Home რუბრიკები ბლოგი თუ არც დაპირება გქონდათ და არც გეგმა, რას მოეთრეოდით მთავრობაში, თქვე აბდლებო?!

თუ არც დაპირება გქონდათ და არც გეგმა, რას მოეთრეოდით მთავრობაში, თქვე აბდლებო?!

819

ვიხსენებ, მაგრამ ვერ გავიხსენე, რისთვის მოვედი თქვენთან”, _ პოპულარული ქართული სიმღერის ეს სიტყვები, ალბათ, ყველაზე კარგად შეესაბამებაქართული ოცნებისმმართველ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც, პირდაპირ ვთქვათ, უკვე კოლექტიურ სისულელეზე გადავიდა და, რას მიედმოედებიან ხოლმე, მართლაც ძნელი გასარკვევია.

ასეთი აბნეულ-დაბნეული, ასეთი არაინდივიდუალური გუნდი საქართველოს ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ არასოდეს ყოფილა რეალური დემოკრატიული მმართველობა და წინა სამივე ხელისუფლება _ გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის _ დიდი დოზით ატარებდა ერთპიროვნული ავტორიტარიზმის ნიშნებს; სააკაშვილის პერიოდში კი აშკარად გამოკვეთილი დიქტატურაც გავიარეთ, მაგრამ, ასე თუ ისე, ინდივიდუალური პერსონები მაინც არსებობდნენ ხელისუფლებაში და, თუ გადამწყვეტ არა, წონიან სიტყვას მაინც ამბობდნენ კრიტიკულ მომენტში.

გამსახურდიას ხელისუფლებაში წონა ჰქონდა აკაკი ასათიანს, შევარდნაძის ხელისუფლებაში ასეთი იყო ზურაბ ჟვანია, საკაშვილის პერიოდში კი პოლიტიკურ პროცესებზე გარკვეულ გავლენას ადეიშვილმერაბიშვილბოკერიას ტრიო ახდენდა… ივანიშვილის ხელისუფლების თავდაპირველ ფორმაციაში კი ირაკლი ღარიბაშვილი მეტ-ნაკლებად თვითმყოფად პერსონად მოჩანდა და პარლამენტში ვიღაც-ვიღაცები ნაკლებად პრინციპულ საკითხებში მაინც “გაფართხალდებოდნენ” ხოლმე და აზრს გამოთქვამდნენ.

“ქართული ოცნების” 2016 წლის ფორმაციის ხელისუფლებას რაც შეეხება, აქ მართლაც ერთ პერსონასაც ვერ დავასახელებთ, თვითმყოფადობის მინიმალური ხარისხი მაინც რომ ჰქონდეს და 1 პროცენტით მაინც შეეძლოს საკუთარი აზრითა და სურვილით რაიმეს გაკეთება.

ასეთები 2016 წლის ქართულ პარლამენტში ერთიც აღარ მეგულება და, შესაბამისად, არც მთავრობის დამტკიცებისას მომხდარა სასწაული _ მინისტრებად “პოლიქრონიონის” მომღერალი ადამიანები დაამტკიცეს.

ყოველივე ამან ერთი საოცარი ცვლილება მოიტანა ქართულ პოლიტიკაში, კერძოდ ის, რომ ყბადაღებულშეუსრულებელ დაპირებებსახალმა ხელისუფლებამ წარმოუდგენელი რამ დაუპირისპირა _ ცხოვრება დაპირებების გარეშე!

ვერაფრით ვხვდები, რატომ მოვიდნენ ეს ადამიანები და ეს გუნდი მთავრობაში და, საზოგადოდ ხელისუფლებაში?! აი, სწორედ ამან გამახსენა ზემოთ ნახსენები ცნობილი ქართული სიმღერა. რა თქმა უნდა, ბევრი მკითხველი იტყვის, მაგათ ძალიან კარგადაც “ახსოვთ” და იციან, რისთვის მოვიდნენ “ჩვენთან”, ანუ მთავრობაში, ფულს იშოვიან, დასუქდებიან და ეგააო.

კი, ბატონო, მაგრამ, საზოგადოდ, ადამიანი სადმე რომ მიდის, რომელიმე ადგილას (ან რომელიმე დაწესებულებაში, ან დასასვენებლად, ან სამუშაოდ, ან გასართბად), მან კონკრეტულად უნდა იცოდეს, სად მიდის, რატომ მიდის, ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ვერსია მაინც უნდა ჰქონდეს. ვინმემ რომ ჰკითხოს, დამაჯერებლად მაინც ხომ უნდა ახსნას, რა მიზანი ჰქონდა და რატომ მივიდა იქ, სადაც მივიდა?!

ახლა მე დავსვამ კითხვას: ვინმემ იცით და მოგისმენიათ რაიმე დამაჯერებელი ან თუნდაც ტყუილი, რისთვის მოვიდა ხელისუფლებაშიქართული ოცნებისახალი გუნდი? მათი საჯარო გამოსვლები უკვე კომიკურ დონემდეა მისული და ქართული პოლიტიკისსაოცნებო გუნდიისეთკლიშეებსამკვიდრებს საზოგადოებაში, ან ბევრი უნდა იცინო, ან კიდევ, განათლების მინისტრს რომ არ ევასება, იმ ზღაპრის გმირისცივი იარაღითუნდა გამოყარო თბილი კაბინეტებიდან.

ყველაზე კომიკური “სტანდარტი”, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს “ქართული ოცნება”, ეს არის ყბადაღებული შეუსრულებელი დაპირებების სინდრომის საპირწონედ დაწყებული “არდაპირების კამპანია”.

კონკრეტულად რომ ვთქვათ, “ქართულ ოცნებაში”, როგორც ჩანს, რომელიმე ძალიან ევროპულად განათლებულმა “ბრძენმა” ბიჭუშკამ ან გოგოშკამ შეიტანა “ინოვაცია”, რომ ხალხს მოჰბეზრდა იმ დაპირებების მოსმენა, რომლებიც შემდგომ არ და ვერ სრულდება.

ჰოდა, ამის საპირწონედ, არც მეტი არც ნაკლები, ერთგვარ პოლიტიკურ მოდად იქცა ფრაზა _ “ჩვენ მოსახლეობას არაფერსაც არ ვპირდებით. გავაკეთებთ იმას, რისი შესაძლებლობაც იქნება!”. თანაც, ამას ისეთი თვითკმაყოფილი სახით ამბობენქართული ოცნებისახალგამომცხვარილიდერები”, რომ გეგონება, მთელი ქვეყანა აღფრთოვანებული უნდა იყოს მათ ასეთი მიდგომით

არადა, შე დალოცვილო, რას ჰქვია, არაფერს მპირდები?!

აბა, რა გინდა და რაღას მოდიხარ ხელისუფლებაში?!

საოცარი იყო ჩვენი “გაწონასწორებულის”, ბატონი პრემიერმინისტრის _ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ არ გაზრდიან პენსიებს, რადგან ამის საშუალება რეალურად არ აქვთ.

საოცარი იყო “ხადუროზამენიწელის” _ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებები იმაზე, რომ მთავრობას არ აქვს ბერკეტები, გაამყაროს ლარი და ვერ შეძლებს 2.55 ნიშნულზე ქვევით ჩამოწევას.

საოცარი იყო მათი ლამის ერთხმად ნათქვამი, რომ საწვავზე, მგზავრობაზე, პროდუქტზე ფასების მატების შეჩერება არ შეუძლიათ

მოდი, ძალიან ნუ “დავიგრუზებით” და ანეკდოტი მოვყვეთ:

გურიაში გახსნეს ბორდელი. შედის ამ ბორდელში კაცი და, ცოტას რომ გაივლის, დერეფანი ორად იყოფა და წარწერაა: “თუ ბევრი ფული გაქვს, აქით წაი, თუ ცოტა ფული გაქვს, იქით წაი”.

კაცი ფიქრობს: რაღა ბევრი ფული გადავიხადო, ქალი ქალია და, მოდი, არ გავიჭიმები ძაანო და, ცოტა ფული სადაც აწერია, იქით წავიდა. ცოტა გაიარა და დერეფანი ისევ ორად იყოფა და არის წარწერა: “თუ დიდი ასო გაქვს, აქეთ წაი, თუ პატარა გაქვს, იქით წაი”. კაცმა იფიქრა, ახლა დიდ ასოიანებისკენ რომ წავიდე, მერე შარი არ მომდონ, ეს დიდი არ არისო და რამე, რატომ ავიტეხო შარი, მოდი, უპრეტენზიოდ პატარა ასოიანებისკენ წავალო. და წავიდა. იარა-იარა და უცებ დერეფანი დამთავრდა და ქუჩაში აღმოჩნდა. ახედა და წინ კედელზე წარწერაა: “თუ არც ფული გქონდა და არც ასო, რას მოეთრეოდი ბორდელში, შე აბდალა?!”

აი, ზუსტად ასეა ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების საქმეც.

ნაცვლად იმისა, რომ “შეუსრულებელი დაპირებების” საპირწონედ ხალხისთვის შესრულებული დაპირებები და გაკეთებული საქმეები შეეთავზებინათ, იოლი გამოსავალი მონახეს _ დაპირებებს არ ვიძლევითო.

აქაოდა, ტყუილს არ ვიკადრებთო. გეგონება, რადგან ტყუილს არ ამბობ, ეს უკვე საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ქვეყნის მმართველობა ითავო და ჩაიბარო. არადა, ნორმალურ პირობებში იმისათვის, რომ ქვეყანა ჩაიბარო, სწორედაც უნდა გასცე დაპირებები! ოღონდ ისეთი დაპირებები, რომლებიც აუცილებლად სჭირდება ხალხს და რომელსაც აუცილებლად შეასრულებ.

თორემ გულალალი და სიმართლის მთქმელი ჩემი სოფლელი შტერი ხუტაიეც არის, მაგრამ არა მგონია, ქვეყნის მმართველად გამოდგეს.

თუმცა სხვას რა უნდა უთხრა, როდესაც ამ ჩვენსნოვატორმთავრობას, რომელიცდაპირებების არმიცემისუახლეს მეთოდს ნერგავს მსოფლიოს პრაქტიკაში, თურმე არც კონკრეტული გეგმა ჰქონია, ამა თუ იმ სავალალო სიტუაციაში როგორ უნდა უშველოს ხალხს და გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან.

ეს შესანიშნავად წარმოჩნდა გასული კვირის განმავლობაში, როდესაც ჯერ ლარმა დაიწყო ბატუტზე მოხტუნავესავით ცელქობა, ხოლო საწვავის, მგზავრობისა და გარკვეული პროდუქტების ფასმა _ შეუქცევადი ზრდა.

მთავრობის წევრებმა ისევ “ალალი ფოკუსნიკის” პოზა აირჩიეს, _ ჩვენ არ გვაქვს არანაირი კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა შევაჩეროთ ლარის დევალვაცია და ფასების ზრდა, ერთადერთ გამოსავალია, მივყვეთ მოვლენებს და სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედოთო, _ ძალიან “ჭკვიანი” სახეებით განგვიცხადეს…

ჰოდა, აი, სწორედ აქ გვიჩნდება სურვილი, დავუსვათ მათ ეს ანეკდოტური კითხვა: თუ არც დაპირება გქონდათ და არც გეგმა, რას მეეთრეოდით მთავრობაში, თქვე აბდლებო, ჰა?

თუმცა, მოდი, ვაღიაროთ: კითხვა ხალხთან უფრო გვაქვს, იმ ხალხთან, რომელიც ვერანაირად ვერ აგიხსნის, რატომ და რისთვის მისცა ხმა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ოთხი წლის წინათ რასაც ჰპირდებოდა, ვერ შეუსრულა, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ დაჰპირდეს და შეუსრულოს, უბრალოდ, არც არაფერს ჰპირდება.

საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ ხალხი ცხრაწლიანი ჯოჯოხეთის შემდეგ უკვე რვაწლიან კოშმარს გაივლის და ეგებ 2020 წელს მაინც ვეღირსოთ ისეთ მმართველ გუნდს, რომელსაც გააზრებული, გასიგრძეგანებული და შინაგანადაც გამჯდარი ექნება, რომ, თუ სადმე “მიდის”, ნამდვილად უნდა “იქონიოს” ის ატრიბუტები, რომლებიც იქ მისულისთვის აუცილებელია.

მოკლედ, სხვა გზა ნამდვილად აღარ გვრჩება _ ეს ოთხი წელიწადი ამ არასერიოზული გოგოშკა-ბიჭუშკა პარლამენტარებისა და სრულიად უპასუხისმგებლო მინისტრების ხელში როგორმე უნდა გადავაგოროთ. შემდეგ კი, იმედია, საზოგადოება იმ დონეზე მაინც იქნება გაზრდილი, რომ ხელისუფლების სათავეში მოსვლის პრეტენზიის მქონე ძალას ან “ფულს” მოსთხოვს, ან “ასოს”, ან კიდევ _ ორივეს ერთად!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ბატონო ბაკურ, ირონიანარევია ( თქვენი სტილი), რაკრაკით იკითხება და რაც მთავარია, სრული სიმართლეა. არ მიყვარს ( ვერ ვიტან ! ) შეკითხვა \\\”გვეშველება რამე?\\\’, მაგრამ თავში თავისთავად მოდის და რა ვქნა? ( თუ რა ვქნათ?), არადა, ორივეჯერ მივეცი ხმა.

  2. რავქნა?რა და ერთ მუშტად შევიკრად და გავყაროთ 30 ვერცხლად გაყიდული მთავრობა

  3. საინტერესო სტატიებია, ძალიან საფუძვლიანი და საინტერესო სიახლეებია, ბევრ რამეზე დამაფიქრა თქვენმა სტატიამ გავიგე ის რომ, საქართველო თურმე გაძეძგილი ყოფილა აგენტებით, დამბეზღებლებით და ასე შემდეგ, მემგონისფეროც აღარ არსებობს სადაც ვიღაცის ვიღაცეები არ იყვნენ მოკალათებულები. ჩვენ კი ხალხი ვცხოვრობთ საკონცენტრაციო ბანაკში, საქართველო არის გენოციდის მსხვერპლი, ყველას მხრიდან! თქვენი ჟრნალისაგან დასავლეთის ცინიზმის და რაობის არსს ვიგებ და გეთანხმებით, რუსეთის მართული პრესაა და გასაგებია, აი დასავლეთური ინტერესების დამცველი პრესიდან კი ვიგებ უამრავ საშინელ ჩანაფიქრს რუსეთის მხრიიდან, ასე თუ ისე ხო ყველა გვატყუებს , მაგრამ ამ ტყუილებიდან რომ გამოსჭვივის ერთმანეთის გეგმებზე გულახდილი საუბარი ხანდახან ესაა საინტერესო, ისე ჭირსაც წაუღია ან ეს პრესა და ან ის, მაინც ორივენი აგენტები და შნირები ხართ! ვინ ათქმევინებს პატარა საქართველოს თუნდაცსათავისოდ პატარა სიმართლეს, ემსახურეთ და იყავით უცხოებს, არ დაიცვათ არასოდეს ჩვენი ქართველი ხალხის ინტერესები, ააამეთ, აამეთ მათ! ბოლობოლო ისინი გაჭმევენ!!!!!!!!!!!

  4. თქვენი სტატიები, ბ-ნო ბაკურ, უზომოდ ჭკვიანური, დროული და არაჩვეულებრივია, უბრალოდ, ახლა ის დეგენერატი მაინტერესებს, ვინც ამბობს, ,,ზედმეტი მოსდისო\\\’\\\’. ჩემი აზრით, ის თვითონაა ერთ-ერთი იმ უთავოთაგანი,თბილ კაბინეტში მოყუჩებული, რომელსაც შემთხვევით ,,შემოეკითხა\\\’\\\’თქვენი სტატია და ემწვავა თუ ემჟავა……

  5. xoda k.Manana,ordzerve tu miecit xma,am dakceul mtavrobas,usircxvilod ekitxebit Bakurs ra unda knat?dadekit parlamentis karebshi da hkitxet tkvens archeul mtavrobas ra unda knat,tkvennairebma dagupes kvekana.sanam isev xmas miscemdit am nagvis bunkers,mashin ar gagichndat igive kitxva?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მარინა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here