Home რუბრიკები პოლიტიკა იური ლუცენკო: უკრაინა თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადასცემს

იური ლუცენკო: უკრაინა თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადასცემს

490

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უარყო ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების შესახებ. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. “უკრაინა თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადასცემს. წერტილი”, _ განაცხადა იური ლუცენკომ.

უკრიანის გენერალურმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ 20 ნოემბერს ჰააგაში მიემგზავრება, სადაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეხვედრები აქვს დაგეგმილი. როგორც მანამდე “უკრაინსკაია პრავდამ” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის საკითხი განიხილებოდა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here