Home რუბრიკები ეკონომიკა 1 იანვრიდან ყველაზე იაფფასიანი სიგარეტის ფასი 3 ლარი იქნება

1 იანვრიდან ყველაზე იაფფასიანი სიგარეტის ფასი 3 ლარი იქნება

ახალი წლიდან საქართველოში სიგარეტი გაძვირდება. მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით. 

როგორც თამბაქოს იმპორტიორები და ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, სიგარეტზე აქციზის ამ ნიშნულით მატება მათთვის სრულიად მოულოდნელია და მთავრობის ადმინისტრაციას ან ეკონომიკურ გუნდს ბიზნესთან კონსულტაცია არ გაუვლია. მათივე განმარტებით, როდესაც საქმე ეხება აქციზის 60 თეთრით მატებას, ამავე დროს იზრდება ადვალური გადასახადიც, ვინაიდან იგი სწორედ ფასის მიხედვით განისაზღვრება. ამ დროისთვის ბაზარზე 1 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის ფასი დაახლოებით 1,50_2,00 ლარია, 1 იანვრიდან კი ამას უკვე ემატება აქციზის გადასახადი, ადვალური გადასახადი, ინფლაციის მაჩვენებელი და ეროვნული ვალუტის გაუფასურება. შესაბამისად, იმპორტიორები ამბობენ, რომ 1 კოლოფი სიგარეტის მინიმალური ფასი დაახლოებით 3 ლარი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here