Home რუბრიკები პოლიტიკა შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კიდევ ერთი ვადით დარჩენაზე უარს ამბობს

შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კიდევ ერთი ვადით დარჩენაზე უარს ამბობს

503

მარტინ შულცი არ აპირებს კიდევ ერთი ვადით გახდეს ევროპარლამენტის თავმჯდომარე. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

შულცმა დაადასურა მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით ბუნდესტაგის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატები მარტინ შულცს, ვიცე-კანცლერ ზიგმარ გაბრიელთან ერთად, გერმანიის კანცლერის პოსტზე შესაძლო კანდიდატად განიხილავს. პარტია საკუთარ კანდიდატს ოფიციალურად იანვარში დაასახელებს. მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2012 წლის იანვრიდან იკავებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here