Home რუბრიკები საზოგადოება “გირჩის” წევრები პოლიტიკიდან მიდიან და რესტორანს ხსნიან

“გირჩის” წევრები პოლიტიკიდან მიდიან და რესტორანს ხსნიან

839

ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის სასამართლო საქმიდან დაწყებული, გადაცემანიჭიერისჟიურის მიერ ერთერთი გამომსვლელი გოგონას ტრაკის (თანაც ამ სიტყვის პირდაპირი გამოყენებით) პირდაპირ ეთერში განხილვით დამთავრებული, გასულ კვირაში ბევრი საინტერესო და საოცარი რამ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მიუხედვად იმისა, რომ ხსენებულ ჟიურიში საქართველოს პირველი ლედი ზის და ტრაკს განიხილავს, ახალი პოლიტიკური ცენტრიგირჩი” (რომელიც როდემდე უნდა იყოსახალი”, არავინ უწყის) მაინც ყველაზე მეტად აღმოჩნდა ინტრიგნული მოწოდების სიმაღლეზე და მთელი ქვეყანა 31 დეკემბერს მათ ოფისში ქოთანში დასარგავ მარიხუანაზე აალაპარაკა.

მოდი, ჯერ მაინც ის ვთქვათ, რით იყო საინტერესო “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი. დიდად არაფრით, იგივე “ოპერა”, რომ ეს ტელევიზია ქართული დემოკრატიის ერთადერთი “შუქურაა” და, თუკი ტელეკომპანია მის კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება, მორჩა, ევროკავშირსა და ნატოში აღარ მიგვიღებენ _ ეს უკვე მერამდენედ მოვისმინეთ ამ ტელევიზიის “ცირკაჩი” დირექტორის _ ნიკა გვარამიასგან.

ამას ასე სერიოზულად რომ ამბობს ტელევიზიის დირექტორი და მას კვერს უკრავს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, აგრეთვე, პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი, მართლაც სასაცილოა, როდესაც ვინმე ამ ქვეყანაშირუსულ პროპაგანდაზელაპარაკობს. ყველაზე ბევრი და შედეგიანი წყლის დასხმარუსულ წისქვილზესწორედ ეგაა, ხალხს ასე არასერიოზულად რომ წარმოუჩენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირს, თითქოს ისინი, ქართველი ხალხის ინტერესებით კი არა, იმის მიხედვით ხელმძღვანელობენ, სასამართლო კერძო ტელევიზიას ქიბარ ხალვაშს დაუბრუნებს თუ ძმებ ყარამანაშვილებს დაუტოვებს.

ყველაზე დიდი აღმოჩენა ამ ამბავში მაინც “ახალი” ზაალ უდუმაშვილია. კაცი, რომელსაც მთელი იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში კრინტი არ დაუძრავს და არაფერი გაუპროტესტებია ცხოვრებაში, უცებ გამოდის და რიხით აცხადებს: თუკი სასამართლო ტელევიზიას ქიბარ ხალვაშს გადასცემს, მე ახალ მენეჯმენტთან არ ვითანამშრომლებ, არა იმიტომ, რომ რამე პირადი მოტივი მაქვს, არამედ, უბრალოდ, ასეთი ხასიათისა ვარ, უსამართლობას ვერ ვეგუები”.

ინტერნეტის ენით რომ ვთქვათ, აქ უპრიანი იქნებოდა ბევრი ხარხარის “სმაილიკების” გამოყენება… ანდაც, მკითხველმა თავად დაძაბოს ფანტაზია და წარმოიდგინოსუსამართლობასთან შეუპოვრად მებრძოლი ზაალ უდუმაშვილისსახე

საზოგადოდ, ჟურნალისტების “უზენაესობის” თემა ისევ და ისევ მოდური პოზაა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ახალარჩეული პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას სხვა ვერაფერი ნახა ამ ქვეყანაში პრობლემა და განაცხადა: “საქართველოში აღარ უნდა იყოს არასოდეს სამსახურიდან განთავისუფლებული ჟურნალისტი, არც ერთი დახურული ტელეგადაცემა და თოქ-შოუ!”

ანუ, როდესაც რომელიმე ჟურნალისტი მივა რომელიმე ტელეკომპანიაში და იქ გადაცემას გააკეთებს, მორჩა, იქვე უნდა დაბერდეს და ამ თოქ-შოუმაც მის გარდაცვალებამდე უნდა იარსებოს? მაშინ, რა საჭიროა ტელემენეჯერები, მმართველები და, საერთოდ, ვინმე? ერთხელ და სამუდამოდ დავაკომპლექტოთ ყველა ტელევიზია და ეგაა! არანაირი ცვლილება, არანაირი განახლება იმის შიშით, რომ მერე ვინმემ არ განაცხადოს, მე რომ გადაცემა დამიხურეს, ეს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებააო?

რატომაც არა? მიდგომა მარტივია და უპრობლემო! ზუსტად ისევე, როგორც კვირის მთავარი თემა _ “გირჩის” მიერ მარიხუანის დათესვის მუქარა, თუკი სახელმწიფო ნარკოტიკის ლეგალიზებას არ მოახდენს კანონით.

ასეთი სახელმწიფო დონის შანტაჟი, ალბათ, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს და, მე თუ მკითხავთ, “გირჩის” ლიდერები არათუ 31 დეკემბერს (თუკი გაბედეს), არამედ შანტაჟის ბრალდებით ახლავე არიან დასაპატიმრებლები და დასაჯარიმებლები.

მაგრამ ამას ისევ და ისევ ამ უბადრუკმა ხელისუფლებამ მიხედოს. ჩვენი ყურადღება უფრო იმან მიიქცია, “გირჩის” ლიდერებმა _ გოგა ხაჩიძემ და ზურაბ ჯაფარიძემ _ მარიხუანა ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს რომ შეადარეს. “ჯანმრთელობას ღვინო და ალკოჰოლიც ვნებს, თუ ბევრს დალევ. მთვრალი ადამიანი უფრო აგრესიულია, ვიდრე მარიხუანის მომხმარებელი”, _ ასეთი “ჯიუტი არგუმენტი” წამოაყენეს მათ.

შესაძლებელია თუ არა მარიხუანით ღვინის ჩანაცვლება, ეს ჩვენმა კარიკატურისტმაც კარგად დაინახა და შესაბამისი ნახატით წარმოგვიდგინა. აკი, “გირჩის” ლიდერებმა ამას წინათ განაცხადეს, ჩვენ კლასიკური პოლიტიკური პარტია აღარ ვიქნებით და სულ სხვა ტიპის ორგანიზაციას ჩამოვაყალიბებთო. როგორც ჩანს, ისინი ორიგინალური რესტორნის გახსნას აპირებენ, რომელშიც ქორწილებში, დაბადების დღეებსა თუ სხვა საზეიმო ღინისძიებებზე დამკვეთებს ღვინის ნაცვლად მარიხუანას, “მანაგუას” ან “ხიმიას” შესთავაზებენ.

ჰო, მართლა, კიდევ მოხდა რაღაც-რაღაც წვრილმანი მოვლენები გასულ კვირაში. მაგალითად, “ქართულმა ოცნებამ” არასამთავრობო სექტორიდან მოხეკილი “მოფემინისტკო” გოგოშკები საპარლამენტო თანამდებობებზე ჩამოარიგა… თანამდებობიდან გადადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი… თუმცა ასეთ უკვე შესისხლხორცებულ და შეჩვეულ ჭირზე ღირს კი მკითხველის მოცდენა?

ველოდი რახანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here