Home რუბრიკები პოლიტიკა ეშტონ კარტერი: აშშ-ის დაპირება _ დაიცვას ისრაელი ურყევი რჩება

ეშტონ კარტერი: აშშ-ის დაპირება _ დაიცვას ისრაელი ურყევი რჩება

475

“ჩვენ ერთად ვიბატონებთ ცაში”, _ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა ისრაელის საჰაერო ძალების ნევატიმის ავიაბაზაზე ისრაელისთვის მეხუთე თაობის F-35-ის ტიპის გამანადგურებელის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ეშტონ კარტერის განცხადებით, “არ არსებობს ისრაელსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის უკეთესი სიმბოლო, ვიდრე F-35-ია. მისი განმარტებით, ის ბევრი საფრთხე, რომლის წინაშე ისრაელი სხვადასხვა მხრიდან ყოველდღიურად დგას, მიზეზია იმისა, რატომ აქვთ აშშ-სა და ისარაელს ასეთი მჭიდრო კავშირები.

“აშშ განაგრძობს ისრაელის უზრუნველყოფას ყველაზე თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებით, მათ შორის, უფრო მეტი F-35-ებით, რაც გააძლიერებს ისრაელის თავდაცვის ხარისხს. რეგიონში არეულობის გათვალისწინებით, აშშ ახლა უფრო თავდადებულია, ვიდრე ოდესმე, ისრაელის უსაფრთხოების საკითხისადმი და აშშ-ის დაპირება _ დაიცვას ისრაელი ურყევი რჩება”, _ აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ისრაელი რეგიონში ერთადერთი მეგობარია, რომელმაც F-35 მიიღო. ეს კი ამერიკისა და ისრაელის საჰაერო ძალებს დაეხმარება უფრო მჭიდრო და ეფექტიან ურთიერთქმედებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here