Home რუბრიკები პოლიტიკა აურზაურის მიზეზი რუსეთის უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების დაუფლების სურვილია

აურზაურის მიზეზი რუსეთის უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების დაუფლების სურვილია

818

ნაპოლეონ ბონაპარტესგან მოყოლებული, ვიდრე დღემდე, 200 წელიწადია, “ველურრუსეთსა და დანარჩენცივილიზებულდასავლეთს შორის დაპირისპირება მეტნაკლები ინტენსივობით პერმანენტულად მიმდინარეობს. რატომ? _ იმიტომ, რომ XIX საუკუნეში იმხანად მსოფლიოს უძლიერესი იმპერიის, დიდი ბრიტანეთის, ინტერესებში არჯდებოდარუსეთის მართლმადიდებელი იმპერიის არსებობა და სწორედ ბრიტანეთის მეცადინეობის შედეგად შეესია მთელი ევროპის მფლობელი ბონაპარტე რუსეთს, მაგრამ მანამდე უძლეველმა იმპერატორმა ისეთი მარცხი იწვნია, რომ ევროპაც დაკარგა, საფრანგეთიც და სიცოცხლე წმინდა ელენეს კუნძულზე დაასრულა.

XIX საუკუნის 50-იან წლებში ბრიტანეთი არც პირდაპირ სამხედრო აგრესიას მორიდებია საფრანგეთის რიგით მეორე რესპუბლიკასთან ტანდემში ყირიმის დასაუფლებლად წარმოებულ ომში, რომელიც სევასტოპოლის გმირული ეპოპეის სახელით შევიდა რუსეთის ისტორიაში. თუნდაც ეს ფაქტიც კმარა იმის დასტურად, რომ ყირიმი, მას შემდეგ, რაც 1783 წელს ეკატერინე დიდმა მიუერთა რუსეთს, ყოველთვის იყო რუსეთის განუყოფელი ნაწილი და ამ ტერიტორიასთან უკრაინას საერთო არაფერი აქვს…

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კი რუსეთი და ბრიტანეთის სამეფო ერთ სამხედრო კოალიციაში შედიოდნენ _ ანტანტაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის დაზვერვა ყოველმხრივ ხელს უწყობდა რუსეთში რევოლუციური ელემენტების გაძლიერებას და სწორედ მათი დამსახურებაა 1917 წლის ჯერ თებერვლის რევოლუცია და შემდეგ _ ბოლშევიკური გადატრიალება; შედეგად, რუსეთს, შეიძლება ითქვას, გამარჯვება მოჰპარეს და სამოქალაქო ომის ხანძარში გახვიეს. ხოლო მისი ადგილი და შესაბამისი დივიდენდებიც, როგორც გამარჯვებულმა, აშშ-მა სრულიად დაუმსახურებლად მიიღო, რადგან აშშ პირველ მსოფლიო ომში მის დამთავრებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე ჩაება და შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად მსხვერპლი არ გაუღია.

ეს იყო პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც იგი ამერიკის კონტინენტს გარეთ გამოჩნდა სამხედრო ასპარეზზე და სწორედ აქედან იღებს სათავეს ე.წ. ანგლოსაქსური ხაზი, რომელიც დღესაც მოქმედებს ვაშინგტონ-ლონდონის სტრატეგიული მოკავშირეობის სახით.

შემდეგი გლობალური განსაცდელი კაცობრიობას მოევლინა ფაშიზმის სახით, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია. სტალინრუზველტჩერჩილის კოალიციამ სძლია ჰიტლერულ გერმანიას. ამ ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი სსრკ-მა გაიღო და თითქოს სამი სუპერსახელმწიფოს მშვიდობიან თანამშრომლობას ვერაფერი შეუშლიდა ხელს, მაგრამ ომის ხანძარი ჯერ კიდევ ბოლავდა, როდესაც უინსტონ ჩერჩილმა ქალაქ ფულტონში გამოსვლისას “ცივი ომის” დაწყება აუწყა მსოფლიოს. “ცივი ომი” კი, რომელიც დროდადრო ცხელ ფაზაში გადადიოდა, კორეა იქნებოდა ეს, ვიეტნამი თუ ავღანეთი, პრაქტიკულად, აშშ-ისა და სსრკ-ის, გნებავთ, ნატო-”ვარშავის პაქტის” სამხედრო დაპირისპირება იყო.

“ცივ ომში” ბოროტების იმპერიად წოდებული სსრკ დამარცხდა, არსებობა შეწყვიტა და თითქოს საყოველთაო მშვიდობას უნდა დაესადგურებინა მსოფლიოში, მაგრამ არა _ დამაბალანსებელი ძალის (წაიკითხე, სსრკ) გარეშე დარჩენილმა დასავლეთმა (წაიკითხე _ აშშ) გადაწყვიტა, მსოფლიო ჟანდარმის როლი მოერგო, რასაც წინააღმდეგობას ვერ უწევდა ლიბერალების ხელში ჩავარდნილი, ელცინის მიერ გაყიდული, დაჩოქებული რუსეთი და, რომ არა ვლადიმერ პუტინი, ახლა მსოფლიო ვაშინგტონის გემოვნების მიხედვით იცხოვრებდა.

ეს, არცთუ მცირე ისტორიული ექსკურსი იმის წარმოსაჩენად დამჭირდა, რომ რუსეთს, განსაკუთრებით ბოლო ორი საუკუნეა, მსოფლიო ებრძვის, მიუხედავად იმისა, ეს ქვეყანა როგორი იყო _ რომანოვების მართლმადიდებლური იმპერია, სტალინის ათეისტური სსრკ თუ მისი სამართალმემკვიდრე კაპიტალისტური რუსეთი.

ანუ, იდეოლოგიის მიუხედავად, ებრძოდნენ, ებრძვიან და მომავალშიც იბრძოლებენ რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მათ რუსეთის, როგორც მოცემულობის, არსებობა აღიზიანებთ და ამ აურზაურის მიზეზი რუსეთის უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების დაუფლების სურვილია.

მკითხველს შევახსენებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის, 2012 წლის გულწრფელ განცხადებას: დიდი უსამართლობაა, მსოფლიო რესურსების 40% მხოლოდ რუსეთს რომ ეკუთვნის”.

ამას დავუმატოთ ისიც, რომ ვლადიმერ პუტინის რუდუნებით მკვდრეთით აღმდგარი რუსეთი შეიქნა ერთადერთი აუღებელი ბასტიონი ნეოლიბერალური, პრაქტიკულად სატანისტური იდეოლოგიის გავრცელების გზაზე და, რა მუცლის გვრემაც სჭირთ ჯერ ბრიტანული “ბრექსიტისა” და შემდეგ დონალდ ტრამპის არჩევის გამო ისტერიკაში ჩავარდნილ ვაშინგტონელ თუ ბრიუსელელ ლიბერასტებს, გასაგებია.

დღეს კულტურული კაცობრიობის ყურადღება და იმედიანი მზერა სირიისკენ არის მიპყრობილი, რადგან იქაც, როგორც ადრე და ყოველთვის, რუსეთი მარტოდმარტო ებრძვის ისლამისტ ტერორისტებს და სირიის მეორე დედაქალაქი ალეპო პრაქტიკულად აღებულია ბაშარ ასადის სამთავრობო ჯარების მიერ. გათავისუფლებულია ათიათასობით მშვიდობიანი ადამიანი, რომლებიც მძევლად ჰყავდათ აყვანილი ისლამისტ კაციჭამიებს.

და, რას აკეთებს ამ მომენტში 67-სუბიექტიანი კოალიციის მეთაური ბარაკ ობამა?

ალბათ, მთელი 200 წლის განმავლობაში არ ჰყოლია აშშ-ს ისეთი კოჭლი იხვი, როგორიც ბარაკი ბრძანდება _ აშკარად და უსირცხვილოდ, შეგნებულად უქმნის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისეთ პრობლემებს, რომ ვერ მან შეძლოს მთავარი დაპირების შესრულება _ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება.

ამას წინათ კანადის, აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის პირველმა პირებმა ნიანგის ცრემლების ღვარღვარის ფონზე საგანგებო განცხადება გააკეთეს და ალეპოში ცეცხლის დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდეს რუსეთს, მაგრამ უარი მიღეს, რადგან მსგავსი პაუზები, როგორც წესი, მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად კი არა, ისლამისტების გადასაჯგუფებლად და მოსამარაგებლად კეთდებოდა.

ანალოგიური ფორუმი, ოღონდ საგარეო მინისტრების ფორმატში, 9 დეკემბერს პარიზში გაიმართა, სადაც ჯონ კერიმ, არც მეტი, არც ნაკლები, გულმოწყალებისკენ მოუწოდა პუტინს და იცით, ვის მიმართ? _ ალეპოში ბლოკირებული შეიარაღებული ოპოზიციის მიმართ.

ამ ფარისევლობის შემხედვარეს მახსენდება რეზო ჩხეიძის “ღიმილის ბიჭებიდან” მღდვლის ნათქვამი ფრაზა გერმანელი ფაშისტების მიმართ: “მაგათ არ აქვთ ყველაზე მთავარი _ სიმართლე”…

კიდევ ერთ პარალელს, ოღონდ ამჯერად ნაცებთან, ვავლებ ხოლმე, როდესაც ორმაგი სტანდარტების დიდოსტატ, სასიკვდილო აგონიაში მყოფ დასავლელ ლიდერებს ვუსმენ _ მათაც, ისევე, როგორც მათ მიერ გამოზრდილ ნაცებს, მორალური უფლება არ აქვთ, გულმოწყალებაზე, ჰუმანურობაზე ისაუბრონ, რადგან ეს ის ანგლოსაქასები არიან, რომლებმაც 1945 წლის გაზაფხულზე ღამით დაბომბვისას მიწასთან გაასწორეს ქალაქი დრეზდენი, რომელშიც არავითარი სამხედრო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და ათეულ ათასობით მშვიდობიან გერმანელს, ძირითადად, ბავშვებს, მოხუცებსა და ქალებს სიცოცხლე მოუსწრაფეს. აღარაფერს ვიტყვი ბელგრადის მიწასთან გასწორებაზე ნატოს ავიაციის მიერ…

დონალდ ტრამპი განაგრძობს თავისი გუნდის ჩამოყალიბებას და მსოფლიო საზოგადოების სასიამოვნოდ გაოცებას:

ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის უფროსად ხომ მართლმადიდებელი ქრისტიანი დანიშნა და ახლა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მსხვილი ბიზნესმენის, რექს სტივენსონის, დანიშვნას აპირებს, რომელმაც 2011 წელს რუსეთთან მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლისთვისაც ვლადიმერ პუტინმა ხალხთა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.

ამ ცნობამ კიდევ ერთხელ ააღნავლა ამერიკული მედია, _ ტრამპის გამარჯვებაში რუსეთის ხელი ურევიაო, ხოლო აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ოფიციალური დასკვნა გამოაქვეყნა რუსეთის მხრიდან კიბერშეტევებით ტრამპის დახმარების დასადასტურებლად. ცსს-ს დასკვნას აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ტყუილი უწოდა, _ ეს ის ხალხია, რომელმაც თავის დროზე სადამ ჰუსეინს ბაქტეროლოგიური იარაღი “აღმოუჩინაო”.

სააგენტო “ბლუმბერგმა” კი გამოაქვეყნა მომავალი წლის საინტერესო პროგნოზები, რომელთა მიხედვით, დასავლეთი ცნობს ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაზე რუსეთის უფლებებს; დაიწყება აშშის ეკონომიკის აღმავლობა; გამყარდება რუსული რუბლი; ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში ლიბერალ ლიდერებს კონსერვატიული ნაციონალური ლიდერები შეცვლიან, მარინ ლე პენს ახლავე ულოცავენ საფრანგეთის პრეზიდენტობას და ყველაზე მთავარი _ ევროკავშირის შიგნით აღდგება ნაციონალური საზღვრები, ევროპელების ლექსიკაში დაბრუნდება სიტყვები _ “სამშობლო”, “ერი”, ლიბერალებისთვის მიუღებელი სხვა ტერმინები, და ამით დასრულდება შენგენის პროექტი.

“ბლუმბერგის” ეს პროგნოზები თუნდაც იმიტომ არის ყურადსაღები, რომ სწორედ ამ სააგენტომ იწინასწარმეტყველა “ბრექსიტი” და დონალდ ტრამპის არჩევა…

ერთი სიტყვით, თანამედროვე ნეოლიბერალებს შავი დღე დაუდგებათ. მათ, ბოლო 30 წელიწადია, წაბილწეს ქვეყანა მამათმავლობის ცოდვის, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებისა და ინცესტის დაკანონებით. სადაც ეს მოასწრეს და შეძლეს, პრაქტიკულად, შექმნეს არათუ უღმერთო (ათეიზმი ნეოლიბერალიზმთან შედარებით ნეტარებაა), არამედ სატანისტური საზოგადოებები.

აქამდე ამ ყველაფერს მარტო ებრძოდა პუტინის რუსეთი და, თუ ამ საქმეში დონალდ ტრამპის ამერიკაც ამოუდგება, ამას რაღა სჯობს, მაგრამ…

დავით მხეიძე

P.S. წერილზე მუშაობისას საგანგაშო ამბავი შევიტყვე _ ანტიკური პალმირა, რომელიც ამა წლის მარტში რუსეთის ძალისხმევით გაათავისუფლეს, კვლავ დაიბრუნეს ისლამისტმა ტერორისტებმა _ აი, ასეეხმარებააშშ რუსეთს მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში. 5000-მა ტერორისტმა ტანკებითა და ჯავშანმანქანებით ისე გაიარეს აშშის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე 200 კილომეტრი პალმირამდე, რომ ამერიკელებმა ვერ შეამჩნიეს?

ასე რომ, გათავისუფლებულ პალმირაში სიმფონიური კონცერტის გამართვა ცოტა ნაადრევად მოუვიდათ რუსებს, მაგრამ ნათქვამია _ ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამიერიდან არავითარი პაუზები, ცეცხლის შეწყვეტა და სხვა სენტიმენტები

2 COMMENTS

  1. ტერორისტობანა გაითამაშეს და მართლა ტერორი მიიღეს. სამართლიანი, ნამდვილი ბრძოლის მაგივრად უფრო ხელს უწყობენ და აძლიერებენ მკვლელებს. მათ ვინც საკუთარი ხალხი არ დაინდეს და ლეგირებულ ოლადის კარკასებში ჩასმული შენობები ხალხიანად მიწასთან გაასწორეს, სხვას ვის დაინდობენ???? მაგთთვის ორმაგი და სამმაგი სტანდარტები ჩვეულებრივი მოვლენაა! ამიტომ ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ წინასწარი სიხარულისგან…… ბატონ ტრამპის გამარჯვებას მეც მივესალმები, მაგრამ იმის და მიხედვით თუ როგორ დაიწყებს წინასაარჩევნოდ დაპირებების შესრულებას! ღმერთმა ქნას ქართული ანდაზა გამართლდეს-\\\”თხა იყოს-ტყუპი მოიგოს\\\”! რუსეთი კი იყო, არის და იქნება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here