Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის საქმიანობის გეგმა გამოაქვეყნა

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის საქმიანობის გეგმა გამოაქვეყნა

528

ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში საიმიგრაციო პოლიტიკის, ვაჭრობისა და თავდაცვის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საუბრობს. 

“ვაპირებ, გამოვცე ბრძანება ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის პოტენციურ კატასტროფას წარმოადგენს. ამის ნაცვლად მოლაპარაკებებს ჩავატარებთ ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების შესახებ, რომლებიც აშშ-ს სამუშაო ადგილებსა და წარმოებას დაუბრუნებს”, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა და, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით მისი წინამორბედის მიერ დაწყებულ რეფორმებს განაგრძობს.

ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა სავაჭრო შეთანხმებაა, რომელსაც ხელი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 12 ქვეყანამ შარშან, თებერვალში მოაწერა. აღნიშნული შეთანხმების მიზანი სატარიფო ბარიერების შემცირება და შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში შრომითი კანონმდებლობის, ეკოლოგიისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროებში შიდა წესების რეგულირებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here