Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპარლამენტის გეგმებში უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა არ შედის

ევროპარლამენტის გეგმებში უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა არ შედის

544

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ე.წ. ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხის განხილვა გადადო. ამის თაობაზე უკრაინული ტელეარხი “112” იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, საკითხის განხილვა 1 თებერვლისთვის გადაიდო. აქამდე ევროპარლამენტის დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად 18 იანვარი იყო მითითებული, თუმცა უკრაინის საკითხმა თებერვლისთვის გადაიწია. საქართველოს საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად კი კვლავ 18 იანვარი დარჩა.

“ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულება არ უნდა დაიკისროს”, _ ამ ინიციატივით ბრიუსელს ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მიმართა. მარკ რიუტეს თქმით, ჰოლანდიურმა მხარემ უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტი მოამზადა, რომელსაც განსახილველად ევროპის საბჭოს სხდომაზე გაიტანს. სხდომა ბრიუსელში 15-16 დეკემბერს გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here