Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთთან არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასპექტში

გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთთან არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასპექტში

582

გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას რუსეთ-საქართველოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეესკალაციის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში გრძელდება, ოღონდ ეს არ მოხდება საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

„გრძელდება დეესკალაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასპექტში, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ფეხდაფეხ გავაუმჯობესოთ სავაჭრო ურთიერთობები, ნეიტრალიზება მოვახდინოთ იმ რისკების, რომელიც არსებობს რეგიონში და შევქმნათ საკმარისი სტაბილურობა იმისთვის, რომ გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური განვითარება შესაძლებელი გახდეს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა შერიგების პოლიტიკაზე და თქვა, რომ “დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკა მთავარ ქვაკუთხედად რჩება”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს მსოფლმხედველობრივი და ცივილიზაციური არჩევანი. „ეს არის ჩვენი ერთობა ევროპასთან, ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობებისკენ, თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისკენ,  – განაცხადა კვირიკაშილმა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი იმპულსი ეძლევა ისტორიულ აბრეშუმის გზას, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები და კულტურული ურთიერთობები, კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყნის მდიდარი ტრადიციები, საინვესტიციო და კულტურული პოტენციალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის

1 COMMENT

  1. მე მივმართავ პრემიერ კვირიკაშვილს და ახალ პარლამენტს რომ ბიუჯეტში გაიტვალისწინონ სამხედრო მოსამსახურეების (გაყინული ხელფასები) 1998–1999 და 2000 წლებში გაუცემელი ხელფასები, რომ მოხდეს ამ ხელფასების გადახდა რადგან მისი გადაუხდელობა ხელს შეუშლის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას , დარგან ქვეყანა რომელსაც გაუცემელი აქვს წლების განმავლობაში გაუცემელი ხელფასები ნატოში არავინ მიიღებს და ამიტომ ხელისუფლებას და პარლამენტს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო თ^ხოვნით , რომ ნუ იქნებიან თავიანთი მოქმედებით ნატოში გაწევრიანების ხელის შემშლელები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here