Home რუბრიკები პოლიტიკა “ნიუ იორკ ტაიმსი”: ახალი ევროპელი პრეზიდენტები რუსეთისკენ შებრუნდნენ

“ნიუ იორკ ტაიმსი”: ახალი ევროპელი პრეზიდენტები რუსეთისკენ შებრუნდნენ

568

“ბრექსიტისა” და დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ჩაგვაფიქრა იმან, რომ ბულგარეთმა და მოლდოვამ, რომლებიც უწინ კრემლის უღელქვეშ იყვნენ, პრეზიდენტებად აირჩიეს პრორუსულად განწყობილი კანდიდატები. მიზეზები ძირითადად საშინაო პრობლემებია, მაგრამ ამგვარი შედეგი კიდევ უფრო შეარყევს ევროპულ ერთობას.

ორივე ქვეყანაში არჩევნებმა კორუფციითა და ცხოვრების დონით ძლიერი გულგატეხილობის ნიშნით ჩაიარა. კომუნისტური მმართველობის შემდეგ ორ ათეულ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ცხოვრების დონით ეს ქვეყნები კვლავ ჩამორჩებიან მეზობელ ქვეყნებს. პროდასავლელი კანდიდატებისადმი ზურგით შებრუნება მათი, ვინც მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მიემხრო, მოწმობს, რომ აღმოსავლეთ ევროპამ გული აიცრუა დასავლურ ლიბერალურ ღირებულებებზე… ბულგარეთი და მოლდოვა ის ქვეყნებია, რომლებსაც შეეხო ევროპაში გავრცელებული ანტიგლობალისტური განწყობილება და ხელი შეუწყო აშშ-ში დონალდ ტრამპის არჩევას.

რუსეთის პრეზიდენტი კმაყოფილი უნდა იყოს ბოლო მოვლენების გამო, რომლებიც დასავლეთის სანქციების გაუქმების იმედს იძლევა, მაგრამ ბულგარეთსა და მოლდოვაში არჩევნების შედეგები მაინცდამაინც პუტინის მმართველობით კმაყოფილების გამოხატულება კი არა, ამ ორი ქვეყნის რუსეთთან გეოგრაფიული და ეკონომიკური კავშირის მაჩვენებელია. გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა არჩეული პრეზიდენტები უკმაყოფილო ხალხის დაშოშმინებას, განსაკუთრებით შეზღუდული უფლებამოსილების პირობებში. არც იმის რაიმე მინიშნება არსებობს, რომ ბულგარეთისა და მოლდოვის ამომრჩევლებს სურთ რუსეთის ბატონობის ქვეშ დაბრუნება. მაგრამ “ბრექსიტისთვის” ხმის მიცემა და ტრამპის გამარჯვება გვიჩვენებს, რომ სახალხო უკმაყოფილებას მოულოდნელი და საბედისწერო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. პუტინთან უფრო თბილი დამოკიდებულების იდეის ათვისების უნარი კიდევ ერთი დარტყმაა დასავლეთის დარაზმულობაზე არსებულ კრიტიკულ მომენტში, ამიტომ დასავლეთის ლიდერები, რომელთაც ერთიანობის მნიშვნელობა გააზრებული აქვთ, აუცილებლად უნდა აღუდგნენ წარსულში დაბრუნების ნებისმიერ მცდელობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here