Home რუბრიკები პოლიტიკა The American Thinker: მშვიდობით, ობამას დროებავ!

The American Thinker: მშვიდობით, ობამას დროებავ!

565

The Financial Times-ის ციტატაზე უკეთ ვერავინ და ვერაფერი შეაფასებს ობამას მემკვიდრეობის შედეგს: “თითქოს ობამა აქ არასოდეს ყოფილა”.

ისტორია დაიმახსოვრებს ობამას, როგორც პირველ შავკანიან პრეზიდენტს. ან რა უნდა გაიხსენოს ამაზე მეტი? მისმა მცდელობამ, გაუმჯობესების ნაცვლად, გააუარესა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პირობები. თავისი პოლიტიკური პარტია კი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მიიყვანა.

ტრამპის არჩევით ამერიკელმა ხალხმა ობამიზმის დანგრევა მოითხოვა. დემოკრატიული პარტია ზურგს შეაქცევს მას და მისი პოლიტიკა კონსერვატორებზე მეტად შესძულდებათ.

ჩვენი “ღირსეული” ლიდერი ატყუებდა საკუთარ ხალხს, თავისი პოლიტიკის წინ წასაწევად უკანონოდ იყენებდა იუსტიციის სამინისტროსა და საგადასახადო სამსახურს პოლიტიკური მიზნებისთვის. სახელმწიფოს მმართველობისადმი ობამას მიდგომას მხოლოდ დიქტატორული შეიძლება უწოდო. იგი გვერდს უვლიდა კონგრესის ნებას პრეზიდენტის განკარგულებების მეშვეობით, რომელთა უმეტესობა შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა.

თუ ისტორიაში ობამა უფრო დაამახსოვრდებათ, ვიდრე უილიამ ჰარისონი (აშშ-ის მე-9 პრეზიდენტი, რომლის თანამდებობაზე ყოფნა ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა _ გარდაიცვალა ფიცის დადებიდან ერთ თვეში), ეს შეიძლება მოხდეს მომავალში, თეთრი სახლის კედლებს მიღმა მისი მოღვაწეობის შედეგად.

ობამა ექსპრეზიდენტობისთვის საკმაოდ ახალგაზრდაა. როგორ გამოიყენეს ამ ფაქტორს ისე, რომ გავლენა იქონიოს მისი მოღვაწეობის შეფასებაზე, მასზეა დამოკიდებული, მაგრამ ვერავინ დაიჩემებს, რომ ეს შეფასება დადებითი იქნება.

ობამას ნარცისიზმი და საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნა გაუძნელებს სცენიდან წასვლის პროცესს. მასმედია თავის ფავორიტს ყოველთვის მისცემს გამოსვლის საშუალებას. ყოფილ პრეზიდენტს, ხელმოცარულსაც კი, შეუძლია დადებითი წვლილის შეტანა ქვეყნის ცხოვრებაში, რასაც უნდა მივესალმოთ.

მაგრამ ობამას წარსული საქმიანობა გვაფიქრებინებს, რომ მომავალში მისგან უნდა ველოდოთ ამერიკელი საზოგადოების დაზარალებას ამა თუ იმ ფორმითა და საშუალებით, რადგან საეჭვოა, დაძლიოს ყურადღების ცენტრში ყოფნის ჩვევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here