Home რუბრიკები საზოგადოება თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკლავი იხსნება

თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკლავი იხსნება

581

საქართველოს კულტურის პალატის ინფორმაციით, 15 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, თამრიკო ჭოხონელიძის საღამო გაიმართება, შემდეგ კი მისი ვარსკვლავი გაიხსნება. 

ღონისძიებას საქართველოს კულტურის პალატა წარმოადგენს. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თილისის მერია, მერიის კულტურის საქალაქო სამსახური. “არ მინდა, ეს ვინმესთვის გამაღიზიანებელი იყოს და იმედი მაქვს, არც იქნება. საერთოდ, საკუთარ თავთან დაკავშირებით პომპეზურობის წინააღმდეგი ვარ. ვარსკვლავის გახსნა ძალიან დიდი დაფასებაა და ხალხის სიყვარულის კიდევ ერთი დასტურია. მადლობის მეტი რა მეთქმის დათო ოქიტაშვილის მიმართ. მან მითხრა, რომ ძალიან ხშირად ეკითხებოდნენ, რატომ არ იხსნებოდა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი… მადლობა ამ ადამიანებს” _ განაცხადა “ფორტუნასთან” ინტერვიუში მომღერალმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here