Home რუბრიკები საზოგადოება ირაკლი გოგავა: ყველა პოლიტიკოსი, ვინც მოითხოვს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას, უპასუხისმგებლოა!

ირაკლი გოგავა: ყველა პოლიტიკოსი, ვინც მოითხოვს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას, უპასუხისმგებლოა!

976

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც პოლიტიკოსებს მეტი გონიოერებისაკენ მოუწოდებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარიხუანის დეკრიმინალიზაციას. 

გუგუავას განცხადებით, მარიხუანის ლეგალიზება გამოიწვევს ქვეყნის ახალგაზრდობის ნაწილის დეგრადაციას. მისი აზრით, აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვინც მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადავიდა, სწორედ მარიხუანით დაიწყო და რომ ნარკოტიკების მომხმარებლები უფრო არიან მიდრეკილნი კრიმინალისკენ. ირაკლი გუგავას განცხადებით, ამგავრი მოცემულობის გამო კიდევ უფრო დაეცემა ახალგაზრდებში განათლების დონე.

“ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ნარკოტიკების ნებისმიერ სახეობასთან უკომპრომისო ბრძოლა და მისი წარმოება, რეალიზება, მოხმარება უნდა იყოს დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსით. ყველა პოლიტიკოსი, ვინც მოითხოვს ნარკოტიკების ლეგალიზებას/დეკრიმინალიზაციას, არის აბსოლიტურად უპასუხისმგებლო და არ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. მათი მიზანია იაფფასიანი პოპულიზმი ქვეყნის ინტერესების ზიანის ხარჯზე”, – წერს ირაკლი გოგავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here