სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირების კონტროლს ააქტიურებს. ამ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც სააგენტო განმარტავს, სავალდებულოა, ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტებისა და საკვები დანამატების შესახებ.
“სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს პურის უვნებლობის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო პურის უვნებლობასა და ეტიკეტირების წესის დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს ააქტიურებს. სავალდებულოა, ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტებისა და საკვები დანამატების შესახებ”, _ აცხადებენ სააგენტოში. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის _ ზურაბ ჩეკურაშვილის თქმით, პირველადი მოხმარების სურსათის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია, ამდენად, მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია.