Home რუბრიკები საზოგადოება თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა

თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა

550

სტამბოლში 10 დეკემბერს მომხდარ აფეთქებებს 38 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 170-მდე. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი აფეთქება დანაღმულმა მანქანამ გამოიწვია, მეორე კი _ თვითმკვლელმა ტერორისტმა. აფეთქებების სამიზნე პოლიცია იყო.

“ბი-ბი-სის” ცნობით,  დაკავებულია ათი ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ დაუკისრებია. თურქეთში გასული წლის განმავლობაში მომხდარ ხშირ ტერაქტებზე პასუხისმგებელი, როგორც წესი, ქურთი მებრძოლები ან ე.წ. ისლამური სახელმწიფო იყო. სამიზნედ პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებს კი, ძირითადად, ქურთული შეიარაღებული დაჯგუფებები არჩევდნენ. აფეთქებები შაბათ საღამოს, ბეშიქთაშის სტადიონზე მოხდა. მატჩი ორ თურქულ საფეხბურთო კლუბს _ “ბეშიქთაშსა” და “ბურსასპორს” შორის რამდენიმე საათის დასრულებული იყო.

“თურქეთმა სტამბოლის ტერაქტები ობიექტურად უნდა გამოიძიოს, ისე, როგორ ეს სამართლებრივ სახელმწიფოს შეეფერება”, _ ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

სტამბოლის ტერაქტების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ მასშტაბური რეიდები დაიწყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეცოპერაციები ქვეყნის 4 პროვინციაში ჩატარდა. დაკავებულია 100-მდე ადამიანი. ისინი პროქურთული ხალხთა დემოკრატიის პარტიის წევრები არიან. დაკავებულთა შორის რამდენიმე პარტიული მაღალჩინოსანიცაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here