Home რუბრიკები პოლიტიკა The Wall Street Journal: ანგელა მერკელის კრიზისი

The Wall Street Journal: ანგელა მერკელის კრიზისი

499

გამოცემა ჩამოთვლის ოთხ მკაცრ გამოცდას, რომლებიც ელოდება შესაძლო მეოთხე ვადით არჩეულ გერმანიის მოქმედ კანცლერს _ ანგელა მერკელს.

ქალბატონ მერკელს გადაწყვეტილი აქვს, მეოთხედაც იბრძოლოს კანცლერობისთვის. თუ გაისად გაიმარჯვებს, რაც მოსალოდნელია, გაიმეორებს რეკორდს, რომელიც დაამყარა ჰელმუტ კოლმა. ის კანცლერის თანამდებობაზე ყველაზე დიდხანს იყო.

ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრება იშვიათად არის უხინჯო. უკან დარჩა ის დღეები, როცა მერკელს ევროპის “დედოფალსა” და “იმპერატრიცას” უწოდებდნენ. მას ლეგენდარულმა წინასწარგანჭვრეტამ უღალატა და უამრავმა ლტოლვილმა ახლო აღმოსავლეთიდან წალეკა გერმანია.

ევროპის დანარჩენ ნაწილთან შედარებით, გერმანია სამოთხედ არის მიჩნეული, ლიბერალურ სახელმწიფოდ ეკონომიკაში სრული დასაქმებით. ბერლინი დღეს მთავარ ძალად წარმოგვიდგება, რომელიც დუმს, რადგან დიდი ბრიტანეთი უკვე გასასვლელისკენ გაემართა, საფრანგეთი სტაგნაციაში გაიყინა, იტალია კი სულს ღაფავს მმართველობითი ქაოსის მორევში.

პირველი შტორმი, რომელიც მერკელს ემუქრება, “ბრექსიტია”. დიდი ბრიტანეთი ემშვიდობება ევროკავშირს ყველაზე უფრო მკაცრი სცენარით. სეცესია გაჩერებაზე უფრო მეტს ნიშნავს. ერთი ნაბიჯის უკან გადადგმით ბერლინი გაბედნიერდება, რადგან აღკვეთს ბრიტანული სენის შემდგომ გავრცელებას.

მეორე შტორმი შენგენის დასრულებაა, პორტუგალიიდან პოლონეთში უპასპორტო მოგზაურობისა. შარშან, როცა ლტოლვილები ევროპისკენ დაიძრნენ, მერკელი ემუდარებოდა ევროკავშირის დედაქალაქებს, გაენაწილებინათ ეს ტვირთი, მაგრამ მათ გადაკეტეს თავიანთი საზღვრები. ეროვნულმა ეგოიზმმა კოლექტიური სოლიდარობა დაჯაბნა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, დასრულება კიდევ ერთი ოცნება.

მესამე პრობლემა დაკავშირებულია ევროსთან. შენგენის მსგავსად, ერთიანი ვალუტა დაუძლეველი საქმე აღმოჩნდა. გერმანიის გარდა, დანარჩენი ევროპა უარს ამბობს, აღადგინოს კონკურენტუნარიანობა და თავისი ანგარებიანი მიზნების ერთგული რჩება. საბერძნეთისთვის დახმარების გაწევა იოლია, მაგრამ, თუ რომი დაეცემა, ევროც გარდაიცვლება.

მეოთხე გამოწვევა ტრამპის ამერიკაა. არჩეული პრეზიდენტი დაემუქრა ევროპას, რომ ბოლოს მოუღებს ლიბერალურ წესრიგს, რომელსაც აშშ 70 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა. იგი თავისუფალი ვაჭრობის ნაცვლად პროტექციონიზმს დაჰპირდა და თავის მოკავშირეებს განუცხადა: გადაიხადეთ, ან უარს ვიტყვით თქვენზე. ტრამპს სურს, ლოიალური იყოს პუტინთან და “გარიგების ხელოვნების” თავისი უნარი გამოიყენოს ჩინელებთან ურთიერთობაში. თუ იგი შეძლებს აშშ-თან სამთა კავშირში გააერთიანოს ეს ორი გლობალური რევიზიონისტული გიგანტი, ევროპა მეორე პლანზე გადაიწევს.

ეს ოთხივე შტორმი ერთდროულად თავს დაატყდება მერკელს. მან უნდა გამოიყენოს მისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება წარმატების მისაღწევად, რათა განამტკიცოს კოალიცია. მან უნდა მოახერხოს საფრანგეთის პრეზიდენტად ფრანსუა ოლანდის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად კი ტერეზა მეის არჩევა. გერმანია ყოველთვის იყო ძლიერი, მაგრამ არასოდეს ჰქონდა საკმარისი ზალა მარტო მოქმედებისა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა ამერიკის გარეშე მოსკოვის გეოპოლიტიკური ოცნება იყო იოსებ სტალინიდან მოყოლებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here