Home რუბრიკები სამართალი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ბრალს სდებს აშშ-ის არმიას

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ბრალს სდებს აშშ-ის არმიას

613

აშშ-ის შეიარაღებული ძალები და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) თანამშრომლები პასუხისმგებლები არიან ავღანეთში ჩადენილ დანაშაულებზე, _ ნათქვამია ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მოხსენებაში.

მოხსენებაში მოყვანილი მონაცემებით, აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურენი შესაძლებელია ავღანეთში 2003 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს დაკავებული 61 ადამიანისადმი სასტიკ მოპყრობისა და წამების თანამონაწილენი იყვნენ. იგივე შეიძლება ითქვას ცსს-ს ოპერატიული თანამშრომლების ქმედებაზე 27 პატიმრის _ ავღანეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ლიტვის მოქალაქეების _ მიმართ 2002 წლის დეკემბრიდან 2008 წლის მარტამდე პერიოდში. ჰააგის სასამართლოს პროკურორები უახლოეს მომავალში გადაწყვეტენ, დაიწყონ თუ არა სრულფასოვანი გამოძიება ბრალდებების წაყენებით. აშშ-ის სახელმწიფოს წარმომადგენელმა ელიზაბეტ ტრიუდომ განაცხადა, რომ გამოძიების საფუძველს ვერ ხედავს. პენტაგონის წარმომადგენლის ჯეფ დევისის თქმით, მის უწყებაში უკვე ელოდებიან სასამართლოდან გამოძიების დეტალების შეტყობინებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here