Home რუბრიკები საზოგადოება გუბაზი გადემოკრატებულა, ნინოსთან ჩაბურჯანაძებულა

გუბაზი გადემოკრატებულა, ნინოსთან ჩაბურჯანაძებულა

646

საქართველოში ძეგლომანიაძეგლოფობია გრძელდება. რამდენიმე წელია, ყოველ ორ თვეში მაინც ამ დამშეულ ქვეყანაში დღის თუ კვირის მთავარი თემა ესა თუ ის ძეგლი, ქანდაკება, სკულპტურა ხდება. ამჯერად სახელოვანი ქართველი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის, ბიუსტი იქცა სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო თოქშოუების განხილვის უმთავრეს თემად.

მეფე”_ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიციის დედა ენის ბაღში დადგმით გამოწვეული საზოგადოების აღშფოთება ჯერ მინავლებული არც იყო, რომ მერიამ გენერალ მაზნიაშვილის ისეთი ბიუსტი დადგა შუა ქალაქში, თუ ზედ წარწერა არ წაიკითხე, შეიძლება “სპანჩბობი” ან რომელიმე სხვა თანამედროვე უცხოური მულტიპლიკაციური ფილმის არაამქვეყნიური პერსონაჟი გეგონოს.

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ამ ბიუსტის ავტორი მოქანდაკე ლარმა გადაარჩინა. როგორც ჩანს, ეროვნულმა ვალუტამ ეროვნული გენერლის ამ საოცარ ბიუსტს მოჰკრა თვალი და შიშისგან ისე “შეხტა”, გულები დაგვიხეთქა. სხვა, ალბათ, ვერაფრით აიხსნება ლარის დილით ამხელაზე “შეხტომა” და საღამოს უკან “ჩამოხტომა”.

აბა, ჩვენს კეთილ მილიარდერებზე ხომ არ მივიტანთ ეჭვს? ხომ არ ვიტყვით, რომ ქართველ მილიონერ-მილიარდერთა იმ კასტამ, რომელიც აკონტროლებს სავალუტო რყევებს, წინასაახალწლოდ ერთიც კიდევ ძლიერად დაარყია სავალუტო ბაზარი და ხალხის ჯიბიდან კიდევ ერთხელ ამოიღო მილიონი და ჩაიჯიბა?

არა, ჩვენ ხომ შურიანები და უმადურები არ ვართ და მაგას ვერ ვაკადრებთ ვერავის!

ამიტომ ისევ ის ვერსია დავიჯეროთ, რომ ლარის რყევა მხოლოდ მაზნიაშვილის ფანტასტიკური ბიუსტისგან მიღებული უეცარი ემოციის ბრალი იყო და აქ მილიონები არაფერ შუაშია.

უი, მართლა, მილიონმა კიდევ ერთი ქართველი გაგვახსენა, ოღონდ ამჯერად არა ბიზნესმენი, არამედ პოლიტიკოსი. გუბაზ სანიკიძემგაღვიძებისთანავეჯერ ბუზღუნბუზღუნით დატოვა კოალიციაქართლი ოცნება”, მერე ბურტყუნის შეუწყვეტლად გამოვიდა მშობლიურიეროვნული ფორუმიდანდა აგერ, გასულ კვირაში სულ ძუნძულძუნძულით მივიდა ნინო ბურჯანაძისდემოკრატიულ საქართველოში”.

არადა, რა მშვიდად ეძინა მთელი 4 წელიწადი?! მილიონი, თუ რელაურად ვერ იშოვა, ალბათ, ესიზმრებოდა მაინც.

საბოლოო ჯამში, გუბაზ სანიკიძე ძალიან ჰგავს იმ პლასტმასის სათამაშოს, ადრე რომ იყიდებოდა ხოლმე მაღაზიებში და ორი რეჟიმი ჰქონდა _ ჭიპის ადგილას მიმაგრებული პატარა ღილაკის მეშვეობით თუ “რეჟიმ ა”-ზე გადართავდი ადგილზე იდგა, ხელებს იქნევდა და ვითომ მღეროდა, “რეჟიმ ბ”-ზე გადართვისას კი ფეხებს აამოძრავებდა და სიარულს იმიტირებდა.

სწორედ ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ქართულ პოლიტაში გამოუშვეს ახალი სათამაშო, რომელიც “ბიძინას” რეჟიმზე გადართვისას ცდილობს, იშოვოს მილიონი, ხოლო “ნინოს რეჟიმზე” გადართვისას _ გული ატკინოს იმას, ვინც მილიონი არ აჩუქა. სავარაუდოდ, იმ მაშინდელი პლასტმასის სათამაშოსი არ იყოს, გუბაზიც ძალიან უხარისხო სათამაშო გამოდგება და სრულყოფილად ვერც ერთ ფუნქციას ვერ შეასრულებს.

დასასრულ, გასული კვირის განმავლობაში რატომ აღარ უთქვამს არანაირი სისულელე განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას?!

ამ უცნაურ მოვლენას ახლა ვაკვირდებით და, თუ რამე დავადგინეთ, მომავალ ოთხშაბათს აუცილებლად შეგატყობინებთ.

ველოდი რახანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here