Home რუბრიკები ბლოგი ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერაყიდან 130 ათასამდე უძველესი არტეფაქტი გაიტაცეს

ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერაყიდან 130 ათასამდე უძველესი არტეფაქტი გაიტაცეს

6131

ერაყის ოკუპაციის შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცები  ძველი ცივილიზაციის მემკვიდრეობის გაზიდვა-განადგურებას შეუდგნენ. აშშ-ის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში არწმუნებდა მსოფლიოს, რომ  ბაღდადის ეროვნული მუზეუმი სადამ ჰუსეინის ჯარისკაცებმა გაძარცვეს, რაც ოფიციალურად დადასტურებული ტყუილი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ წინა წლებში დადასტურდა  ის ფაქტი, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ერაყში ვანდალიზმით და   მაროდიორობით იყვნენ დაკავებული.

 სტრინგერის საერთაშორისო გამოძიების  ბიუროს ექსპერტებმა, ჯერ კიდევ 2013 წელს, გაზეთ «Аргументы и факты»-ში დაწერეს სიმართლე აღნიშნულთან დაკავშირებით.  ჩვენი მკითხველისთვის ძირითადათ უცნობია ამ გამოძიების შედეგები, ამდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, შემოკლებული ფორმით მაინც, გაგაცნოთ სტრინგერის საგამოძიებო ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები:

ამერიკელთა სამხედრო კამპანიამ ერაყში მრავალი სხვადასხვა სკანდალით „გაითქვა“ სახელი. ადრე ცნობილ სენსაციურ ფაქტებს კიდევ ერთი დაემატა: აშშ-ის არმიის  ერაყში გამგზავრება, არა მხოლოდ პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნებით განპირობებული- გამგზავრებისას, ამერიკელ ჯარისკაცებს  ჯიბეში უკვე ედოთ ერაყის უმნიშვნელოვანესი ეროვნული მუზეუმების სამალავებიდან ეროვნული საგანძურის, უძველესი არტეფაქტების გატანა-გაძარცვის გეგმა.

თავიანთი გეგმის განხორციელება მათ ბაღდადის ეროვნული მუზეუმიდან დაიწყეს. მუზეუმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტანხიდ ალი მოგვითხრობს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები მუზეუმის დარბაზებში, როგორც სუპერმარკეტში, ისე იქცეოდნენ- იღებდნენ ყველაფერს რაც მოეწონებოდათ. ამასთან ერთად, მათ წინასწარ კარგად იცოდნენ, სად რა ნივთი თუ ხელნაწერი უნდა ყოფილიყო განთავსებული: ჯარისკაცებს  მუზეუმის დარბაზებისა და სამალავების გეგმა გააჩნდათ, რაც არაერთმა მუზეუმის თანამშრომელმა დაადასტურა. თავდასხმის შემდეგ, მუზეუმიდან უამრავი უძვირფასესი ისტორიული ექსპონატი გაქრა. „ ექსპოზიციის ორმოცდაორ,  ხოლო სამალავებში- ათასობით ადგილას ძარცვა დაფიქსირდა“,- აზუსტებს ალი.

თვითმხილველების ჩვენებების მიხედვით, ამერიკელები სპეციალურად მომზადებულ ავტომანქანებში ტვირთავდნენ თავიანთ ტროფეებს. ისტორიული არქივები ვერტმფრენებით გადაჰქონდათ, ძველებური ქანდაკებები კი- სატვირთო მანქანებით.

კოალიციური ჯარების გაყვანის შემდეგ, მუზეუმების თანამშრომლები გზებზე უამრავ დამსხვრეულ ძეგლსა და სხვა ფასეულობას, მათდამი  უცერემონიო მოქცევის მსხვერპლს,  აწყდებოდნენ და  ყველა  მათგანს ოქროსშემცველი ელემენტები წინასწარ დახსნილი ჰქონდა.

საუკუნის ძარცვის შემდეგ პუნქტად ძველი ბაბილონის ადგილას მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები და მუზემი იქცნენ. მეცნიერები, წლების განმავლობაში,  აგროვებდნენ შემორჩენილ ინფორმაციას უძველეს ქალაქთან დაკავშირებით,  როგორც შეეძლოთ ცდილობდნენ ისტორიული მასალის აღმოჩენას და შენახვას….თუმცა მათი შრომა ამაო აღმოჩნდა- ამერიკელებმა თავიანთი სამხედრო ბანაკი პირდაპირ არქეოლოგიური გათხრების ადგილას გაშალეს და უზარმაზარმა ვერტმფრენებმა საჰაერო ტალღით წალეკეს მთელი ტერიტორია.  ამასთან ერთად, არქეოლოგიური გათხრების მწარმოებლებს და მუზეუმის თანამშრომლებს სამუზეუმო კომპლექსში არ  უშვებდნენ, რათა მათ ხელი არ შეეშალათ ეროვნული რელიქვიების მითვისება-ძარცვაში. ხოლო მათ ვინც უკანონობებს წინ აღუდგა, კარცერში აგდებდნენ და შემდეგ იქედან ციხეში აგზავნიდნენ, მოგონილი მიზეზით, თითქოსდა  ისინი  სამხედრო მდგომარეობას  არ დაემორჩილნენ.

მიუხედავად ამისა, გამოჩნდნენ მაინც არაგულგრილი ადამიანები, რომლებმაც სკანდალის შესახებ მსოფლიო თანამეგობრობას ამცნეს, შედეგად,  ЮНЕСКО-მ, ამერიკელ სამხედროებს ხუთიათასწლიანი ისტორიის მქონე ქალაქის ტერიტორიაზე, გათხრების ადგილებში ბაზირება აუკრძალა. თუმცა, ამ დროისთვის, ყველაფერი, რისი გატანაც შეიძლებოდა,  უკვე გაძარცვული  და ერაყის ფარგლებს გარეთ, შორს იყო გატანილი.

ბაბილონის მუზეუმის დირექტორმა, მუხსინ მოხამედმა, გვამცნო  იმის შესახებ, რომ თავადაა მომსწრე იმის, თუ  როგორ არბევდნენ და ძარცვავდნენ  მუზეუმს ამერიკელები და როდესაც მუზეუმის თანამშრომლები შეუშვეს თავიანთ სამუშაო ადგილებზე, ისინი შოკირებული დარჩნენ: „ როცა მუზეუმში შესვლის ნება დაგვრთეს, ჩვენ უკვე სულ სხვა ბაბილონი  დაგვხვდა, ვიდრე ადრე“,- მოგვითხრობენ მუზუმის  თანამშრომლები.

 აბდულ ჯაბარი, რომელიც 90-იან წლებში ხელმძღვანელობდა ბაბილონის აღდგენით სამუშაოებს, ვარაუდობს რომ ამერიკელების მიზანი უძველესი ცივილიზაციის კერის სრულად განადგურება და ნარჩენების კერძო კოლექციებში გატანა იყო.

მისი შეფასებით, ამერიკელმა მაროდიორებმა მთლიანობაში, სულ 15 ათასი ისეთი ისტორიული ადგილი გაანადგურეს, რომლებიც საგანძურს წარმოადგენდნენ, არა მხოლოდ ერაყისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვისაც.

„ ასეთი ორგანიზებული ძარცვა 6 თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამერიკელების ჯარი იცავდა ნავთობის გადამამუშავებელ თუ მომპოვებელ ობიექტებს და არა ზოგადასაკაცობრიო მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლებს. ამ ხნის განმავლობაში ერაყში მრავალი ექსპედიცია  ჩავიდა, რომლებსაც ამერიკელი სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ…. მათ შემდეგ კი, მხოლოდ ღრმა ორმოები რჩებოდა….“,- მოგვითხრობს ჯაბარი.

სულ, ერაყის კამპანიის განმავლობაში, გაძარცვულია და ქვეყნიდან გატაცებული 130 ათასამდე უძველესი ისტორიული  ფასეულობა, აქედან, დადგენილია, რომ  90 ათასამდე ნივთი არალეგალურად ამერიკაშია გატანილი. ერაყი ბევრს ეცადა ეწარმოებინა მოლაპარაკებები აშშ-თან რელიქვიების სამშობლოში დასაბრუნებლად, თუმცა უშედეგოდ, რასთან დაკავშირებითაც,  ამერიკელები გასაოცარ პირობებს აყენებდნენ- არტეფაქტები ექსპერიმენტების ჩასატარებლად დარჩეს აშშ-ში განუსაზღვრელი ვადით. სავსებით ნათელია, რომ გაძარცვულის დაბრუნებას აღარავინ აპირებს, თუმცა არა მგონია, რომ  ეს შესაძლებელი  იყოს:  5000 წელიწადზე მეტი ასაკის უძველესი რელიქვიები,  უკვე კარგახანია გაიყიდა და სხვადასხვა კერძო კოლექციაშია განთავსებული.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here