Home რუბრიკები ბლოგი სოროსის აღიარებები (ვიდეო); სოროსი და ლიბერალები ტრამპის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან

სოროსის აღიარებები (ვიდეო); სოროსი და ლიბერალები ტრამპის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან

903

პირველ რიგში, მინდა შემოგთავაზოთ გადაცემა, რომელიც მომზადებულია  ჯორჯ სოროსის 1998 წლის ინტერვიუს მიხედვით პროგრამა \\\”60 минут\\\”-თვის. 

გადაცემაში სოროსი საუბრობს ნაცისტებთან თანამშრომლობაზე, სხვადასხვა ქვეყნების ფინანსურ და ეკონომიკურ კრახთან კავშირზე,  აგრეთვე მისი ამდაგვარი საქმიანობის მოტივებზე.

 ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=syIaNUcX8UY

თუმცა, ეს 1998 წელს იყო, ახლა კი ჯორჯ სოროსი და სხვა გლობალისტები დონალდ ტრამპტთან ბრძოლის ტაქტიკას განიხილავენ.

როგორც პორტალმა Politico-მ  დახურულ ფორმატში გვამცნო, ვაშინგტონში ჩატარდა დახურული კონფერენცია  მილიარდერ ჯორჯ სოროსის, დემოკრატიული პარტიის მსხვილი დონორების ნაწილის, აგრეთვე პარტიის წევრებისა და აფილირებული (იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს პირის 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა)ლობისტური ორგანიზაციების მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნა „ტრამპთან ბრძოლის ტაქტიკის განხილვას“ უახლოესი წლების განმავლობაში.

 კონფერენცია, რომელსაც „დემოკრატიული ალიანსი“ (Democracy Alliance – არის სტრუქტურა, რომელიც 2005 წელს სოროსის დაფინანსებით შეიქმნა და ცნობილია, როგორც „დონორთა კლუბი“) ასპონსორებდა, ლუქს-ოტელ Mandarin Oriental-ში ჩატარდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ინფორმაცია  კონფერენციის შესახებ დახურულ ფორმატში პორტალმა Politiko-მ გაავრცელა, სხვა მედიასაშუალებებს ფორუმი არ გაუშუქებიათ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto2.jpg

ჯორჯ სოროსი და სხვა მდიდარი ლიბერალები, რომლებმაც ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიას ათეულობით მილიონი დაახარჯეს, შეიკრიბნენ ვაშინგტონში, რათა დონალდ ტრამპტთან ბრძოლის სტრატეგია განიხილონ. როგორც უკვე მოგახსენეთ, მედია ამ შეკრებას არ (თუ ვერ) აშუქებდა და  ფორუმის ამსახველი ვიდეო თუ ფოტომასალა თითქმის არ არსებობს, თუმცა  ერთ-ერთ სამოყვარულო ვიდეოფირზე ჩანს, როგორც  შეჰყავთ საკონფერენციო დარბაზში  ფორუმის მონაწილე, სენატორ-დემოკრატი მასაჩუსეტსის შტატიდან ელიზაბეტ უორენი.

ვიდეო:  

https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=j5CqmEwg-uM

ელიზაბეტ უორენი აქამდე განიხილებოდა, როგორც „უბრალო ამერიკელების უფლებების დამცველი“, რომელიც მსხვილ ბანკებსა და კორპორაციებს აკრიტიკებდა, თუმცა მსგავს გასაიდუმლოებულ კონფერენციაში მონაწილეობა ამ იმიჯს მთლიანად აქარწყლებს.

ფორუმის პროგრამა, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი გახდა, გვამცნობს, რომ იქ  განიხილავდნენ პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ  საკმაოდ მკაცრი ბრძოლის სტრატეგიას. კონფერენციაში მონაწილე სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ისმოდა „ბრძოლისა“ და პოლიტიკაში  „ჩარევის“ მოწოდებები.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/FOTO3.jpg

კერძოდ, Politico აღნიშნავს: „ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის ჰილარი კლინტონზე გამარჯვების შოკისმომგვრელი გამარჯვების შემდგომ, ეს არის „დემოკრატიული ალიანსის“ პირველი მსხვილი შეკრება, რომლის დღის განრიგი გვამცნობს, რომ ლიბერალები გეგმავენ სრულფასოვან პოზიციურ ომს ტრამპის წინააღმდეგ, მისი პრეზიდენტობის  პირველივე დღიდან.

კონფერენციაზე რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდნენ „ტრამპტთან ბრძოლის გზებს და მეთოდებს“, დემოკრატების მზადყოფნას 2017-2018 წლების არჩევნებისთვის, აგრეთვე მზადებას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 2020 წელს.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here