Home რუბრიკები ეკონომიკა თამარ იოვაშვილი: ერთი დოლარი 3,5 ლარს გაუტოლდება

თამარ იოვაშვილი: ერთი დოლარი 3,5 ლარს გაუტოლდება

საზოგადოების ყურადღება რამდენიმე დღეა, საქართველოს პარლამენტისკენ არის მიპყრობილი. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ახალ მთავრობას ამტკიცებენ და ყველანი მათ სამომავლო გეგმებს ვისმენთ. მოვისმინეთ ლანძღვაგინება, ქებადიდება, მაგრამ არ მოგვისმენია, რას აპირებს მთავრობა უმუშევრობის, უსახლკარობის, ულუკმაპურობის აღმოსაფხვრელად და ლამის კუპონად ქცეული ეროვნული ვალუტის დასახმარებელად. გვესაუბრება ორგანიზაციაუმუშევართა კავშირი დასაქმებისთვისთავმჯდომარე თამარ იოვაშვილი:

_ თამარ, დიდი ხანია, უსახლკაროთა და უმუშევართა პრობლემებით ხართ დაკავებული. დიდია, ასეთი ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში?

_ ეს უდიდესი პრობლემაა. გეტყვით მონაცემებს, რომლებიც შეგზარავთ. მხოლოდ თბილისის მასშტაბით 12 000 ოჯახი უსახლკაროდ არის დარჩენილი, ანუ მათ რეგიონშიც არ აქვთ მიწის პატარა ნაკვეთიც კი, ხოლო 86 ათასი ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია და ეს მხოლოდ თბილისში. ასეთივე ვითარებაა ქუთაისშიც. ბათუმში _ 2 500 ოჯახი, ხოლო ჭიათურაში 2 000 ოჯახია უსახლკაროდ დარჩენილი. უსახლკარო ოჯახების 30% შვილიანია, თანაც უმრავლესობა მრავალშვილიანი ოჯახია.

_ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ ძალიან ცუდია, როდესაც გაზეთებში სულ ნეგატიურ მოვლენებზე წერენ, რადგან ეს საზოგადოებას უიმედობის განცდას უტოვებსოფიქრობთ, რომ ამ პრობლემებზე ხმამაღლა არ უნდა ვისაუბროთ, რათა სხვა, “ბედნიეროჯახებსაც, არგავუფუჭოთგუნება?

_ ასეთ მტკივნეულ თემებზე უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ, თანაც ამაზე მხოლოდ გაზეთები თუ წერენ, თორემ ტელევიზიებში ჩვენი წამყვანები ხან პარიზიდან გვესალმებიან, ხან ლონდონიდან და იქაურ ბოჰემურ ცხოვრებას გვიჩვენებენ. ასე უნდათ, მიჩქმალონ არსებული რეალობა? სჯობს, სიმართლეს თვალებში ჩახედონ.

თანაც ბიგვავამ ეგ რატომ თქვა? თვითონ ხომ აქვეყნებენბედნიერსტატისტიკას, რომ ქვეყანაში 768.000-ზე მეტი უმუშევარი არ გვყავს. კეთილი ინებოს ყველადასაქმებულმადაწარმატებულმა”, წაიკითხონ, მოიკითხონ, დაინტერესდნენ, რა ხდება მათ ქვეყანაში. სოლიდარობა გამოიჩინონ, არავინ იცის, ვის რა ელოდება.

25 წელიწადზე მეტია, ვადით თუ ვადაზე ადრე, ვირჩევთ ახალ-ახალ ხელისუფლებებს და არც ერთ მათგანს მოქალაქის დაცვაზე არ უზრუნია, არც ერთი კანონი არ გვაქვს ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული.

_ არც ახალარჩეული მთავრობისგან მოგისმენიათ რაიმე საიმედო?

_ არაფერი, ყურადღებით ვისმენდი ყველაფერს. არც არაფერი შეიცვლება, რადგან არ სხედან იქ ის ადამიანები, რომლებიც ხალხზე იზრუნებენ. ისინი არიან მარიონეტები, რომლებსაც ხელის აწევა-დაწევა ევალებათ. წინასაარჩევნო დაპირება პირველივე პარლამენტის სხდომაზე უარყვეს, პრემიერმა თქვა, რომ პენსია არ გაიზრდება. რა დღეშია ლარი? მაგრამ ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რას აპირებენ და რა იქნება უახლოეს მომავალში, თუმცა რა უნდა თქვან?! ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა არ არის, ეროვნული ვალუტა რამ უნდა გააძლიეროს?! ველოდები, რომ ერთი დოლარი 3,5 ლარს გაუტოლდება, თანაც მალე და ამაზე არ ვილაპარაკოთ, უნდათ დავდუმდეთ, იმიტომ, რომ დოლარების პატრონები არ გავაღიზიანოთ?!

საქსტატმაგამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, უმუშევრობამ 0,1 პროცენტით იკლო, მაგრამ რატომ, არ ამბობენ. ხალხი მასობრივად ტოვებს ქვეყანას და ამიტომ იკლო უმუშევრობამ.

სახელმწიფომ არ შეიძლება ყოველთვის ბიზნესმენისა და დამსაქმებლის ინტერესები დაიცვას.     

კეთილი ინებონ, ბიუჯეტი სწორად გაანაწილონ, მოიკლონ დროსტარება, პრეზიდენტი სასახლიდან გამოიყვანონ, პარლამენტი თბილისში გადმოიტანონ, უაზრო კონცერტში 30 მილიონი არ დახარჯონ და პრობლემა მოგვარდება. 10 მილიონია საჭირო, რომ ამ ქალაქში უსახლკაროდ არავინ იყოს.

აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში არასრულწლოვანთა დასაქმების კუთხითაც მძიმე მდგომარეობაა, ამ საკითხზე ეკონომიკის ექსპერტი _ იოსებ არჩვაძე გვესაუბრება:

_ საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 5-დან 17 წლამდე 577 200 ბავშვია და, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მათი 4,2 პროცენტი, ანუ 24 ათასზე მეტი ბავშვთა შრომაშია ჩართული. ბავშვთა შრომა ისეთ შრომას ეწოდება, რომელიც ბავშვებს ართმევს ბავშვობას და მავნეა მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. აღმოჩნდა, რომ ბავშვთა შრომაში ჩართულია ბავშვების 64 პროცენტი, ანუ 16 ათასამდე ბავშვი. მათი უმრავლესობა (9 ათასი ბავშვი) ღამის საათებში მუშაობს, 5 500 _ სახიფათო გარემოში, ხოლო 4 700 _ სახიფათო ინსტრუმენტების, მოწყობილობებისა და მანქანა-დანადგარების გამოყენებით ან ატარებს მძიმე ტვირთს. ირკვევა, რომ სახიფათო შრომაში ჩართულია ვაჟების 67,4 პროცენტი და გოგონების 51,4 პროცენტი.

_ ბატონო სოსო, პარლამენტარ გიორგი გაჩეჩილაძის გამოსვლაზეც გვითხრათ ორიოდე სიტყვა. მან იკითხა, იმდენი დოლარი თუ შემოვა მალე, რომ ლარის გამყარება დასარეგულირებელი გახდეს, მთავრობა ამისთვის თუ არის მზადო?

_ რა უნდა ვთქვა ამ “ბრავადულ”, საფუძველს მოკლებულ ნათქვამზე.

მიხოსა და მაროზე ანეკდოტისა არ იყოს, ნეტავ, მთავრობამ “ობიაზატელნიში” ივარგოს (ლარის სტაბილურობა) და მათგან “პრაიზვოლნის” (ლარის მეტისმეტი გამყარება) აღარ მოვითხოვთ…

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. Metis girsebi vart da im metsac gvizamen kidec! Icit ratom??? Imitom, rom tavis droze aravin ikitxa tu rogori saxelmcipo ashendeboda…. hai-harad dakares kompartiis biletebi, mandatebi, dachres, dakuces, cecxli caukides… axla neba ibodzon da kvelam, visac ki shenaxuli akvs skkp.bileti, moidzion da kocna dauckon; rame tu didi Leninis mier sheqmnili socialisturi respublikebis kavshiri da romeli saqmec didma Stalinmaa carmoudgeneli carmatebit gaagrdzela alternativa ara aqvs da sdjobia aqet-iqit xelebis da tvalebis facurs-saqmes mivxedot! Es sistema rom kargi yofiliyo, STALINS VERAVIN DAASCREBDA da mteli tavisi sicocxlis mandzilze ar ibrdzolebda msoplios chiris mimart!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here