Home რუბრიკები საზოგადოება საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა

საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა

496

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილია. საქართველომ საბავშვო ევროფესტივალში გამარჯვება მესამედ მოიპოვა. 

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი აქამდე არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. ამჯერად პირველი ადგილი მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა. ქართველმა კონკურსანტმა სომეხ კონკურენტს 7 ქულით გაუსწრო და 239 ქულით გაიმარჯვა. მესამე ადგილი იტალიელს ერგო. მარიამ მამადაშვილმა კონკურსზე სიმღერა “მზეო” ქართულად შეასრულა. სიმღერის კომპოზიტორი გიორგი კუხიანიძეა. კონკურსის ბოლოს გამარჯვებული სიმღერა “მზეო” სცენაზე 17-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here