშშის ზემოქმედებითაა განპირობებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ორ ქვეყნას შორის   არსებულ  ვითარებას ასე აფასებს:      

,, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შესაძლებელი შეიქნა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვნად გაჯანსაღება და ჩიხიდან გამოყვანა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ბრალით აღმოჩნდა. რუსეთი დაბრუნდა საქართველოს საკვანძო საგარეო ეკონომიკური პარტნიორების რიცხვში, ნორმალიზებულია სატრანსფორტო მიმოსვლა, აქტიურად ვითარდება ტრადიციული ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურული გაცვლა ანუ, მიღწეულია ძალიან ხელშესახები შედეგები, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს სრულად პასუხობს. თუმცა ქართული მხარე კვლავ არ არის მზად, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გაწყვიტა.“                                                                                                                                                                                       

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე  გვესაუბრება  პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე:

_ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის და ის, რომ ამ ურთერთობებში რუსეთი თავისი ინტერესების შესაბამისად იქცეოდა, გასაკვირი და ახალი არაფერია. ასეთია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ქვეყნების პოლიტიკის არსი და  რუსეთის დღევანდელი პოლიტიკის მიზანიც. სურს თუ არა რუსეთს ჩვენთან სტრატეგიული ურთიერთობა? _ ალბათ, კი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ სხვა გზა აირჩია და მისი პარტნიორი დასავლეთი და ნატოა, ამ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გამოდის. რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, ნატოს სამხედრო ბლოკის გაფართოება მას საფრთხეს უქმნის. საქართველო  დეკლარირებს,  რომ ნატოში   გაწევრება და  საკუთარ  ტერიტორიაზე ამ ალიანსის ბაზების განლაგება სურს. ასეთ შემთხვევაში საქართველო ავტომატურად იძენს რუსეთის მტრის სტატუსს. აქედან გამომდინარე, რუსეთის მტრული ქმედებების წყარო ჩვენი პოლიტიკაა. ზოგიერთი შეიძლება შემეკამათოს და თქვას: საქართველო  სუვერენული ქვეყანაა  და ისეთ პოლიტიკურ მიმართულებას აირჩევს, როგორიც სურსო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. უნდა ვიფიქროთ გადადგმული ნაბიჯის შედეგებსა  და მოსალოდნელ საფრთხეებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები პერმანენტულად გვექნება.

_ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები კვლავ აღსაღდგენია. რა პრობლემებს შემცველია ამგვარი მდგომარეობა?

_ ჩემი აზრით, საქართველოს  დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა გაეწყვიტა რუსეთთან. სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანი არა საქართველოს კეთილდღეობა, არამედ რუსეთისთვის პრობლემების შექმნა იყოსამწუხაროდ, საქართველო აღმოჩნდა ქვეყანა, რომელიც თავისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, რის შედეგადაც მივიღეთ ომი და დაკარგული ტერიტორიები, რომლებზეც პასუხი არავის უგია. სხვა ქვეყანაში, ანალოგიური რამ რომ მომხდარიყო სააკაშვილისნაირი პრეზიდენტი, დიდი ხანია, ციხეში იჯდებოდა ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატის გამო.                                                                                                      

გართულებული ურთიერთობების მსხვერპლნი ისევ უბრალო ადამიანები არიან. რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც საქართველოში საკუთარი ოჯახების სარჩენ ფულს გზავნიან. დიპლომატიური ურთიერთობების არქონის ფონზე წარმოიდგინეთ ამ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც  საკუთარი თავის ანაბარა არიან  მიტოვებულნი.

_ მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ ტერიტორიების 20% დაკარგა. შესაძლებელია წართმეული ტერიტორიების შემოერთება?

_პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა.  ჭკვიანური პოლიტიკის განხორციელებისას და შესაბამისი ვითარების არსებობის შემთხვევაში კი  ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ  საჭიროა სწორი სტრატეგია, ტაქტიკა, კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანები, რომლეთა ცხოვრების მთავარი მიზანი ქვეყნის კეთილდღობა და მუხლჩაუხრელი  მუშაობა იქნება.

_ საქართველო პატარა ქვეყანაა და, ბუნებრივია, რუსეთთან ურთიერთობისას გარკვეულ დათმობებზე უწევს წასვლა. სადამდე მიგვიყვანს ეს დათმობები?

_ საქართველო მართლაც პატარა ქვეყანაა, მაგრამ, თუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ განხორციელებულ პოლიტიკას გავაანალიზებთ,  დავინახავთ, რომ  უამრავი შეცდომა დაუშვით. საქართვლოს პოლიტიკა დამყარებული იყო პოპულისტურ, არარაცინალურ და არაპრაგმატულ გათვლებზე. შედეგად მივიღეთ სამწუხარო რეალობა. პატარა ქვეყანასაც აქვს ბერკეტები, დიდ ქვეყნებს ევაჭროს და საკუთარი ინტერესები დაიცვას, თუმცა წინა ხელისუფლებამ სავაჭროდ დიდი არაფერი დაგვიტოვა. სააკაშვილი დღე და ღამ რუსეთს აგინებდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის ინტერესებს ატარებდა. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ბევრი ობიექტი რუსებს მიჰყიდეს და, თუ დღეს ამ ქვეყანასთან  მოლაპარაკებები დაიწყო, იმაზე წამგებიან პოზიციაზე ვართ, ვიდრე ვიყავით.     

საერთოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ  ორი ქვეყნის ურთიერთობები გლობალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. დღეს ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება. აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ სრულიად ახალი რეალობა შექმნა, რაც ჩვენზეც აისახება. ერთი ქვეყნის ჰეგემონობამ მსოფლიოს კარგი არაფერი მოუტანა. ძალთა ბალანსის არარსებობამ კი თვით დასავლეთსაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა და კრიზისში შეიყვანა. ლიბერალიზმი დღეს თვით ადამიანის არსებობას უქმნის საფრთხეს, ამიტომ  ახალი ხედვაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება. ამ ვითარებაში საქართველომ უნდა გადახედოს პრიორიტეტებს და სწორი არჩევანი გავაკეთოს.

 _ საქართველორუსეთის ურთიერთობის პერსპექტივის განხილვა შეუძლებელია წარსულის გადახედვის გარეშე. გავიხსსენოთ გეორგიევსკის ტრაქტატი და რუსეთის ვალდებულებები… 

_ წარსულის ობიექტური ანალიზია საჭირო. სამართლიანად თქვა ჯორჯ ორუელმა წიგნში “1984”: „ვინც აკონტროლებს აწმყოს, ის აკონტროლებს წარსულს, ვინც აკონტროლებს წარსულს, ის აკონტროლებს მომავალს“.                                                                                                                             ჩვენ  ბოდიშს გვახდევინებენ  წარსულის გამო და სასიცოცხლო ენერგიას თვითგვემაში გვაკარგვინებენ. თავისებური ტექნოლოგიაა შენი ქვეყნის წარსულის სიძულვილი, რომელსაც კარგი არაფერი  მოაქვს. რუსეთი იყო  საკუთარი ინტერესების გამტარებელი იმპერია, მაგრამ სხვებთან შედარებით _ ლოიალური. საბჭოთა კავშირში ყოფნისას ჩამოყალიბდა ერთიანი ქართული პოლიტიკური ნაცია, პოლიტიკური ინსტიტუტებით, შედეგად ქართველებმა კი არ დაკარგეს სამშობლოს სიყვარული, პირიქითპატრიოტულმა  სულისკვეთებამ მკვეთრად იმატა.  ისტორიკოსები ყოველთვის უშვებენ შეცდომას, როცა ამ პერიოდს კონტექსტიდან განყენებულად განიხილავენ და ყველა უბედურებას რუსებს აბრალებენ. დღეს რა ვითარებაა? თავისუფალ საქართველოში სამშობლოს სიყვარულიპატრიოტიზმი მარგინალობის მაჩვენებელია. მახსენდება ბერნარდ შოუს სიტყვები: ,,ძალიან ძნელია ცხოვრობდე იმ საზოგადოებაში, სადაც მოკრძალება დაცინვის საგნად იქცა, რელიგიურიბა ჩამორჩენილობის მაჩვენებელია, რიდი კი – თავდაუჯერებლობისა“.  აი ასეთი საზოგადოება გვყავს დღეს ჩვენ.

_ შეძლებს კი ,,ქართული ოცნებარუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასა და წართმეული ტერიტორიების დარუნებას?

_ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას, როგორც მოგახსენეთ, ალტერნატივა არ აქვს. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესი. შეცდომაა იმაზე ლაპარაკი, რომ რუსები ადგებიან და ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ. ქართველებმა უნდა იმუშაონ ისეთი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც მისაღები იქნება კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის, მათ შორის, რუსეთისთვისაც. დღეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ამის საშუალებას მოგვცემს.

ესაუბრა ეკა ზარნაძე

5 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here