Home რუბრიკები პოლიტიკა დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

656

ოპერაციაგლადიოდა ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში

ბიბისისჟურნალისტმა პიტერ მარშალმა ინტერვიუ ჩამოართვა გენერალ ჯერარდო სერავალეს, რომელიც 1971-1974 წლებში მეთაურობდა იტალიურიგლადიოსქვედანაყოფს და პირდაპირ ჰკითხა ბრიტანელების როლის შესახებ საიდუმლო არმიების ფორმირების საქმეში. იტალიელმა გენერალმა დაუდასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ინტენსიური იყო: “მე მოვიწვიე ისინი (ბრიტანელები), რადგან მანამდე ჩვენ უკვე ვიყავით ინგლისში მათ ბაზებზე, რომლებსაც ბრიტანელების საიდუმლო არმიები იყენებდნენ, და შევთავაზე, საპასუხო ვიზიტით ჩამოსულიყვნენ ჩვენთან”.

ჟურნალისტმა ჰკითხა რესპონდენტს: “სად არის განლაგებული ბრიტანეთის საიდუმლო ქვედანაყოფების ბაზა?” პასუხად გენერალმა სერავალემ გაიცინა და უპასუხა: “ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერ გეტყვით, სად არის ბაზები, რადგან ეს თქვენივე ქვეყნის საიდუმლო ინფორმაციის ზონაში შედის”. მარშალმა, გარანტირებული პასუხი რომ მიეღო, შემდეგი შეკითხვა დაუსვა: “ბრიტანელებმა შთაბეჭდილება თუ მოახდინეს თქვენზე?” შერავალემ უპასუხა: “დიახ, მოახდინეს. იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან ეფექტიანი იყო, კარგად ორგანიზებული და პერსონალიც _ შესანიშნავი”.

ერთი წლის შემდეგ “ბი-ბი-სიმ” კვლავ წამოწია “გლადიოს” საკითხი და აჩვენა ალან ფრანკოვიჩის სამი შესანიშნავი ფილმი “გლადიოს” შესახებ. ცოტა ვინმეს თუ ჰქონდა მწვავე დოკუმენტური ფილმების შექმნის ისეთი უდიდესი გამოცდილება, როგორიც რეჟისორ ფრანკოვიჩს, რომელმაც 1980 წელს თავისი ფილმით “ცსს-ს შიგნით” აჩვენა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ბნელი მხარე. ბერლინის კინოფესტივალზე ფრანკოვიჩმა მიიღო ჟიურის სპეციალური პრემია საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის.

შემდეგ ფრანკოვიჩმა დაიწყო “გლადიოს” საკითხის შესწავლა და ფილმით “მალტის ორმაგი ჯვარი” 1995 წელს წარმოაჩინა კავშირი პანამის #103 რეისის 1988 წელს ლოკერბის თავზე კატასტროფასა და ირანული #655 რეისის დაღუპვას შორის, რომელიც შემთხვევით ჩამოაგდო აშშ-ის საზღვაო სამხედრო კრეისერმა “ვინსენმა” იმავე წელს. “მართლაც იშვიათნი არიან და ფანტასტიკის ზღვარს მიღმა დგანან ადამიანები, ჭეშმარიტების ჯვაროსნები, რომლებიც კვლავ და კვლავ იგდებენ თავს საფრთხეში, როგორც ამას ფრანკოვიჩი იქმოდა”, _ იხსენებდა მისი მეგობარი ტემ დელიელი. რეჟისორი გულის შეტევით დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში, როცა შეერთებულ შტატებში ჩავიდა. იგი გარდაიცვალა ტეხასის შტატში, აეროპორტ ჰიუსტონის ტერიტორიაზე 1997 წლის 17 აპრილს.

უმეტესად ინტერვიუებზე დაფუძნებული და იტალიასა და ბელგიაში “გლადიოზე” ფოკუსირებული დოკუმენტური გადაღებები წარმოგვიდგენს “გლადიოს” ოპერაციების ისეთ მნიშვნელოვან ფიგურებს, როგორებიც იყვნენ P2-ის მეთაური ლიციო ჯელი, იტალიელი მემარჯვენე აქტივისტი ვინჩენცო ვიჩიგერა, იტალიელი მოსამართლე და “გლადიოს” პირველაღმომჩენი ფელიჩე კასონი, “გლადიოს” იტალიელი მეთაური ჯერარდო სერავალე, სენატორი როჯერ ლალემანდა, “გლადიოს” საქმიეს ბელგიის საპარლამენტო გამოძიების ხელმძღვანელი დეციმო გარაუ, სარდინიაში “გლადიოს” ბაზის ყოფილი იტალიელი ინსტრუქტორი უილიამ კოლბი, ცსს-ს ყოფილი დირექტორი (გვარი დასახელებული არ არის) და ბელგიის ჟანდარმერიის წევრი მარტილ ლეკეუ. ეს მხოლოდ ზოგიერთი სახელია.

რეი კლაინმა, ცსს დირექტორის მოადგილემ 1962-1966 წლებში, ფრანკოვიჩის კამერის წინ განაცხადა: “საიდუმლო არმიების შექმნა, ჩემი აზრით, აუცილებელი იყო იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვყოფილიყავით: თუ მოხდებოდა უარესი, თუ ხელისუფლებაში მოვიდოდა კომუნისტური პარტია, ყოველთვის გვეყოლება რამდენიმე აგენტი, რომლებიც შეგვატყობინებდნენ, რაც გარშემო ხდებოდა”.

კლაინი განაგრძობდა: “გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთი მემარჯვენე ჯგუფი გადმოვიბირეთ და საიდუმლო არმიებში გავაწევრეთ იმიტომ, რომ ეცნობებინათ ჩვენთვის მოსალოდნელი ომის დაწყება. ამიტომაა ნორმალური მემარჯვენეების გამოყენება არა პოლიტიკური, არამედ მხოლოდ დაზვერვის მიზნით”.

ლონდონურმა გაზეთებმა მეორე დღესვე აღნიშნეს, რომ ეს იყო “ერთ-ერთი იმ პროგრამათაგანი, რომლის ნახვის შემდეგ გექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი დაამხობს მთავრობას, მაგრამ საეჭვოა, ტელევიზიის ამნეზიის წყალობით ეს პროგრამა მომდევნო დილას მოხსენიებული იყოს”.

საიდუმლო ომი ამერიკის შეერთებულ შტატებში

მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს უბრძანა, ატომური ბომბები ჩაეყარათ იაპონიის ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა 1945 წლის სექტემბერში. იმ პერიოდში, როცა დასავლეთ ევროპის ეკონომიკა ნანგრევებად იყო ქცეული, აშშ განაგრძობდა თავისი ეკონომიკის ზრდას, მაგრამ, თავისი სამხედრო ძლიერების ზრდისა და ეკონომიკური აღმავლობის მიუხედავად, თეთრ სახლს აშინებდა მსოფლიო კომუნიზმის გავლენის დაუბრკოლებელი ზრდა.

მას შემდეგ, რაც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს 1918-1920 წლებში ხელი მოეცარათ საბჭოთა კავშირში შეჭრის ერთობლივ საქმეში, საბრძოლო კავშირი წითელ არმიასთან მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მხოლოდ ორ მიზანს ისახავდა: ჰიტლერისა და მუსოლინის დამარცხებას და ევროპის გათავისუფლებას. ომის დამთავრებისთანავე განახლდა მტრული დამოკიდებულება, ყოფილი მოკავშირეები მოწინააღმდეგეებად იქცნენ ცივ ომში.

მაშინ, როცა აშშ დასავლეთ ევროპაში უზრუნველყოფდა ომისშემდგომ მშვიდობას და ებრძოდა მემარცხენეებს საბერძნეთში, საბჭოთა კავშირმა, სტალინის ხელმძღვანელობით, უზრუნველყო უსაფრთხოება აღმოსავლეთ ფრონტზე, საიდანაც XX საუკუნის განმავლობაში ორჯერ შეუტიეს ორი მსოფლიო ომის დროს. ტრუმენი დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს მარიონეტული კომუნისტური რეჟიმის დამყარებას პოლონეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, უნგრეთში, რუმინეთსა და ჩეხოსლოვაკიაში, რადგან, შეზღუდული სუვერენიტეტის დოქტრინიდან გამომდინარე, სტალინმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაუქვემდებარა ადგილობრივი ოლიგარქების, მკაცრი სამხედროებისა და საბჭოთა საიდუმლო სამსახურის _ კა-გე-ბეს, კონტროლს. ტრუმენი, აგრეთვე, დარწმუნებული იყო, რომ დასავლეთ ევროპის ნომინალურად სუვერენულ დემოკრატიებში აუცილებელი იყო, საიდუმლო ბრძოლა ეწარმოებინა კომუნისტური პარტიის გავლენის წინააღმდეგ და დაესუსტებინა იგი. ცსს, აგრეთვე, ცდილობდა, შეექმნა საიდუმლო არმიები ჩინეთში, რათა შეეჩერებინა კომუნიზმის წინსვლა, მაგრამ დამარცხდა, რადგან 1949 წელს მაომ და ჩინეთის კომპარტიამ შეძლეს კონტროლის სადავეების ხელში აღება. ცსს-ს ყოფილი დირექტორი უილიამ კოლბი იხსენებდა: “ყოველთვის მაინტერესებდა, იმუშავებდა თუ არა ჩვენ მიერ შექმნილი საიდუმლო არმიების ქსელი საბჭოთა წესების მიხედვით. ვიცით, რომ ასეთი ქსელების შექმნის ჩვენი მცდელობა ჩავარდა, მაგალითად, ჩინეთში 1950 წელს და ჩრდილოეთ ვიეტნამში 1954 წელს”.

1950 წელს კორეის ომის შემდეგ, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის, აშშის არმია ცდილობდა, შეემცირებინა კომუნიზმის გავლენა ჩრდილოეთ კორეაში, მაგრამ ვერ შეძლო.

ამას გარდა, ცსს მცდელობა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დივერსიული ოპერაციების განხორციელებასა და საიდუმლო არმიების შექმნაზე კონტროლი დაემყარებინა, ასევე კრახით დასრულდა. “ჩვენ ვიცით, რომ მათი შექმნა გარედან ძალისხმევით შეჩერდა 1950-იან წლებში პოლონეთისა და ალბანეთის საიდუმლო პოლიციების დივერსიების შედეგად”, _ იხსენებდა კოლბი აშშ-ის ანტიკომუნისტური საიდუმლო არმიების შექმნის ამაო მცდელობას.

ცივი ომის თეთრი სახლის მესვეურთათვის ომი 1945 წელს არ დამთავრებულა, ის შეიცვალა ჩუმი საიდუმლო ომით, რადგან საიდუმლო სამსახურები სახელმწიფოს მართვის სერიოზული იარაღი გახდა. აშშ-ის პრეზიდენტი ტრუმენი 1944 წელს დათანხმდა უილიამ დონოვანის წინადადებას, რომელიც ომის დროს სათავეში ედგა სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს (სსს) და შეეცადა, შეექმნა აშშ-ის საიდუმლო სამსახური მშვიდობიან პერიოდში სამუშაოდ და საზღვარგარეთ დივერსიული ოპერაციების ჩასატარებლად კომუნისტებისა და აშშ-ის სხვა გამოვლენილი მტრების წინააღმდეგ, მაგრამ ედგარ ჰუვერი, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის გფბ-ს დირექტორი, ძლიერ აღაშფოთა რუზველტის გეგმამ, რადგან შეეშინდა, რომ დაკარგავდა უფლებას, განეხორციელებინა დაზვერვა და საიდუმლო ოპერაციები, ამიტომ ჰუვერმა მოაწყო დონოვანის ჩანაწერებისა და რუზველტის განკარგულების თაობაზე ინფორმაციის გადინება გაზეთ “ჩიკაგო ტრიბუნის” რეპორტიორის დახმარებით. შედეგად 1945 წლის 9 თებერვალს გაზეთი აჭრელდა სათაურებით: “სუპერჯაშუშური სისტემის ახალი კურსის შექმნა”, “ჯაშუშობა შინ და გარეთ”, “განიხილავენ სუპერგესტაპოს შექმნის საკითხს”.

“ჩიკაგო ტრიბუნი” იუწყებოდა, რომ “უმაღლეს წრეებში, სადაც ცირკულირებს მემორანდუმის პროექტი და ბრძანების პროექტი, დასაგეგმი ქვედანაყოფი ცნობილია “ფრანკფურტის გესტაპოს სახელწოდებით”… იხსენებენ საიდუმლო პოლიციის _ გესტაპოს მიერ ჩადენილ საშინელებებს. სტატიაში ლაპარაკია ახალი საიდუმლო სამსახურის შესახებ, რომელიც გამიზნულია საიდუმლო ომების საწარმოებლად და “დივერსიების განსახორციელებლად… საზღვარგარეთ. მას მიამაგრებენ საქმიანობისთვის აუცილებელ სამხედრო და საზღვაო შტატს”.

რადგან გერმანული საიდუმლო პოლიციის _ გესტაპოს საქმიანობა ჯერ კიდევ არ დავიწყებოდათ ადამიანებს, აშშ-ის მოქალაქენი შეშფოთდნენ და მრისხანე სახალხო პროტესტებმა, გფბ-ის დირექტორის _ ჰუვერის გასაოცრად, ძირშივე მოსპო დონოვანის ინიციატივა, მაგრამ ახალი ამერიკული საიდუმლო სამსახურის შექმნის თაობაზე საუბარი გრძელდებოდა უმაღლეს დონეზე უმკაცრესად გასაიდუმლოებულ პირობებში.

რუზველტის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა 1946 წლის იანვარში პრეზიდენტის დირექტივით დააწესა ახალი დაზვერვის ცენტრალური ჯგუფი (დცჯ), როგორც აშშ-ის ახალი საიდუმლო სამსახური მშვიდობიან დროში. ტრუმენმა ეს მოვლენა თეთრ სახლში გამართული მასშტაბური მიღებით აღნიშნა, რომელზეც თავის სტუმრებს წარუდგინა შავ ლაბადებში გამოწყობილი, შავშლაპიანი, შავულვაშიანი და ხის ხანჯლებიანი ადამიანები და მათთან ერთად ადმირალი სიდნი უილიამ სოერსი, როგორც “ცენტრალიზებული ჯაშუშობის მომავალი დირექტორი”.

დაზვერვის ცენტრალური ჯგუფი სუსტ შუალედურ სააგენტოდ რჩებოდა და ტრუმენი მალევე მიხვდა, რომ თეთრი სახლის ფარულ ხელს სჭირდებოდა გაძლიერება, ამიტომ 1947 წელს მიიღეს კანონი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა (ცსს) და ეროვნული უშიშროების საბჭოს (ეუს) შექმნას. ამჯერადამერიკულ გესტაპოსპრესა თავს არ დასხმია. საბჭო შედგებოდა პრეზიდენტისგან, ვიცეპრეზიდენტისგან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან, თავდაცვის მინისტრისგან, ცსს დირექტორისგან, გაერთიანებული შტაბების უფროსების თავმჯდომარისგან და სხვა მაღალი თანამდებობის მოხელეებისა და მრჩევლებისგან. “ეროვნული უშიშროების საბჭო (ეუს), გადაჭარბების გარეშე, ჩამოყალიბდა ყველაზე უფრო მძლავრ ორგანიზაციად ვაშინგტონში”.

მაგრამ, როგორც ყოველთვის ხდება ისტორიაში, თეთრ სახლისა და ეუს-ის ძალაუფლების კონცენტრაციამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება გამოიწვია. XXI საუკუნეში ეუს რჩება “განსაკუთრებულ დაწესებულებად, რომელიც უწინ კანონის ორივე მხარეს იყო”.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეროვნული უშიშროების კანონმა ლეგიტიმური საფუძველი შექმნა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ დივერსიული საქმიანობისა და საიდუმლო ომების საწარმოებლად, ცსს აღიჭურვა უფლებით, შეესრულებინა სხვა ფუნქციებიც და მოვალეობანიც, რომლებიც დაუკავშირდება დაზვერვას და გავლენას იქონიებს ეროვნულ უშიშროებასთან. ამ უფლების განხორციელებას კი დროდადრო გააკონტროლებს ეროვნული უშიშროების საბჭო. ეს დებულება თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს 1945 წელს ედგარ ჰუვერის გამონათქვამს.

გაუგებარი ფორმულირებები, ერთი მხრივ, მიანიშნებდა, რომ დივერსიული საქმიანობა ეფუძნება მყარ სამართლებრივ ნორმებს; მეორე მხრივ კი, საშუალებას იძლევა, თავი აარიდონ მრავალრიცხოვან ამერიკულ კანონებს, აშშ-ის კონსტიტუციას და მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას. ცსს-ს დირექტორის მოადგილემ რეი კლაინმა ამ ყველაფერს სამარცხვინო ვერდიქტი გამოუტანა: აშშ-ის კონსტიტუციის უნივერსალური “რეზინის პუნქტი”.

კლარკ კლიფორდმა მოგვიანებით ახსნა, რომ “ჩვენ არ ვახსენეთ ეს სახელწოდება (საიდუმლო დივერსიული ოპერაციები), რადგან ვხვდებოდით, რომ ეს სასარგებლო არ იქნებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის _ ამგვარ საქმიანობაში ჩვენი მონაწილეობის რეკლამირება.

პირველი ქვეყანა, რომლისკენაც თეთრმა სახლმა ახალშექმნილი ორგანიზაციის ძალისხმევა წარმართა, იყო იტალიის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული პირველი დოკუმენტი, რომელიც პირველი ნომრით არის აღრიცხული _ 1/1, 1947 წლის 14 ნოემბერი _ დეტალურად აანალიზებს შექმნილ ვითარებას და აღნიშნავს, რომ “იტალიის მთავრობა, რომელიც იდეოლოგიურად დასავლური დემოკრატიის მიმდევარია, არის სუსტი და ძლიერი კომუნისტური პარტიის მუდმივ შეტევებს განიცდის”. ამიტომ ეუს ერთ-ერთ პირველ სხდომაზე, რომელიც 1947 წლის 19 დეკემბერს გაიმართა, მიიღეს ეუს დირექტივა _ 4-A. ეს დირექტივა ითვალისწინებდა, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს _ ჰილენკოტერს განეხორციელებინა ფართო სპექტრის საიდუმლო ოპერაციები იმ მიზნით, რომ არ დაეშვა მომავალ არჩევნებში კომუნისტების გამარჯვება.

ეუს დირექტივა 4-A უმაღლეს დონეზე გასაიდუმლოებული დოკუმენტი იყო, რადგან საიდუმლო ოპერაციები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებით დელიკატური საკითხი გახლდათ. არსებობდა მხოლოდ 3 ასლი, მათ შორის ერთი ჰილენკოტერს ჰქონდა, რომელიც “განსაკუთრებულად იყო დაცული დირექტორის ოფისში, სადაც მის თანამშრომლებსაც კი არ შეესვლებოდათ”. მეორე ასლი ჰქონდა ჯორჯ ფ. კენანს სახელმწიფო დეპარტამენტში. “ამგვარი გასაიდუმლოების მიზეზი აშკარა იყო”: ცსს ოფიციალურ მატიანეში ჩაწერილია, რომ ასეთი ღონისძიება აუცილებელი იყო, რადგან ქვეყნის მოქალაქეებს თავზარი დაეცემოდათ, 4-A-ს არსებობის შესახებ რომ გაეგოთ.

იტალიაში განხორციელებული ოპერაციები წარმატებული გამოდგა, კომუნისტური მოძრაობა შესუსტდა. პრეზიდენტი ტრუმენი ისე გაიტაცა საიდუმლო ოპერაციებმა, სახელმწიფო მმართველობის იარაღმა, რომ მიიჩნია, ცსს-ს გავლენა უნდა გავრცელებულიყო იტალიის საზღვრებს მიღმაც, ამიტომ იყო, რომ 1948 წლის 18 ივნისს მიიღეს ეუს ცნობილი დირექტივა _ 10/2, რომელიც ცსს-ს უფლებას აძლევდა, სრულიად მსოფლიოში განეხორციელებინა საიდუმლო ოპერაციები, ხოლო ამ უწყებაში შეიქმნა საიდუმლო განყოფილება “სპეციალური პროექტების სამმართველოს” სახელწოდებით, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა ნაკლებად მყვირალა სახელწოდებით _ “პოლიტიკური კოორდინაციის ბიურო”. ეუს დირექტივა 10/2-A ამ ბიუროს ავალებდასაიდუმლო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებას”. საიდუმლო ოპერაციებში იგულისხმებოდა ყველა ოპერაცია, რომლებიცხორციელდება ან ფინანსდება სახელმწიფოს მიერ მტრული სახელმწიფოებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ან მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების, ან ჯგუფების მხარდასაჭერად, მაგრამ იგეგმება და ტარდება იმგვარად, რომ უცხო ქვეყნებისგან დაფარულია აშშის მთავრობის მონაწილეობა მათ განხორციელებაში, და ამგვარი ოპერაციის გამოაშკარავების შემთხვევაში აშშის მთავრობას უფლება აქვს, აიცილოს ყოველგვარი პასუხისმგებლობა მათ გამო”. ამ დირექტივით, ეს ოპერაციები ითვალისწინებს ნებისმიერ საიდუმლო ოპერაციას, რომლებიც დაკავშირებული იქნება პროპაგანდასთან, ეკონომიკურ ბლოკადასთან, აქტიურ პრევენციულ ქმედებასთან, საბოტაჟის, ანტისაბოტაჟის, ლიკვიდაციისა და ევაკუაციის ღონისძიებებთან, მტრული სახელმწიფოების წინააღმდეგ მოწყობილ დივერსიებთან, აგრეთვე, წინააღმდეგობის იატაკქვეშა მოძრაობებთან, პარტიზანების, ლტოლვილთა განმათავისუფლებელი ჯგუფებისა და ადგილობრივი ანტიკომუნისტური ფორმირებების ჩათვლით…”

აღნიშნული დირექტივა ასევე ითვალისწინებდა საიდუმლო ანტიკომუნისტური არმიების _ “გლადიოს” შექმნას დასავლეთ ევროპაში, მაგრამ უპირობოდ კრძალავდა საბრძოლო ოპერაციების განხორციელებას იარაღის ჩვეულებრივი სახეობებით, ისევე, როგორც სადაზვერვო ოპერაციების, კონტრდაზვერვის ოპერაციების. დირექტივა 10/2 სცილდებოდა იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც ტრუმენმა საჯაროდ განაცხადა “ტრუმენის დოქტრინაში” 1947 წელს.

შედარებით მოკლე, ხუთწლიან პერიოდში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას მოჰყვა, აშშ-ში შეიქმნა მძლავრი სადაზვერვო კომპლექსი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთა კონტროლს არ ექვემდებარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს მიღმა. “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შექმნისას არც მიფიქრია, რომ ორგანიზაცია იმოქმედებდა “ლაბადისა და ხანჯლის” ტაქტიკის გამოყენებით”, _ განმარტავდა დასუსტებული ტრუმენი პოსტიდან გადადგომის შემდეგ. ხოლო 1964 წელს, გარდაცვალებამდე რვა წლით ადრე, კვლავ იმეორებდა, რომ არასოდეს გეგმავდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გამოყენებას, როგორც “საერთაშორისო სააგენტოს, რომელიც დაკავებული იქნებოდა საქმიანობის არასტანდარტული სახეობების განხორციელებით”, მაგრამ მაშინ სადაზვერვო კომპლექსი ძალიან იყო დაშორებული მის კონტროლს. “ტუმენი, ჩანს, განცვიფრებული იყო მის მიერვე შექმნილი სადაზვერვო უწყების სიდიდითა და ძლიერებით”, _ ასე შეაფასა გადამდგარი პრეზიდენტის გრძნობანი ბრიტანელმა ისტორიკოსმა კრისტოფერ ენდრიუმ.

ჯორჯ კენანი, რომელიც ფანატიკურად ერთგულებდა საიდუმლო ოპერაციებს და პირწავარდნილი ანტიკომუნისტი იყო, მუშაობდა აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკური დაგეგმვის განყოფილებაში და ყოველმხრივ ხელს უწყობდა დეკლარაციით გათვალისწინებული საიდუმლო ოპერაციების განხორციელებას იტალიასა და მის საზღვრებს მიღმა. თუმცა იგი, ისევე, როგორც ტრუმენი, კარგად იყო გარკვეული, რა მოლიპულ გზაზე შედგა ამერიკის შეერთებული შტატები. “ბოლოს და ბოლოს ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ჩვენ გვემუქრება საბჭოთა კომუნიზმის პრობლემების გადაწყვეტისას, არის ის, რომ დავემსგავსოთ მოწინააღმდეგეებს”, _ აღნიშნა კენანმა თავის ცნობილ გრძელ დეპეშაში საბჭოთა კავშირის შესახებ… 30 წლის შემდეგ, უკვე მოხუცებულმა კენანმა აღიარა: “ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც წარმომედგინა”.

იმისათვის, რომ გარანტირებულად დამაჯერებლად უარეყოთ ჩადენილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ოქმების უმრავლესობა, ისევე, როგორც მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებები, მკვლევართათვის მიუწვდომელი რჩებოდა, მაგრამ უოტერგეიტის კრიზისის შემდეგ აშშის პარლამენტმა კრიტიკულად შეამოწმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და ეროვნული უშიშროების საბჭო და გამოამჟღავნა, რომევროპის 1948 წლის საყოველთაო არჩევნები პოლიტიკური კოორდინაციის ბიუროს შექმნის ძირითადი მიზეზი იყო. დასავლეთ ევროპაში კომუნიზმის გამარჯვების საფრთხემ უშუალოდ იქონია გავლენა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ოპერაციების ჩატარებაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. “ცენტრალურ პარტიებში სახსრების წარმართვისა და მედიარესურსების განვითარების გზით პოლიტიკური განვითარების ბიურო ცდილობდა, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე და დიდ წარმატებასაც მიაღწია”, _ დაწერეს სენატორებმა თავიანთ საბოლოო ანგარიშში, რომელიც 1976 წელს გამოქვეყნდა. “ამ ოპერაციებმა მოამზადა ბაზა უახლოესი 20 წლის განმავლობაში საიდუმლო მოქმედებათა წარმართვისთვის. 1952 წელს დაახლოებით 40 სხვადასხვა საიდუმლო პროექტი წარმართული იყო ერთი ევროპული ქვეყნისკენ”. პენტაგონის დაჟინებული მოთხოვნით, პოლიტიკური კოორდინაციის ბიუროს საქმიანობაში შედიოდა საიდუმლო არმიების შექმნა დასავლეთ ევროპაში. “1950-იან წლებამდე პოლიტიკური კოორდინაციის ბიუროს (პკბ) გასამხედროებული აქტივობა შემოფარგლული იყო ომის პირობებში საიდუმლო ქსელების შექმნითბიუროს პროექტები ფოკუსირებული იყო დასავლეთ ევროპაზე და მიმართული იყო ნატოს ძალების მხარდასაჭერად საბჭოთა კავშირის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში.

ჯორჯ კენანმა აირჩია ფრენკ ვიზნერი, იურისტი უოლ-სტრიტიდან, მისისიპის მკვიდრი, სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს უფროსი სტამბოლსა და ბუქარესტში მეორე მსოფლიო ომის დროს ცსსა და პოლიტიკური კოორდინაციის ბიუროს საიდუმლო ოპერაციების განყოფილების პირველ ხელმძღვანელად. ვიზნერი და სხვა ამერიკელი ოფიცრები, როგორც წესი, “თეთრკანიანი (მამაკაცები) არისტოკრატები იყვნენ ანგლოსაქსური წარმომავლობის ძველი ოჯახებიდან ძველი ფულით… და გარკვეულად შენარჩუნებული ჰქონდათ ბრიტანელთა დამოკიდებულება მსოფლიოს ფერადკანიანი მოსახლეობის მიმართ”. ვიზნერი იცავდა დოკუმენტების საიდუმლოებას. “ყოველთვის, როცა ვინმე ცდილობდა, წაეკითხა ეროვნული უშიშროების საბჭოს დოკუმენტი 10/2, მას (წაკითხვის მსურველს) ხელი უნდა მოეწერა დაშვების სპეციალური ნებართვისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ აძლევდნენ მას დირექტივის ერთ-ერთ (ორი თუ სამი ასლიდან) ასლს, რომლებიც ვიზნერის კაბინეტის სეიფში ინახებოდა”. საიდუმლო ოპერაციების ახალ ცენტრში, აგრესიული ატმოსფერო სუფევდა. ვიზნერს სურდა საიდუმლო ოპერაციების განხორციელება შეზღუდვის გარეშე, კოდების ან “სხვა არსებული მეთოდების” საშუალებით. ჰილენკოტერი და კენანი დათანხმდნენ.

ვიზნერი, პოლიტიკური კოორდინაციის ბიუროს დირექტორი ევროპაში, საიდუმლო არმიების მშენებლობის მთავარი არქიტექტორი გახდა. “ფრენკ ვიზნერმა პოლიტიკური კოორდინაციის ბიუროდან თავის თანაშემწეს _ ფრენკ ლინდსეის დაავალა ევროპაში საიდუმლო არმიების ქსელის კოორდინირება”, _ აცხადებდა ბელგიული პრესა “გლადიოს” საიდუმლო არმიების მხილების შემდეგ. ლინდსეიმ, ისევე, როგორც ვიზნერმა, აგენტის სპეციალური განათლება მიიღო მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას აშშ-ის სტრატეგიული სამსახურების სამმართველოში იუგოსლავიაში სამსახურის პერიოდში და უშუალოდ იცნობდა კომუნისტების ტაქტიკას. როგორც ხაზგასმით აღნიშნავდნენ ბელგიის “გლადიოს” მამხილებლები, ის “უილიამ კოლბიმ სკანდინავიის ქვეყნებში გაგზავნა, თომას კარამესინესი _ საბერძნეთში, სადაც მას დაეხმარებოდა ადგილობრივი საიდუმლო სამსახურები”.

აღნიშნულ თანამდებობაზე ვიზნერის ყოფნის პირველი წლის ბოლოს მისი ქვეშევრდომების რაოდენობამ 300 კაცს მიაღწია, მის განკარგულებაში იყო შვიდი რეზიდენტურა უცხოეთის ქვეყნებში, რომლებიც დაკავებული იყვნენ სხვადასხვა საიდუმლო ოპერაციაში. სამი წლის შემდეგ, 1951 წელს, პერსონალის რაოდენობამ 2812- მიაღწია, უცხოეთის ქვეყნებში რეზიდენტურის რაოდენობამ _ 47-, რომლებშიც 3142 აგენტი მუშაობდა. ამავე პერიოდისთვის ბიუჯეტი 4,7 მილიონიდან 82 მილიონ დოლარამდე მოიმატა. ბედლ სმიტმა, რომელმაც 1950 წლის ნოემბერში ჰილენკოტერი შეცვალა, 1951 წლის მაისში განაცხადა, რომ “ცსს-ს მიერ განხორციელებული საიდუმლო ოპერაციების რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ეროვნული უშიშროების საბჭოს 10/2 დირექტივით გათვალისწინებულ რაოდენობას”. საიდუმლო ოპერაციების გავრცელება ისე მნიშვნელოვანი იყო, რომ სმიტიც კი დაინტერესდა პოლიტიკური კოორდინაციის ბიუროს ბიუჯეტის მასშტაბებითა და ზრდის ტემპებით.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here