Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აკრიტიკებს

დონალდ ტრამპი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აკრიტიკებს

592

დონალდ ტრამპის უკმაყოფილება უწყების მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნამ გამოიწვია, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთს არჩევნებში ტრამპის გამარჯვება სურდა, რისთვისაც რუსმა ჰაკერებმა დემოკრატიული პარტიის ოფისზე კიბერთავდასხმები განახორციელეს.

განცხადება არჩეულმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია “ფოქს ნიუსთან” გააკეთა. მას დაზვერვის სამსახურის დასკვნის არ სჯერა. ტრამპის მტკიცებით, არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტს ჰილარი კლინტონის მარცხის გასამართლებლად იყენებენ.

“ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სტატიას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. “ასეთი ბრალდებებით გამოდიან ისინი, ვინც ამტკიცებდა, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა. არჩევნები, დიდი ხანია, დონალდ ტრამპის გამარჯვებით დამთავრდა და მოვიდა დრო, ამერიკა ისევ დიადი ქვეყანა გავხადოთ”, _ ნათქვამია განცხადებაში. “ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, ტრამპს საარჩევნო კამპანიაში რუსეთი უწევდა დახმარებას, რაზეც დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს უტყუარი ინფორმაცია აქვს.

დემოკრატებისა და რესპუბლიკელებისგან შემდგარი ამერიკელი სენატორების ჯგუფი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს, _ იუწყება სააგენტო ღეუტერს. “რუსეთის აგრესიისა და რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უარყოფის ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აშშ-ს, გაზარდოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის”, _ ნათქვამია წერილში, რომლის ინიციატორი ილინოისის შტატის სენატორი რიჩარდ დურბინი და ოჰაიოს რესპუბლიკელი სენატორი რობ პორტმანი არიან. წერილს ხელს 12 რესპუბლიკელი და 15 დემოკრატი სენატორი აწერს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here